მიხეილ სარჯველაძემ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე დევნილთა საცხოვრებელი კომპლექსის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
სამი 12-სართულიანი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია. მოწყობილია გარე ინფრასტრუქტურა, სკვერი, საბავშვო და სპორტული მოედნები, სადაც სრულად გარემონტებულ ბინებს 720 დევნილი ოჯახი მიიღებს.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახელმწიფო აგრძელებს დევნილთა ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას და მათთვის ბინების გადაცემა უახლოეს პერიოდში დაიწყება. დევნილთა განსახლების პროგრამის ფარგლებში, მშენებლობები ასევე აქტიურად მიმდინარეობს თბილისში, ბორჯომში, რუსთავსა და ზუგდიდში.
ქუთაისში საცხოვრებელი კომპლექსის მიმდინარე სამუშაოებს მინისტრთან ერთად ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე გაეცნო.
კომპლექსის მშენებლობა და კეთილმოწყობა კომპანია „ანაგმა“ განახორციელა.
1755363113
მსოფლიოAxios: ტრამპი ალასკის სამიტის შემდეგ ზელენსკისთან „რთულ“ შეხვედრას გამართავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ალასკაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. როგორც Axios-ი წერს, პრეზიდენტებს შესაძლოა, სადილის შემდეგ თ...
1755359557
ახალი ამბებიპოლიციამ პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენ...
1755356712
მსოფლიომაკრონმა ტრამპისა და პუტინის სამიტის შემდეგ „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების შეხვედრა დააანონსა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უახლოეს მომავალში ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების შეხვედრა დააანონსა. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელ X-ზე გააკეთა. საფრანგეთის ლიდერის კომენტარი...
1755354994
საზოგადოებარობერტ ფიცო: უახლოესი დღეები გვიჩვენებს, ევროპის გავლენიანი მოთამაშეები კონფლიქტის სწრაფად დასრულებას დაუჭერენ მხარს, თუ გააგრძელებენ რუსეთის დასუსტებისკენ მიმართულ უშედეგო პოლიტიკას
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ალასკაზე შეხვედრას ეხმიანება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცოც. ფიცოს თქმით, ორი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრა მისასალმებელია...
1755351194
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: როცა ხედავ, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ შევიდა იმ საქმეში, იმ ადამიანების, არასამთავრობოების წარმომადგენლების მიმართ, ვისაც შენ აფინანსებ, ხმის ამოღება გმართებს. ევროპის ინტერესი და მისი ავტორიტეტი უნდა დაიცვა
როცა ხედავ, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ შევიდა იმ საქმეში, იმ ადამიანების, არასამთავრობოების წარმომადგენლების მიმართ, ვისაც შენ აფინანსებ, ხმის ამოღება გმართებს. მარტო საქართველოს ინტერესის დაცვაზე არაა...