პრემიერი: ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ლოგიკურია, არ შეიძლება, სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღებოდეს პირადი შანტაჟის ფონზე

„არის ოფიციალური სტრუქტურები, არიან თანამდებობის პირები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ ფორმატში გაიარონ კონსულტაციები ამერიკულ მხარესთან, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არის აბსოლუტურად ლოგიკური, არ შეიძლება სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღებოდეს პირადი შანტაჟის ფონზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში ქართველი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და ელჩი დანიგანის შეხვედრასთან დაკავშირებით საელჩოს მიერ გავრცელებულ წერილს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ცნობილი იყო ამერიკული მხარისთვისაც.

„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავად განმარტა საკუთარი პოზიცია, რაც არის აბსოლუტურად ლოგიკური. ბუნებრივია, პირადი შანტაჟის ფონზე, მისი მხრიდან არ იქნებოდა სწორი, მიზანშეწონილი ასეთი შეხვედრის გამართვა.

არ შეიძლება სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღებოდეს პირადი შანტაჟის ფონზე. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია ეს პოზიცია, რომელიც ასევე ცნობილი იყო ამერიკული მხარისთვისაც და ჩვენ ძალიან გაგვიკვირდა, როდესაც მათ ამ საკითხთან დაკავშირებით გაავრცელეს წერილი.

როდესაც დასრულდება პირადი შანტაჟი, რომელიც დაიწყო უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად, მაშინვე შეიცვლება ვითარება ამ კუთხითაც. ასევე, კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავაფიქსიროთ, რომ არის ოფიციალური სტრუქტურები, არიან თანამდებობის პირები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ ფორმატში გაიარონ კონსულტაციები ამერიკულ მხარესთან. ამასთან დაკავშირებით არ არის დაბრკოლებები, ყველამ პატივი უნდა სცეს ოფიციალურ ეტიკეტს და ამის მიხედვით უნდა წარიმართოს ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის“- განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748618781

ახალი ამბები

ავარია თერჯოლაში - გავრცელებული ცნობით, დაიღუპა 2 ადამიანი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მანქანა ხეს შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე სამ...

დაკავება, პოლიცია

1748616846

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: მტერს არ ვუსურვებ, ისეთ დღეშია ოპოზიცია, მაგრამ დაიმსახურეს, რადგან მთელი თავისი პოლიტიკური „მოღვაწეობის“ განმავლობაში უნდოდათ ჩვენი ქვეყანა გაენადგურებინათ

„მტერს არ ვუსურვებ, ისეთ დღეშია რადიკალური ოპოზიცია, მაგრამ დაიმსახურეს, რადგან მთელი თავისი პოლიტიკური „მოღვაწეობის“ განმავლობაში ერთადერთი რაც უნდოდათ, იყო ის, რომ ჩვენი ქვეყანა გაენადგურებინათ. ამი...

 რატი იონათამიშვილი

1748615183

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი: გლობალური უსაფრთხოების ახალ წესრიგში საქართველოც მოყვა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ნამდვილად გლობალური მოთამაშეა

პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ ცვლილებებს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი გლობალური ახალი წ...

ეკა სეფაშვილი

1748613285

საზოგადოება

დეპუტატ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფისთვის ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო მაგდა მამუკაშვილს 4-ათასლარიანი ჯარიმა შეეფარდათ

ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს, რომლებსაც შსს დეპუტატ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდა, 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო მაგდა მამუკაშვილს 4-ათასლარიანი ჯარიმა. 17 მა...

 თათია აფრიამაშვილ

1748612789

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ნიკა მელიას მიერ მოსამართლისთვის წყლის შესხმაზე: პირდაპირ შეგვიძლია ამ ადამიანს დავარქვათ ის სახელი, რაც ჰქვია, ეს არის ამორალური კრიმინალი

„ქმედება, რაც სასამართლო დარბაზში ჩაიდინა, კრიტიკას ვერ უძლებს. პირდაპირ შეგვიძლია ამ ადამიანს დავარქვათ ის სახელი, რაც ჰქვია, ეს არის ამორალური კრიმინალი“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების...

დავით მათიკაშვილი