საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად, ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი დაათვალიერა. კულტურის მინისტრმა პრეზიდენტს სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის საუბარი შეეხო მულტიფუნქციური ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და განსახორციელებელ პროექტებს.
საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიხეილ ყაველაშვილი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდები აღნიშნულ სივრცეს, საკუთარი ნიჭის განსავითარებლად, კარგად გამოიყენებენ.
„ჩემი ინფორმაციით, შენობა საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცემა. ჩვენს ახალგაზრდებს საშუალება და სივრცე ეძლევათ იმისათვის, რომ თავიანთი იდეები განახორციელონ. დარწმუნებული ვარ, ეს ცენტრი დატვირთული იქნება და ახალგაზრდებს შეეძლებათ თავიანთი ნიჭის რეალიზება სხვადასხვა პროფესიის მიმართულებით“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ბიბლიოთეკა დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა. 3000 კვ/მ ფართის შენობაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც მოიცავს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამკითხველო დარბაზს, მედიათეკას, სამუშაო, სალექციო, საკონფერენციო და საგამოფენო-სამუზეუმო დარბაზებს, ასევე, სივრცეებს ადმინისტრაციული ოფისებისათვის. ახალგაზრდული ცენტრის შენობაში გათვალისწინებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრის განთავსება, სამუზეუმო სივრცეში მოეწყობა გამოფენები.
1752503618
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, შესუსტდება „დიფ სთეითი“ ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც და ასეთ პირობებში გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია
იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, შესუსტდება „დიფ სთეითი“ ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც და ასეთ პირობებში გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის, რაც ჩვენთვ...
1752501729
ახალი ამბებილალი მოროშკინა: საგამოძიებო კომისიას მოვუყევი, როგორ დამატუსაღეს, ის 15 დღე მე გავატარე დილეგში, შუქის გარეშე
კომისიას მოვუყევი, როგორ დამატუსაღეს. ახლა, რომ არიან წამოგორებულები და ოთხჯერადი კვება აქვთ, ის 15 დღე მე გავატარე დილეგში, შუქის გარეშე, კვება აქვთ, ის 15 დღე მე გავატარე დილეგში, - განაცხადა ლალი მ...
1752500076
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7149 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7160 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1752498001
ახალი ამბებიდავით სონღულაშვილი: რეგიონებში ფერმერებთან და მეწარმეებთან სამუშაო ფორმატში გამართული ყველა შეხვედრა არის უმნიშვნელოვანესი იმ საჭიროებების გასაგებად, რაც არსებობს და რაზეც ჩვენი მხრიდან აუცილებელია დროული რეაგირება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სამეგრელოს რეგიონში სამუშაო ვიზიტის შესახებ ისაუბრა. „დღეს, სამეგრელოში შევხვდით მეფუტკრე ფერმერებს. მუხურში მეფუტკრეობის სანაშენე ბა...
1752496534
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მიზანი არის ერთი, საქართველო გახადონ პროქსი სახელმწიფო
„პირდაპირ და ნათლად არის ჩარევა ქვეყნის სუვერენიტეტში, დაფუძნებული უტიფარ სიცრუესა და ტყუილზე“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ 17 ევროპული ს...