რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე: თუკი რამეს ვაკეთებთ, მიმართულია იმისკენ, რომ შევქმნათ ახალი ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ისტორია - ერთ-ერთი მიმართულება იქნება სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერება, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება

თუკი რამეს ვაკეთებთ, მიმართულია იმისკენ, რომ შევქმნათ ახალი ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ისტორია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.
მოქმედი მერი, რომელიც მეორედ იბრძოლებს არჩევნებში გამარჯვებისთვის, აცხადებს, რომ რუსთავის მერიის გუნდი მუდმივად მუშაობდა ქალაქის განვითარებისთვის. ლაცაბიძის განცხადებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ერთ-ერთი მიმართულება იქნება სატრანსპორტო პოლიტიკა, ასევე, ქალაქის შიდა გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და შენობების რეაბილიტაცია.
„ბევრი შენობა გავხსენით, ამ მიმართულებით ერთ-ერთი პირველი იყო რეფორმა, რომელიც ბიბლიოთეკებში დავიწყეთ. გავხსენით მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე საკმაოდ თანამედროვე, ლამაზი ინფრასტრუქტურით. მერიას, ჩვენს გუნდს გვიწევდა შრომა იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქის განვითარება არ გაჩერებულიყო. [მომდევნო ოთხ წელში] ერთ-ერთი მიმართულება იქნება სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერება და გაგრძელება. გამოწვევები რჩება ქალაქში, ეს არის შიგნით ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ასევე, იქნება შენობების რეაბილიტაცია, ზოგისთვის - ავთენტიკური სახის შენარჩუნება“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
1755359557
ახალი ამბებიპოლიციამ პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენ...
1755356712
მსოფლიომაკრონმა ტრამპისა და პუტინის სამიტის შემდეგ „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების შეხვედრა დააანონსა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უახლოეს მომავალში ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების შეხვედრა დააანონსა. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელ X-ზე გააკეთა. საფრანგეთის ლიდერის კომენტარი...
1755354994
საზოგადოებარობერტ ფიცო: უახლოესი დღეები გვიჩვენებს, ევროპის გავლენიანი მოთამაშეები კონფლიქტის სწრაფად დასრულებას დაუჭერენ მხარს, თუ გააგრძელებენ რუსეთის დასუსტებისკენ მიმართულ უშედეგო პოლიტიკას
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ალასკაზე შეხვედრას ეხმიანება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცოც. ფიცოს თქმით, ორი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრა მისასალმებელია...
1755353854
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძემ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. სამი 12-სარ...
1755351194
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: როცა ხედავ, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ შევიდა იმ საქმეში, იმ ადამიანების, არასამთავრობოების წარმომადგენლების მიმართ, ვისაც შენ აფინანსებ, ხმის ამოღება გმართებს. ევროპის ინტერესი და მისი ავტორიტეტი უნდა დაიცვა
როცა ხედავ, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ შევიდა იმ საქმეში, იმ ადამიანების, არასამთავრობოების წარმომადგენლების მიმართ, ვისაც შენ აფინანსებ, ხმის ამოღება გმართებს. მარტო საქართველოს ინტერესის დაცვაზე არაა...