სოზარ სუბარი: გახარიას და მისი პარტიის წევრებს ეგონათ, რომ 2020 წელი განმეორდებოდა, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ჩვენ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს შევუწყვიტეთ მანდატები და იგივე მოხდება მათ შემთხვევაშიც

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბრისას ოპოზიციის სამომავლო გეგმებს და ოპოზიციური პარტიების თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა - არ მონაწილეობის საკითხს შეეხო.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციური სპექტრი საბოლოო ჯამში მაინც იმის მიხედვით იმოქმედებს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, რა დაკვეთასაც გარედან მიიღებს.
დეპუტატის თქმით, გიორგი გახარიას პარლამენტში შესვლა უნდა და ამიტომ გამოცხადდა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
„მას და მის გუნდს ძალიან უნდათ პარლამენტში შემოსვლა და მუდმივად ეძებენ საამისო საბაბს, მაგრამ იმ პარტიების მხრიდან ბულინგისაც ეშინიათ, რომლებსაც ჩვენ მანდატები უკვე შევუწყვიტეთ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გახარიას მოსვლის შემდეგ დაიწყეს კიდეც ლაპარაკი, თითქოს დაარღვიეს რაღაც კლიშე და ცდილობენ შეიქმნან რაღაც საფუძველი, რაც პარლამენტში მათ შემოსვლას ნაკლებად მტკივნეულს გახდის. მით უფრო, რომ მაისში ვადა ეწურებათ, რადგან, თუ დეპუტატი აცდენს პარლამენტის სესიის ნახევარზე მეტს, პარლამენტს აქვს სრული უფლება მას შეუწყვიტოს მანდატი. თქვენი ეთერიდან ვაძლევ გარანტიას, რომ თუკი ისინი კანონით განსაზღვრულ ვადას დაარღვევენ, ჩვენ მათ აუცილებლად შევუწყვეტთ მანდატებს.
გახარია საპარლამენტო კომისიის სხდომაზე რომ მოვიდოდა, ამაში მე პირადად დარწმუნებული ვიყავი, რადგან მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის ეშინია.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, ვისაც უკვე შეუწყდათ მანდატები, მათაც ჰქონდათ პარლამენტში შემოსვლის სურვილი, მაგრამ ეგონათ, რომ 2020 წელი განმეორდებოდა, როცა ნახევარ წელზე მეტი მანდატები არ შევუწყვიტეთ და შემდეგ, კეთილი ინებეს და შემობრძანდნენ პარლამენტში. რომ სცოდნოდათ, რომ თხოვნას დავუკმაყოფილებდით, რა თქმა უნდა , არ დაწერდნენ განცხადებებს მანდატების დატოვებაზე.
ახლა, როცა ყველამ დაინახა რომ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს შევუწყვიტეთ მანდატები, გახარიაც მიხვდა, რომ და იგივე მოხდება მათ შემთხვევაშიც. სწორედ ამიტომ ისინი მაისში აუცილებლად შემოვლენ პარლამენტში და თვითმმართველობის არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას.
რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს, დიდი შანსია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში „ლელომაც“ მიიღოს მონაწილეობა. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, რა ინფორმაციაც მათი კულუარებიდან გამოდის, ძალიან სერიოზული განხეთქილება აქვთ ამასთან დაკავშირებით. შედარებით მყარად დგას უარზე გვარამია-მელიას პარტია, თუმცა დაველოდოთ, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. საბოლოო ჯამში, ყველა იმას დაემორჩილება, რა დავალებასაც მიიღებენ გარედან“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
1745048475
მსოფლიოკანადის პრემიერ-მინისტრი - გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს
გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა. კანადის პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა სთხოვეს, დაესახელებინა კანადის...
1745048027
ახალი ამბებიმამა შალვა კეკელია: თუ ჯვარცმას არ გაივლით, აღდგომა თქვენს ცხოვრებაში არასოდეს იქნება...
თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ მრევლს ქადაგებისას მიმართა. როგორც მამა შალვამ აღნიშნა, ადამიანი თუ თუ ჯვარცმას არ გაივლის, მის ცხოვრებაში აღდ...
1745042779
ახალი ამბებიმართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება
მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას დაელოდება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილე მესამე აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით,...
1745009610
ახალი ამბებიმართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს
დიდ შაბათს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო დილით გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდება. გარდამოხსნას, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნ...
1745008023
ახალი ამბებინიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივ...