პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუგრძელა

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 79 ხმით, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 5 მაისიდან ერთი თვით გაუგრძელა.
შესაბამისი დადგენილების მიღებამდე, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შუალედური ანგარიში პლენარულ სხდომაზე წარადგინა.
როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, კომისიისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების მთავარი მიზეზი გახდა 2025 წლის 1 აპრილს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება, რომლის საფუძველზეც მნიშვნელოვნად გაფართოვდა საგამოძიებო კომისიის მანდატი, რომელიც 2012-2024 წლების პერიოდსაც მოიცავს.
ანგარიშის თანახმად, 2025 წლის 13 თებერვლიდან 28 აპრილის ჩათვლით, საგამოძიებო კომისიამ 17 სხდომა გამართა და გამოკითხულ იქნა 55 პირი, მათ შორის, 37 დაზარალებული.
თეა წულუკიანის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის (სხდომაზე გამოცხადება) არაერთი ფაქტის სამართლებრივი შეფასების მიზნით, საგამოძიებო კომისიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა შემდეგ პირებთან დაკავშირებული ინფორმაცია: ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა გვარამია, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ნიკანორ მელია, გიორგი (გივი) თარგამაძე.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 27 აპრილის მდგომარეობით, საგამოძიებო კომისიის სახელზე 397 განცხადებაა შესული, რომელთაგან დამუშავებულია 307 განცხადება. 307 განცხადებიდან 99 ეხება ქონებრივი უფლებების დარღვევას, 92 - წამებას/არაადამიანურ მოპყრობას, 11 – 2008 წლის აგვისტოს ომს, ხოლო 105 წერილი კი, სხვადასხვა შინაარსისაა.
თეა წულუკიანის განაცხადებით, მოცემული ეტაპისათვის, დამუშავებულია 100-მდე მოცულობითი დოკუმენტი. როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის დასკვნის პროექტის სხვადასხვა თემატური თავის შედგენა წარმატებით მიმდინარეობს, რის შედეგადაც, ამ დოკუმენტის 200-მდე გვერდი უკვე მომზადებულია.
მისი განცხადებით, დასკვნის ყველაზე მოცულობითი თავი შესაძლოა სწორედ ის თავი იყოს, რომელიც მიეძღვნება: რეჟიმის ძალადობრივ ხასიათს; წამებას, არა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, არამედ მის მიღმაც; მკვლელობებს, არა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, არამედ მის მიღმაც, მათ შორის ქუჩაში და სხვადასხვა ტიპის ძალადობას.
თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ კომისიის დასკვნის ერთ-ერთი ძირითადი თავი აგვისტოს ომზე იქნება და ამ საკითხის განხილვა მხოლოდ და მხოლოდ მაშინდელი პოლიტიკური თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებისა და მათი საქმიანობის შეფასებას ემსახურება.
მისივე თქმით, სამართლებრივ დონეზე, 2012 წლის პირველი ოქტომბრისთვის არც ერთი სამართლებრივი დოკუმენტი არ არსებობდა, რომელიც იტყოდა, რომ ქართული ჯარი და მშვიდობიანი მოქალაქე იყო მართალი. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ შექმნილი სამართლებრივი დოკუმენტები, მომავალში, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანებისათვის სამართლებრივ საფუძველს შექმნის.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვეუბნებით ჩვენს საზოგადოებას და პირველ რიგში, ჩვენს ჯარს, რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც ქართული ჯარის და ქართული მშვიდობიანი მოსახლეობის სიმართლე დაამტკიცა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სასამართლოში ჰააგაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრასბურგში“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, შუალედური ანგარიშის ეტაპზე, ფაქტებზე დაფუძნებით, თუმცა ამ ფაქტების კვლევა გრძელდება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ისე აწარმოეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებმა, რომ არ გაითვალისწინეს სამხედროების აზრი.
მისივე თქმით, უკვე შეიძლება თქვას, რომ ჩვენს სამხედრო პირებს, გენერალური შტაბს და ყველა იმ კომპეტენტურ პირს, ვისაც ომის წარმოების და სამხედრო საქმე ესმის, შემუშავებული ჰქონდა სამხედრო გეგმა, რომელიც ასევე მოიცავდა მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისა და სამედიცინო მომსახურების ნაწილს.
„ეს იყო სრულფასოვანი სამხედრო გეგმა, რომელიც პოლიტიკურმა თანამდებობის პირებმა გვერდზე გაწიეს და ომი აწარმოებს პოლიტიკოსებმა. ეს დასკვნა უკვე შეიძლება გაკეთდეს, რაც, თავის მხრივ, სავალალო შედეგია. ჩვენ ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარი მიზანი არ იყო ომის წარმოება მინიმალური დანაკარგებით. პირიქით, სავარაუდოდ, მიზანი იყო ომის წარმოება მშვიდობიანი მოსახლეობის მაქსიმალურად მაღალი დანაკარგებით“, - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.
თეა წულუკიანის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით გაცხადებული მიზანი აქვს.
„კომისიის დასკვნა უნდა გახდეს ერთ-ერთი საფუძველი იმისთვის, რომ იმ პოლიტიკურ პირებს, რომლებიც ასე მართავდნენ სახელმწიფოს და დღესაც არ ასვენებენ ჩვენს ქვეყანას, ცდილობენ პრობლემები შეუქმნან ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მომავალში აღარ ჰქონდეთ პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება. ასევე, მათ მიერ ამჟამად დაფუძნებული, მოქმედი თუ მომავალში დაფუძნებული პოლიტიკური პარტიები აღარ უნდა არსებობდნენ პოლიტიკურ ველზე. ეს საქმე გასაკეთებელია და ჩვენ, „ქართული ოცნება“ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, - აღნიშნა მან.
1745949742
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშზე: საქმეებია, რომლებიც პირდაპირ რევოლუციის მოწყობას და ქვეყნის ამოტრიალებას ისახავდა მიზნად
საქმეებია, რომლებიც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის ჩამოშლას, ჩვენს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას და ქვეყნის არევას და ამოტრიალებას ისახავდა მიზნად, - ასე ეხმიანება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმ...
1745946291
ახალი ამბებიალექსანდრე ტაბატაძე სუსის ანგარიშზე: ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგო, თავიდან ავიცილეთ ესკალაციები
„ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგო, თავიდან ავიცილეთ ესკალაციები, გადატრიალების მცდელობები, რაც სუს-ის დამსახურებაა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროებ...
1745942528
ახალი ამბებინიკა მელიას დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 50 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 50 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმა...
1745941036
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებისთვის
„მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებისთვის, ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ღირსეულ საფუძვლებზე და არა რაღაც ვასალურ საფუძველზე ა...
1745940129
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ამ ვითომ ფონდებმა და ამათმა პატრონმა აგენტებმა, ევროპის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნებიდან, უნდა შეიგნონ, საქართველოს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერევიან
„ამ ვითომ ფონდებმა, ვითომ არასამთავრობოებმა და ამათმა პატრონმა აგენტებმა, ევროპის სხვადასხვა წამყვანი ქვეყნებიდან, უნდა შეიგნონ, რომ საქართველოს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში ვერ ჩაერევიან, ეს არის...