საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცრებმა და შსს-ს თანამშრომლებმა „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ჰაშიშის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კინოლოგ ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად საბაჟო დეპარტამენტის „კინოლოგიის სამმართველოს“ სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით სგპ „სარფში“ ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სამსახურებრივი ძაღლის მიერ გამოვლენილი მანიშნებელი/საეჭვო რეაქციის საფუძველზე მოხდა მგზავრის შეჩერება. სამართალდამრღვევი მოქალაქის როგორც ფიზიკური, ასევე მისი კუთვნილი სამგზავრო ზურგჩანთის დეტალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი იქნა ნარკოტიკული საშუალება ჰაშიში.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში 2013 წლიდან ფუნქციონირებს თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი კინოლოგიის ცენტრი. საქართველოს მასშტაბით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე უსაფრთხოების კონტროლს კინოლოგ ოფიცრები და ნარკოტიკების/კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის ძებნა-აღმოჩენაზე სპეციალურად გაწვრთნილი 36 ძაღლი ახორციელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787570574

ახალი ამბები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობი...

საქართველოს მთავრობა

1787569500

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შპს „აი გემო“ (მისამართი: ქალაქი ბათუმი, მაჭახელას ქ. პირველი შესახვევი N 20) შეამოწმეს. ინსპექტირების შ...

 ნახევარფაბრიკატები

1787568395

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ვულოცავ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სიმტკიცესა და ღირსეულ მომავალს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.   „ვულოცავ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს! დამოუკიდებლობა ერის თავისუფალი არჩევანის, სახელმწ...

 მიხეილ ყაველაშვილი

1787566647

ახალი ამბები

საქართველო-უკრაინის მატჩზე ბილეთების გაყიდვა იწყება

„საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2026/27 სეზონის გათამაშებას საშინაო მატჩებით იწყებს. 25 სექტემბერს, ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 28 სექტემბერს - უკრაინას. ორივე მ...

ბურთიბურთი

1787566521

ახალი ამბები

საზაფხულო ბანაკების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ყვარელში ახალგაზრდებს შეხვდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს ამჯერად ცესკოს თავმჯდ...

 ცესკო