თამარ ჩიბურდანიძე: ტრამპი აპირებს ამერიკაში მოსახლეობის გაზრდა შობადობის ზრდით შეძლოს და არა - მოსახლეობის იმიგრანტებით შევსებით, რაც სახელმწიფოს ანადგურებს

„დონალდ ტრამპის ამბიციური განაცხადი ამერიკის შეერთებულ შტატებში დემოგრაფიული პოლიტიკის განხორციელებისას სწორი სტრატეგიაა. ეს არის მოსახლეობის დემოგრაფიული ზრდა შობადობის გაზრდის კუთხით და არა - მოსახლეობის იმიგრანტებით შევსებით“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს.
მისი თქმით, მიგრაცია უდიდესი პრობლემაა მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი სხვა ეთნოსის მიგრანტების შედინება მცირერიცხოვან ქვეყნებში, რომლებსაც საქართველოსავით უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემები აქვთ.
„იაფი მუშახელის მიღების მიზნით მოსახლეობის შევსებამ მიგრანტებით თვით ამერიკასაც კი ნეგატიური შედეგი მოუტანა. ამ პოლიტიკამ ევროპა გაანადგურა და გაანადგურებს ყველა სახელმწიფოს, ვისაც ეროვნული იდენტობა აქვს. ეს შედეგი უკვე იწვნია საფრანგეთმა გასულ წელს, სადაც ქვეყნის ბედი იმიგრირებულმა მუსლიმებმა გადაწყვიტეს. ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა გერმანიის არჩევნებშიც სხვა ეთნოსის მიგრანტების ხმებსაც.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანაბელა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანიის დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად მოსახლეობის შევსება იმიგრანტებით სწორი პოლიტიკაა. ეს განცხადება მან გააკეთა გერმანიის კონსერვატიული ძალების განცხადების საპასუხოდ, რომლებიც ითხოვდნენ მიგრაციული ნაკადის შეჩერებას და აკრიტიკებდნენ გერმანიის ბოლო ათწლეულების არასწორ დემოგრაფიულ პოლიტიკას. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ცდება, ისევე, როგორც ცდება ევროპული სახელმწიფოების დიდი ნაწილი.
დღეს მიგრაცია უდიდესი პრობლემაა მსოფლიოსთვის. პრობლემაა მოსახლეობის გადინება მცირერიცხოვანი ქვეყნებიდან და კიდევ უფრო დიდი პრობლემაა სხვა ეთნოსის მიგრანტების შედინება მცირერიცხოვან ქვეყნებში, რომლებსაც ჩვენსავით უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემები აქვთ და ამასთანავე, აქვთ საუკუნოვანი ეროვნული პოლიტიკა.
ტრამპმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და შობადობის გაზრდის მიზნით აპირებს მთელ რიგ ღონისძიებებს ქვეყანაში. ეს არის მართებული დემოგრაფიული პოლიტიკა, რაც შედეგს გვიან, მაგრამ აუცილებლად იძლევა“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
1745561188
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმი...
1745558885
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ რუსეთი საკმაოდ დიდ დათმობაზე წავიდა, როდესაც უკრაინა მთლიანად არ აიღო
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი საკმაოდ დიდ დათმობაზე წავიდა, როდესაც უკრაინა მთლიანად არ აიღო. აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან, იონას გაჰრ სტიორ...
1745557307
ახალი ამბებივლადიმერ ბოჟაძე: ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი ქვეყანაში არეულობასა და დესტაბილიზაციის არ დაუშვებს
ფაქტობრივად იყო საუბარი რევოლუციურ სცენარზე, მათ შორის შეიარაღებულ ადამიანებზე - ის რაც ჩვენ ფაქტობრივად ვნახეთ კიდევაც დეკემბრის აქციების დროს, - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო...
1745527323
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ოპოზიციას ვინ ეკითხება თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას - რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემგადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არ...
1745527075
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე ოპოზიციის აქციებზე: მე უკვე ვიცი და სასკანდალოც ამაში არაფერია, რომ მათი დამფინანსებლები, პატრონები ხარჯვის დოკუმენტებს ითხოვენ, ზოგმა შეიძლება პატიოსნად დახარჯა და ზოგმა გაფლანგა
„მე უკვე ვიცი და სასკანდალოც ამაში არაფერია, რომ მათი დამფინანსებლები, პატრონები ხარჯვის დოკუმენტებს ითხოვენ. ზოგმა შეიძლება პატიოსნად დახარჯა და ზოგმა გაფლანგა“, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“...