შიო მესამე: ზემო აჭარაში მოინათლა 1 300-მდე ადამიანი, ბავშვებიც და ზრდასრულებიც, ნათლობის საიდუმლოება ეს არის ეკლესიასთან შეერთება, კარი ქრისტეს ეკლესიაში, რომლის გარეშეც სულის ცხონება შეუძლებელია
დღეს, ზემო აჭარაში მოინათლა 1 300-მდე ადამიანი, ბავშვებიც და ზრდასრულებიც, ამ დიდ სიხარულს უერთდება და იზიარებს მთელი საქართველო, მთელი ეკლესია, რადგან საეკლესიო საიდუმლოებები შეუძლებელია, სრულდებოდეს მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, არამედ საიდუმლოებებში მთელი ეკლესია მონაწილეობს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ აჭარაში განაცხადა, სადაც სხალთის ეპარქიაში საყოველთაო ნათლობა გაიმართა.
„გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღეს, გილოცავთ ახალ ნათელღებულნო, ჩვენო საყვარელო აჭარლებო, ნათლიებო, მშობლებო, ყველას გილოცავთ დიდი სიყვარულით. დღეს ჩვენ ვადიდებთ უფალს, გმადლობთ მას და ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს, რომ კიდევ ერთი დიდებული და ღირსშესანიშნავი დღის მომსწრენი გავხდით.
დღეს აქ, ზემო აჭარაში მოინათლა 1300-მდე ადამიანი, ბავშვებიც და ზრდასრულებიც. ამ დიდ სიხარულს უერთდება და იზიარებს დღეს მთელი საქართველო, მთელი ეკლესია, რადგან საეკლესიო საიდუმლოებები შეუძლებელია, რომ სრულდებოდეს მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, არამედ საიდუმლოებებში მთელი ეკლესია მონაწილეობს. ამ ნათლობაში მონაწილეობდნენ სასულიერო პირებიც, ღვთისმსახურები, მგალობლები, ნათლიები, მთელი ეკლესია.
და, აი, ჩვენ ყველანი, უფალ იესო ქრისტეთან ერთად, დედა ღვთისმშობელთან ერთად, წმინდანებიც და ცოდვილებიც ვართ ქრისტეს ეკლესიის წევრები. ეკლესია ვართ ყველანი, ვინც ქრისტეს სახელით ვართ შეკრებილი. ჩვენ ყველანი, დიდი საეკლესიო ოჯახი, დღეს ამ ახალ ნათელღებულებს შევხვდით ემბაზთან ნათლიების მსგავსად და ისინი მივიღეთ ჩვენს დიდ საეკლესიო ოჯახში ჩვენს ახლობლებად. ამიტომ ხარობს დღეს მთელი ეკლესია, რომ, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, „დღეს ახალნათელღებულებლნი აღარ არიან მხოლოდ შვილნი ხორცთანი, არამედ ღვთის სასუფევლის შვილები გახდნენ“. ამას ვზეიმობთ ყველანი, ეს ყოველი ჩვენგანის სიხარულია. განსაკუთრებით აქ, ზემო აჭარაში ეს მოვლენა“, - აღნიშნა პატრიარქმა.
შიო მესამის თქმით, ნათლობის საიდუმლოება არის საშუალება სულიერი აღორძინების, ბოროტებისგან გათავისუფლების, ეშმაკის ტყვეობისგან გათავისუფლების.
„მაგრამ პირველყოვლისა, ნათლობის საიდუმლოება ეს არის ეკლესიასთან შეერთება, ეს არის კარი ქრისტეს ეკლესიაში, რომლის გარეშეც სულის ცხონება შეუძლებელია. როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე - „ვინც არ იშვება სულისაგან და წყლისა, ვერ შევა სასუფეველში“.
ნათლობის დროს ხილულად ადამიანი წყლით განიბანება, წყალში ჩადის, შედის, მაგრამ უხილავად იგი განიბანება, განიწმინდება სულიწმიდის მადლით და წყალში ჩასვლით ის თითქოს ქრება და კვდება ამა სოფლისთვის, შემდეგ უკვე ამოდის, კვლავ ცოცხლდება და აღდგება ახალი ღვთივ სათნო ცხოვრებისთვის. ადამიანს ეპატიება ყველა ცოდვა მანამდე ჩადენილი. ეპატიება პირველქმნილი ცოდვაც, ურიგდება ღმერთს და თავისუფლდება ბოროტის, ეშმაკის ტყვეობისგან. ხდება ეკლესიის წევრი, განიწმინდება და სრულიად განახლდება.
