ვაჟა სირაძე - სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილიდან მყისიერად მოვახდინეთ მოქალაქეთა ევაკუაცია, ამ ეტაპზე არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია დაღუპულთა რაოდენობის შესახებ

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ნგრევა მოხდა, მყისიერად განხორციელდა მოქალაქეთა ევაკუაცია.
სირაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ.
„შემოვიდა შეტყობინება ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. მყისიერად ადგილზე გამოცხადდნენ როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები საპატრულო პოლიციასთან ერთად.
მყისიერად მოვახდინეთ შემთხვევის ადგილიდან მოქალაქეთა ევაკუაცია, აგრეთვე აღნიშნული კორპუსიდან გამოვიყვანეთ ყველა მოქალაქე უსაფრთხოდ. ამ ეტაპზე პერიმეტრი შემოსაზღვრულია და ვიცავთ უსაფრთხოებას.
რაც შეეხება ინფორმაციას გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ, დაზუსტებულად ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. მას შემდეგ, რაც დავაზუსტებთ სრულად ინფორმაციას, აუცილებლად მოგაწვდით. შესაძლოა, იყოს გარდაცვალების ფაქტი, უბრალოდ, რაოდენობასთან დაკავშირებით არ შემიძლია წინასწარ ინფორმაცია მოგაწოდოთ“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.
1752509928
ახალი ამბებითბილისში, სადგურის მოედანზე განვითარებული მოვლენების გამო ზუგდიდის სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიება, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი გადაიდო
თბილისში, სადგურის მოედანზე განვითარებული მოვლენების გამო ზუგდიდის სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიება, რომელიც დღეს 20:00 საათზე იყო დაგეგმილი, გადაიდო. ცნობისთვის, შსს თბილისში, „სადგურის მოედნი...
1752508466
ახალი ამბებითბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი შენობის ფასადი ჩამოინგრა - შსს განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა საგანგებო სიტუაციე...
1752507700
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: არიან ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან კორუფციაში, მოუწიათ გუნდის დატოვება და ცდილობენ, გარკვეული პიარული მანევრებით გადაფარონ ბრალდებები
არიან ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილებიარიან კორუფციაში და ისინი ცდილობენ,გარკვეული პიარული მანევრებით გადაფარონ ის ბრალდებები, რომელიც შეიძლება არსებობდეს მათმიმართ და ამისათვის ისინი მარტივად ურიგ...
1752505505
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად, ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი დაათვალიერა. კულტურის მინისტრმა პრეზიდენტს სამომავლო...
1752503618
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, შესუსტდება „დიფ სთეითი“ ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც და ასეთ პირობებში გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია
იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, შესუსტდება „დიფ სთეითი“ ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც და ასეთ პირობებში გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის, რაც ჩვენთვ...