პოლიციამ თბილისში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ი.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1980 წელს დაბადებული რ.პ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ი.გ.-მ, თბილისში, ერთ-ერთ ბარში სტუმრად ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ბარში მყოფი, 2006 წელს დაბადებული ა.შ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ა.შ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო რ.პ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1747034939
ახალი ამბებიაჭარის პოლიციამ დააკავა უკრაინის მოქალაქე, რომელიც კანფეტის ქაღალდებში დაფასოებულ ნარკოტიკს სარეალიზაციოდ ლოკაციებზე ათავსებდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდ...
1747034858
ახალი ამბებისურსათის ეროვნული სააგენტო: 12 მაისი მცენარეთა სიჯანსაღის საერთაშორისო დღეა, მცენარეების დაცვით ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს!
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო უერთდება გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის ინიციატივას და სრულად იზიარებს ორგანიზაციის გზავნილებს. „12 მაის...
1747034712
საზოგადოებაბადრა გუნბა: აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, თბილისთან დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ აფხაზეთის „სუვერენიტეტის“ აღიარებით
„საქართველოს ხელმძღვანელობა უნდა შეეგუოს აფხაზეთის დამოუკიდებლობას,“ - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠ...
1746995080
საზოგადოება12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს
12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს - იმედის დღეს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, წმინდა...
1746993467
საზოგადოებაგიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: არანაირი შანსი არ გააჩნიათ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიონ. ყოველ ჯერზე ჩვენ ვხედავთ დამარცხებულ რადიკალებს, რადგან ქართველმა ხალხმა ეს სახადი უკვე მოიხადა
ეს არის მოღალატეობრივი ძალა და ადგილობრივ არჩევნებში კიდევაც რომ მიიღონ მონაწილეობა, მათ ერთხელ და სამუდამოდ მიუჩენენ თავის ადგილს. მათ ნული შანსი აქვთ, რომ გარკვეული ხმები მიიღონ, - განაცხადა გადაცემ...