თეა წულუკიანი: მიხეილ სააკაშვილი და რეჟიმის სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები განუხრელად ხელს აფარებდნენ დამნაშავეებს, უზრუნველყოფდნენ მათ ფინანსებითა და სხვა პრივილეგიებით და უფლება აყრილ მდგომარეობაში ამყოფებდნენ მოკლულთა ოჯახის წევრებს

„ძალაუფლების დემონსტრირების, დაშინებისა და დამორჩილების მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირები და სხვა მაღალჩინოსნები ადამიანებს თავისუფლებას უკანონოდ აღუკვეთდნენ, აწამებდნენ, არაადამიანურად ეპყრობოდნენ, აუპატიურებდნენ ან კლავდნენ“, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დასკვნაში მოცემულია არაერთი საქმე, ამ საქმეთა ფაბულები, თარიღებითა და კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით, როგორც გახმაურებული, ასევე საზოგადოებისთვის აქამდე ნაკლებად ცნობილი საქმეები, რომლებიც საგამოძიებო კომისიამ შეისწავლა.

„განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საგამოძიებო კომისიამ გააანალიზა მის ხელთ არსებული დოკუმენტები და ინფორმაცია, რის შედეგადაც დაადგინა რომ, 2004-2012 წლებში, სახელმწიფო ინსტიტუტების ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებიც, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად, ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, სიცოცხლის უფლების, დაცვა, თვითონვე განზრახ არღვევდნენ ამ უფლებებს, რასაც არაერთი, სრულიად უდანაშაულო პირის სიცოცხლე შეეწირა. ძალაუფლების დემონსტრირების, დაშინებისა და დამორჩილების მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირები და სხვა მაღალჩინოსნები ადამიანებს თავისუფლებას უკანონოდ აღუკვეთდნენ, აწამებდნენ, არაადამიანურად ეპყრობოდნენ, აუპატიურებდნენ ან კლავდნენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, თითქმის ყველა საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები გააყალბა და მიხეილ სააკაშვილი და რეჟიმის სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები ხელს აფარებდნენ დამნაშავეებს, უზრუნველყოფდნენ მათ ფინანსებითა და სხვა პრივილეგიებით.

„პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და სხვა მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი ან ორგანიზებული მკვლელობისა და ძალმომრეობის თითქმის ყველა საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები გააყალბა, საქმის შესახებ მისთვის ხელსაყრელი ვერსია გაავრცელა ან/და განზრახ არასწორად წარმართა გამოძიების პროცესი, რის გამოც, ზოგიერთ საქმეზე დღემდე შეუძლებელია ჭეშმარიტების დადგენა. მკვლელობის ზოგიერთ საქმეზე, რეჟიმმა ვერ მოახერხა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მისთვის სასურველი ვერსიის საზოგადოებისთვის მიწოდება მოკლულთა მშობლების, ოჯახის წევრების, მეგობრებისა თუ უფლებადამცველთა აქტიურობის შედეგად. მიხეილ სააკაშვილი და რეჟიმის სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები განუხრელად ხელს აფარებდნენ დამნაშავეებს, უზრუნველყოფდნენ მათ ფინანსებითა და სხვა პრივილეგიებით და უფლება აყრილ მდგომარეობაში ამყოფებდნენ მოკლულთა მშობლებს, მეუღლეებს, შვილებსა და ოჯახის წევრებს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756876110

ახალი ამბები

პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული მ.ლ. დ...

დაკავება, პოლიცია

1756875866

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეებში საქართველოში

სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ამინდის ცვლილებას ვარაუდობენ. ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. რაც შეეხება ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში 23-28 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში...

ამინდი

1756843965

მსოფლიო

ტრამპი: რამდენიმე კვირის წინ ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პუტინთან - თუ არაფერი გამოვა, ჩვენ განსხვავებულ პოზიციას დავიკავებთ

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რამდენიმე კვირის წინ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან „ძალიან კარგი შეხვედრა“ ჰქონდა. „რამდენიმე კვირის წინ ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პუტინ...

დონალდ ტრამპი და პუტინი

1756843393

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: აღმოსავლეთ საქართველოში შეინიშნება მყარი ნაწილაკების ზრდა ატმოსფერულ ჰაერში, რაც განპირობებულია უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით

 „2 სექტემბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა ატმოსფერულ ჰაერში. აღნიშნული პროცესი ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთ-აღმოსა...

გარემოს ეროვნული სააგენტო

1756841024

საზოგადოება

პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა განიხილა

 პარლამენტმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შე...

საგამოძიებო კომის