გარდაბნის მერობის კანდიდატი დავით კარგარეთელი: ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით ძალიან კარგი პროგრამები გვქონდა, რომლითაც უკვე სარგებლობს ჩვენი მოსახლეობა და ეს მიმართულება ჩვენთვის მომავალშიც პრიორიტეტი იქნება

„ქართული ოცნების“ გარდაბნის მერობის კანდიდატმა დავით კარგარეთელმა გასული ოთხი წლის მანძილზე განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა.
„ოთხი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში შვიდ საჯარო სკოლას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია და ასევე, ვფიქრობთ, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში იმ სოფლებში, სადაც საჭიროა საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები, შევეცდებით, უმოკლეს ვადებში განვახორციელოთ მათი რეაბილიტაცია“, - აღნიშნა კარგარეთელმა.
მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა, გზების რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება მისი გუნდის მთავარი პრიორიტეტი.
„გარკვეული ნაწილი დაეთმობა იმას, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ასევე, ქალაქ გარდაბანში, სადაც დარჩენილია მოსაწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ ამ საკითხს. შემუშავებული გვქონდა ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით ძალიან კარგი პროგრამები, რომლითაც უკვე სარგებლობს ჩვენი მოსახლეობა და ეს მიმართულება ჩვენთვის, რა თქმა უნდა, იქნება პრიორიტეტი“, - განაცხადა დავით კარგარეთელმა.
1755359557
ახალი ამბებიპოლიციამ პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენ...
1755356712
მსოფლიომაკრონმა ტრამპისა და პუტინის სამიტის შემდეგ „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების შეხვედრა დააანონსა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უახლოეს მომავალში ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების შეხვედრა დააანონსა. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელ X-ზე გააკეთა. საფრანგეთის ლიდერის კომენტარი...
1755354994
საზოგადოებარობერტ ფიცო: უახლოესი დღეები გვიჩვენებს, ევროპის გავლენიანი მოთამაშეები კონფლიქტის სწრაფად დასრულებას დაუჭერენ მხარს, თუ გააგრძელებენ რუსეთის დასუსტებისკენ მიმართულ უშედეგო პოლიტიკას
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ალასკაზე შეხვედრას ეხმიანება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცოც. ფიცოს თქმით, ორი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრა მისასალმებელია...
1755353854
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძემ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. სამი 12-სარ...
1755351194
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: როცა ხედავ, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ შევიდა იმ საქმეში, იმ ადამიანების, არასამთავრობოების წარმომადგენლების მიმართ, ვისაც შენ აფინანსებ, ხმის ამოღება გმართებს. ევროპის ინტერესი და მისი ავტორიტეტი უნდა დაიცვა
როცა ხედავ, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ შევიდა იმ საქმეში, იმ ადამიანების, არასამთავრობოების წარმომადგენლების მიმართ, ვისაც შენ აფინანსებ, ხმის ამოღება გმართებს. მარტო საქართველოს ინტერესის დაცვაზე არაა...