სუსის ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ძალისხმევის შედეგად ქვეყანაში უსაფრთხო გარემო ნარჩუნდება

2024 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობდა კონტრტერორისტული მიმართულებით საქმიანობას. ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ გატარებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სამსახური ახორციელებდა საფრთხეების იდენტიფიცირებასა და გამოვლენას, აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო პარტნიორებთან ტერორიზმსა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებისა და გაზიარების კუთხით, განაგრძობდა კონტრტერორისტული საქმიანობის განხორციელების მექანიზმების გაუმჯობესებას, - აღნიშნულის თაობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტში წერია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული ძალისხმევისა და აღნიშნული მიმართულებით სხვა რელევანტურ უწყებებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, გასული წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდში საქართველო ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათი მხარდამჭერებისთვის ხელსაყრელ სამოქმედო არეალს არ წარმოადგენდა.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული საქმიანობა კვლავ პოზიტიურად შეფასდა და აღინიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად რჩებოდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს შესწევს ტერორისტული ინციდენტების გამოვლენის, შეკავების, მათზე რეაგირების უნარი. საქართველო ჩართულია სხვადასხვა საერთაშორისო კონტრტერორისტულ, მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ფორმატებში და ასრულებს გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამის რეზოლუციებს.

ევროპულმა კომისიამ საქართველოს შესახებ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის თაობაზე 2024 წლის 30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ კომუნიკეში, რომელიც განკუთვნილი იყო ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსთვის, დადებითად შეაფასა ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ანტიტერორისტული კანონმდებლობა შეესაბამება ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოს და შესაბამის საერთაშორისო სამართალს, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს.

„ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველო ტერორიზმის გავლენისგან თავისუფალ ქვეყნებს განეკუთვნება.

„ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში „გლობალური ტერორიზმის ინდექსი“, ტერორიზმის გავლენის კრიტერიუმებით შეფასებისას საქართველომ წელსაც ერთ-ერთი საუკეთესო პოზიცია დაიკავა, რაც 2024 წელს საქართველოში ტერორისტული ინციდენტებისა და ტერორიზმის, როგორც საფრთხის გავლენის, არარსებობას გულისხმობს.

სამსახურის მიერ გატარებული კონტრტერორისტული ღონისძიებებისა და ძალისხმევის შედეგად, საქართველოში რადიკალური/ექსტრემისტული კერები და ტერორისტული თავდასხმები არ დაფიქსირებულა“, - ნათქვამია ანგარიშში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745949742

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშზე: საქმეებია, რომლებიც პირდაპირ რევოლუციის მოწყობას და ქვეყნის ამოტრიალებას ისახავდა მიზნად

საქმეებია, რომლებიც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის ჩამოშლას, ჩვენს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას და ქვეყნის არევას და ამოტრიალებას ისახავდა მიზნად, - ასე ეხმიანება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმ...

არჩილ გორდულაძე

1745946291

ახალი ამბები

ალექსანდრე ტაბატაძე სუსის ანგარიშზე: ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგო, თავიდან ავიცილეთ ესკალაციები

„ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა და არანაირ პროვოკაციას არ წამოეგო, თავიდან ავიცილეთ ესკალაციები, გადატრიალების მცდელობები, რაც სუს-ის დამსახურებაა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროებ...

ალექსანდრე ტაბატაძე

1745944517

ახალი ამბები

პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუგრძელა

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 79 ხმით, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003...

პარლამენტის საგამოძიებო კომისია

1745942528

ახალი ამბები

ნიკა მელიას დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 50 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 50 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. მოსამართლემ სრულად დააკმა...

ნიკა მელია

1745941036

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებისთვის

„მზად ვართ არა მხოლოდ ურთიერთობის გადატვირთვისთვის აშშ-თან, არამედ სრულიად ახალი ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებისთვის, ოღონდ ეს ურთიერთობა უნდა იყოს ღირსეულ საფუძვლებზე და არა რაღაც ვასალურ საფუძველზე ა...

ირაკლი კირცხალია