დღეს მოინათლნენ ასევე ზრდასრული ადამიანებიც და მათ გასაგონად მინდა, ვთქვა, რომ ადამიანი როდესაც ინათლება, აუცილებელია, რომ ჰქონდეს რწმენა, რადგან რწმენის გარეშე შესრულდება მხოლოდ გარეგნული მხარე ამ მსახურების, ხოლო უხილავი სულიწმიდის ნიჭები ადამიანს არ მიეცემა და ის ვერ მიიღებს იმ მადლს, რაც ნათლისღებით დადგენილია უფლისგან. ასევე აუცილებელია, ადამიანმა იცოდეს მთავარი დოგმატები ჩვენი ეკლესიისა, რაც არის გადმოცემული სარწმუნოების სიმბოლოში.
დღეს ჩვენ სიხარულს საზღვარი არ აქვს. მახსენდება წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები - „მტკიცე იყვენით და შეურყეველ და მარადის ხმატყვეთ საქმისა უფლისასა“. ე.ი. მუდამ მატულობდეს თქვენში ეს მისწრაფება ღვთისკენ, საქმეები უფლისა. დღევანდელი დღე დასტურია იმის, რომ ქართველი ხალხი და ჩვენი საყვარელი აჭარლები, საკუთრივ, განაგრძობენ ქრისტესკენ სვლას. მთელი ჩვენი ისტორიის გაკვეთილი ადასტურებს იმას, რომ თუ ჩვენ მტკიცედ ვიდგებით და შეურყევლად ჩვენი სარწმუნოების, ეროვნული ფასეულობების საფუძვლებზე, ღმერთი ყოველთვის ჩვენთან იქნება. დედა ღვთისმშობელი ყოველთვის დაგვიფარავს და ჩვენ დავძლევთ ყოველგვარ განსაცდელებს და საქართველო გაძლიერდება, გამთლიანდება.
მინდა, დავლოცო მთელი აჭარა და აქ მობრძანებული ადამიანები, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და დედაღვთისმშობლის მეოხებით, ლოცვით გადაარჩინოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო“, - განაცხადა პატრიარქმა ნათლობის დასრულების შემდეგ.
1793179022
ახალი ამბებიაჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე რეგიონის მთავრობის წევრებთან და ეკონომიკის მინისტრთან ერთად ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე დარგის მიმდინარე მაჩვენებლები და შემოდგომა-...
1793177519
საზოგადოებაკახა კალაძე „რიყე დომისთვის“ მშენებლობის ნებართვაზე: ეს არის ტყუილი, რასაც ერთდღიანი პიარკამპანიისთვის იყენებენ, იგონებენ რაღაცებს და მერე თვითონვე იფუშებიან
ტყუილია, ქალაქის მერიაში არანაირი მსგავსი პროექტი რიყის დოქების მფლობელი კომპანიისგან არ შემოსულა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან იურისტ ირაკლი აბესაძის მიერ გავრცელებულ ინფორმა...
1793175960
საზოგადოებაკახა კალაძე: უკრაინაში ბოლო 3 წლის განმავლობაში 22 პარტია, მოლდოვაში - 8, ევროპაში კი ბოლო ათწლეულების განმავლობაში 150-მდე პარტია აიკრძალა
„პოლიტიკურ პარტიები არ და ვერ აწარმოებენ გარე ძალების დავალებებს, რაც ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვ...
1793175412
ახალი ამბებიკახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე: კარგია, რომ ისინი ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ჰუმანურობა კი ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია
„4 ოქტომბერს შეეცადნენ სისრულეში მოეყვანათ სახელმწიფო გადატრიალების გეგმა, რასაც იქამდე ღიად ამბობდნენ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს დროულად“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძე...
1793175074
ახალი ამბებიკახა კალაძე გიგაური-ჩერგოლეიშვილის დაპირისპირებაზე: ჩვენ ღიად დავიწყეთ საუბარი, რომ არ არსებობდა არანაირი არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური პარტიები - ეს იყო ერთი ძალა
„ჩვენ ხომ ღიად დავიწყეთ საუბარი, რომ რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები - ეს იყო ერთი ძალა. უბრალოდ, სხვადასხვა სახელი ჰქონდათ დარქმეული, რადგან ასე სჭირდებოდათ თავ...




























