თბილისის მერი ფინანსური ტექნოლოგიების თემაზე ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივითა და ორგანიზებით, დედაქალაქში, ფინანსური ტექნოლოგიების თემაზე საერთაშორისო კონფერენცია იმართება, რომლის მიზანიც ფინტექის განვითარების სტრატეგიის შესახებ ცნობადობის ამაღლებაა.

კონფერენციას თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან ერთად დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„მიხარია, რომ ჩვენი დედაქალაქი მასპინძლობს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისკენ არის მიმართული. საქართველოში ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა უკვე საკმაოდ განვითარებულია. განსაკუთრებით თვალშისაცემია კომერციული საბანკო სექტორი და მის მიერ დანერგილი ისეთი ინოვაციები, რომლებიც მოქალაქეების ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებს ამარტივებენ. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა იძლევა შესაძლებლობას, კულტურული მრავალფეროვნება და ბიზნესის წარმოების სიმარტივე ფინტექ სექტორში გააერთიანოს, რაც თავის მხრივ, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სერვისების დანერგვის მოთხოვნილებას ზრდის. ტექნოლოგიას შეუძლია, დაძლიოს გეოგრაფიული ბარიერები, გაზარდოს ტრანზაქციების სიჩქარე, უსაფრთხოება, გამჭვირვალობა და როგორც ადგილობრივ მომხმარებლებს, ისე ტურისტებს, მათზე უკეთ მორგებული ფინანსური სერვისები შესთავაზოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსური მომსახურება მოიცავს საბანკო, საინვესტიციო, სადაზღვევო და სხვა სახის მიმართულებებს, საქართველოში ფინტექის, როგორც ალტერნატიული ფინანსური სისტემის განვითარება, მნიშვნელოვანია.

„ფინტექი ალტერნატიული ფინანსური სისტემაა და გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსური მომსახურება მოიცავს საბანკო, საინვესტიციო, სადაზღვევო და სხვა სახის მიმართულებებს, ჩვენთვის ამ სფეროს განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა და ტექნოლოგიების იმგვარად განვითარება, რომ საერთაშორისო კომპანიებს ჰქონდეთ ქართულ ბაზარზე მარტივად ოპერირების საშუალება, ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტ ცნობადობას მოუტანს, გაზრდის ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას, ამასთანავე, ხელს შეუწყობს მეტი მოქალაქის დასაქმებასა და განვითარებას. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარებას. დღეს თბილისის მუნიციპალიტეტი, საქართველოში მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობით მოწინავეა, თუმცა ვმუშაობთ ყოველდღიურად, ვახორციელებთ რეფორმებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა და კონფერენციის მონაწილეებს ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

ღონისძიება თემატური პრეზენტაციებითა და პანელური დისკუსიებით გაგრძელდება, რომლის მონაწილეებიც ფინტექის მომავალსა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.

კონფერენციას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ქალაქ ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალური მდივანი რობერტ ბრეგი, ფინანსური სექტორის, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750426894

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ძალადობის მიმართ სოლიდარობა, შემდგომი ძალადობის წაქეზებაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება, რომელიც მზია ამაღლობელს ეხება. „ძალადობის მიმართ სოლიდარობა, შემდ...

შალვა პაპუაშვილი

1750425500

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7268 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7270 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

 ვალუტის კურსი

1750424692

მსოფლიო

მედია: ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაშია, ისმის აფეთქებების ხმა

ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაშის სირენებია ჩართული. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით რაკეტა გაუშვა. აფეთქებების ხმა ისმის...

ისრაელიისრაელი

1750422848

საზოგადოება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, იურიდიულ სა...

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტ

1750421736

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ბაია პატარაიას განცხადებით „საფარს“ გაუნადგურებია თურმე თავისი არქივი, ერთადერთი, რაზეც შეიძლება ამან ჩვენ დასკვნამდე მიგვიყვანოს, არის ის, რომ იქ იყო ის სქემები, ის მოცემულობა, რომელიც თავსებადი არ იყო კანონმდებლობასთან

„ბაია პატარაიას განცხადებით „საფარს“ გაუნადგურებია თურმე თავისი არქივი, ერთადერთი, რაზეც შეიძლება ამან ჩვენ დასკვნამდე მიგვიყვანოს, არის ის, რომ იქ იყო ის სქემები, ის მოცემულობა, რომელიც თავსებადი არ...

დავით მათიკაშვილი