ამ 17 ქვეყნის ჩინოვნიკების რეიტინგს თუ გადახედავთ, ნახავთ რომ საკუთარ ქვეყნებში მაქსიმუმ 20% აქვთ რეიტინგი! საკუთარი მოსახლეობა არ ენდობა და არ იზიარებს იმ პოლიტიკას, რასაც „დიფ სთეითი“ ავალებს! - დიმიტრი სამხარაძე

„ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე საქართველოსთან დაკავშირებით, 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც სამხარაძე აღნიშნავს, ევროპელი დიპლომატების განცხადების მთავარი შინაარსი ისევ ომის დაწყებაა.

„ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი 17 ქვეყნის ჩინოვნიკის განცხადების საპასუხოდ აცხადებს, რომ მმართველ პარტიას უკვე დიდი ხანია სანქციების აღარ ეშინია.

მისივე განმარტებით, „ქართული ოცნება“ არავის მისცემს ეკლესიის დაჩაგვრისა და ახალგაზრდობის გარყვნის საშუალებას:

„ამ 17 ქვეყნის ჩინოვნიკების რეიტინგს თუ გადახედავთ, ნახავთ რომ საკუთარ ქვეყნებში მაქსიმუმ 20% აქვთ რეიტინგი! საკუთარი მოსახლეობა არ ენდობა და არ იზიარებს იმ პოლიტიკას, რასაც „დიფ სთეითი“ ავალებს! მაგათი გამოქვეყნებული ტექსტის შინაარსი იცით რა არის?

ქართველებისთვის კეფაში გვინდა ხელის წამორტყმა, ბავშვებში ჰომოსექსუალების პროპაგანდის გავრცელება, ქართული ეკლესიის ავტორიტეტის შელახვა, ქვეყნის დამონება და ამას ვერ ვიზამთ, თუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაშიო! ჩვენი აგენტები დაგვიბრუნეთ, ციხიდან გამოუშვითო, რომლებიც საქართველოში წარუმატებელი რევოლუციების შემსრულებლები არიანო! სააკაშვილი გამოუშვით, სისხლიანი რევოლუციის მოწყობაში რომ დაგვეხმაროს და ქართველები ერთმანეთს დაგაპირისპიროთო! ეს არის განცხადების შინაარსი და საქართველოს ღირსეულმა ყველა მოქალაქემ ვიცით, რომ ასეა!

მთავარი, რასაც გვეუბნებიან, ისევ ომის დაწყებაა! პირდაპირ წერენ, რომ ჯერ კიდევ გვიანი არაა ჩვენთან დალაგება და საქართველომ მოლაპარაკებები დაიწყოს უკრაინული დემოკრატიის კურსის დასაბრუნებლადო!

სანქციები ცალკე თემაა! თუ კიდევ შეგვიშლის ხელს ბატონი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს განადგურებაში, დავასანქცირებთო! ამას ის ხალხი გვეუბნება, რომლებიც ბუნკერებში დაიმალნენ, ბელორუსიიდან რომ ბავშვებმა სათამაშო დრონი შეაფრინეს! ერისკაცს და ჩვენს გუნდს თქვენი სანქციებით დიდი ხანია უკვე ვერ გვაშინებთ, სამშობლოს არ გავყიდით! ახალგაზრდობას არ გაგარყვნევინებთ, ეკლესიას არ დაგაჩაგრინებთ, ომს არ დავიწყებთ, სულ შუაზე რომ გადაიხეთ! აბრძანდით ეიფელის კოშკზე და… მერე გაგრძელება კი იცით ზელენსკიმდე“, - წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752425146

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ტრაგედიაა ის, რაც ხდება. როდესაც ასეთი დონის ინსტიტუციის რეზოლუციაში შედის ჩანაწერები, რომელსაც სიმართლესთან და რეალობასთან კავშირი არ აქვს

 ტრაგედიაა ის, რაც ხდება. როდესაც ასეთი დონის ინსტიტუციის რეზოლუციაში შედის ჩანაწერები, რომელსაც სიმართლესთან და რეალობასთან კავშირი არ აქვს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის საგარეო...

ნიკოლოზ სამხარაძე

1752422641

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატოს პრობლემა მოაგვარა და წევრი ქვეყნები ახლა მშპ-ის 5%-ს გადაიხდიან - ჩვენ ნამდვილად არ გვქონდა ძლიერი პოზიცია ბაიდენის შემთხვევაში, მან არ იცოდა, სად იყო

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გასულ კვირაში ნატოს პრობლემა მოაგვარა და ახლა წევრი ქვეყნები მშპ-ის 5%-ს გადაიხდიან. ამის შესახებ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თ...

დონალდ ტრამპი

1752422501

სპორტი

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევრობასკეტის C დივიზიონი მეხუთე ადგილზე დაასრულა

საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევრობასკეტის C დივიზიონის მეხუთე ადგილისთვის მატჩში კოსოვო 81:67 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების რიგებში შეხვედრაში საუკეთესო 24 ქულით ანა მესტუმრიშ...

კალათბურთელები

1752417533

სპორტი

„სარაევოს“ თავდამსხმელის, გიორგი გულიაშვილის მიმართ ინტერესი MLS-ის კლუბმა გამოიჩინა

„სარაევოს“ გიორგი გულიაშვილის ტრანსფერში 3.7 მილიონ დოლარს სთავაზობენ და შესაძლოა, კლუბი ტრანსფერს დათანხმდეს, - ინფორმაციას ბოსნიური გამოცემა Faktor-ი ავრცელებს. „შესაძლოა, „სარაევომ“ ზაფხულის სატრან...

გიორგი გულიაშვილი

1752414473

ახალი ამბები

„ბათუმი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, „ბათუმი მოლში” ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები ტარდება. „საფრთხ...

ბათუმი მოლი