პრემიერი: გასული 12 თვის განმავლობაში საქართველოდან ჩვენ მოვახერხეთ იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში, წლევანდელი გეგმა არის კიდევ უფრო ამბიციური
უხეში დათვლით, დაახლოებით, 20 000 არალეგალი მიგრანტი იყო შარშანდელი მდგომარეობით საქართველოში და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიურად პროცესების დაგეგმვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გაძლიერდა მიგრაციის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში.
„გასული 12 თვის განმავლობაში საქართველოდან ჩვენ მოვახერხეთ იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში. წლევანდელი გეგმა არის კიდევ უფრო ამბიციური, წელს მინიმუმ 4000 არალეგალი მიგრანტის გაძევება არის დაგეგმილი ჩვენი ქვეყნიდან, რაც საბოლოო ჯამში რამდენიმე წლიან პერსპექტივაში, სადღაც ოთხ წელიწადში მოგვცემს ამ პრობლემისგან ქვეყნის მთლიანად გათავისუფლების საშუალებას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა ბუნებრივია საქართველოსთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1785164553
ახალი ამბებითამარ იოსელიანი: 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო სექტორის განვითარება ახალ ეტაპზე არის გადასული
„ყველა მიმართულებით და ყველა რეჟიმში გვაქვს ზრდა, ეს იქნება იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, თუ ადგილობრივი გადაზიდვები და ეს ცალსახად არის იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებ...
1785163919
ახალი ამბები27 ივლისის 18:00 სთ-დან 28 ივლისის 22:00 სთ-მდე სამტრედიის სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ246-კმ247-ში არსებულ სამტრედიის სატრანსპორ...
1785162694
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: ევროკავშირში ყველაზე დიდი პოზიტიური ნაწილი არის ის, რომ დიდ და პატარა ქვეყანას აფასებენ მისი შესაძლებლობებით, სწორი წინადადება თქვას ევროკავშირის მომავლისთვის რაც იქნება კარგი
„ევროკავშირში ყველაზე დიდი პოზიტიური ნაწილი არის ის, რომ დიდ და პატარა ქვეყანას აფასებენ მისი შესაძლებლობებით, სწორი წინადადება თქვას ევროკავშირის მომავლისთვის რაც იქნება კარგი. არა იმით, ვის უფრო დიდ...
1785161851
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არის ნეგატიური, რადგან მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც ხელოვნურად შეგვიქმნეს, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის მომავალი უნდა იყოს ისეთი, რომლისკენ მისწრაფებაც არაფერმა უნდა შეაჩეროს
„თვითონ ევროკავშირის პრინციპი რაც არის, რომ ყველა ქვეყანა ერთიანია, დიდიც და პატარაც, განიზომება არა კუნთის სიდიდით, არამედ თავისი ინტელექტით, მიღწევებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით და სისტემებით...
1785160590
ახალი ამბებილაშა აბაშიძე: სატვირთო ელმავლების საერთაშორისო ტენდერში ძირითადი კრიტერიუმია ფასი, ხარისხი და გამოცდილება - ეს არის ისტორიული ტენდერი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რკინიგზას ამ მასშტაბის ტენდერი არ ჰქონია
„ეს არის ისტორიული ტენდერი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რკინიგზას ამ მასშტაბის ტენდერი არ ჰქონია. ტენდერი მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამოცხადდა. ვგეგმავთ სალოკომი...































