პოლიციამ პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ორი პირი - 1992 წელს დაბადებული მ.შ. და 1988 წელს დაბადებული თ.თ - დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯგუფურად იძალადეს 1988 წელს დაბადებულ ბ.გ.-ზე.
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი 2 პირის ვინაობა დაადგინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით მ.შ. და თ.თ. დააკავეს.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1755363113
მსოფლიოAxios: ტრამპი ალასკის სამიტის შემდეგ ზელენსკისთან „რთულ“ შეხვედრას გამართავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ალასკაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. როგორც Axios-ი წერს, პრეზიდენტებს შესაძლოა, სადილის შემდეგ თ...
1755356712
მსოფლიომაკრონმა ტრამპისა და პუტინის სამიტის შემდეგ „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების შეხვედრა დააანონსა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უახლოეს მომავალში ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების შეხვედრა დააანონსა. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელ X-ზე გააკეთა. საფრანგეთის ლიდერის კომენტარი...
1755354994
საზოგადოებარობერტ ფიცო: უახლოესი დღეები გვიჩვენებს, ევროპის გავლენიანი მოთამაშეები კონფლიქტის სწრაფად დასრულებას დაუჭერენ მხარს, თუ გააგრძელებენ რუსეთის დასუსტებისკენ მიმართულ უშედეგო პოლიტიკას
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ალასკაზე შეხვედრას ეხმიანება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცოც. ფიცოს თქმით, ორი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრა მისასალმებელია...
1755353854
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძემ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. სამი 12-სარ...
1755351194
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: როცა ხედავ, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ შევიდა იმ საქმეში, იმ ადამიანების, არასამთავრობოების წარმომადგენლების მიმართ, ვისაც შენ აფინანსებ, ხმის ამოღება გმართებს. ევროპის ინტერესი და მისი ავტორიტეტი უნდა დაიცვა
როცა ხედავ, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ შევიდა იმ საქმეში, იმ ადამიანების, არასამთავრობოების წარმომადგენლების მიმართ, ვისაც შენ აფინანსებ, ხმის ამოღება გმართებს. მარტო საქართველოს ინტერესის დაცვაზე არაა...