საზაფხულო ბანაკების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ყვარელში ახალგაზრდებს შეხვდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს ამჯერად ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები, მისი უპირატესობები და ადმინისტრაციის წარმატებული პრაქტიკა იყო.

გიორგი შარაბიძემ იმ გამოცდილებასა და გზაზე ისაუბრა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში გაიარა. მან ახალგაზრდებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია დეზინფორმაციასა და მასთან ბრძოლის სტრატეგიაზე, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ სიახლეებსა და საგანმანათლებლო პროექტებზე.

საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის როლისა და უფლებების, ასევე არჩევნებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ მონაწილეებს ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მარიამ შეყელაძე ესაუბრა. მან ახალგაზრდებს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიებიც გააცნო.

შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებმა პრაქტიკაში თავად გამოცადეს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები და გაეცნენ მათი მუშაობის პრინციპებს. ახალგაზრდები ასევე გაეცნენ საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალს „არჩევნები 360˚“. აღნიშნული გამოცემა მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დისკუსიას დაეთმო. ახალგაზრდებმა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილისგან მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე პასუხი მოისმინეს. შეხვედრა 2026 წლის საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში გაიმართა.

საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გამართავენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787562411

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკა...

დაკავებადაკავება

1787561369

ახალი ამბები

კახა კალაძე დავით საყვარელიძის განცხადებაზე: უკვე ყველა კარგად ხედავს, რამდენად საშიში იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებაში და დღეს რამდენად საშიშია ოპოზიციაში

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2008 წლის ომი იყო გარედან წამოსული დაკვეთა და ის უმძიმესი ჭრილობები ქვეყანას დღესაც არ აქვს მოშუშებული. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინ...

კახა კალაძე

1787559838

ახალი ამბები

კახა კალაძე: ოპოზიცია არ არსებობს, არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არიან აგენტურული ქსელის წარმომადგენლები ქვეყნის შიგნით

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებებით, საქართველოში არსებობს არა ოპოზიცია, არამედ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არიან აგენტურული ქსელის წარმომადგენლები ქვეყნის შიგნით და დავალებებს უცხოელიპატრონ...

კახა კალაძე

1787557970

ახალი ამბები

კახა კალაძე: ქვეყანაში როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული

„როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე ყველა პატიმრის უსაფრთხოება და უფლებები არის დაცული“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის ახალი ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით დასმულ...

კახა კალაძე

1787557804

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმ...

დაკავება