სოზარ სუბარი: სალომე ზურაბიშვილი არის გაშიფრული აგენტი, რომლის ყველა ნაბიჯი არის მიმართული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და მისი ყველა ნაბიჯი ემსახურება უცხოელი პატრონების დავალებების შესრულებას

სალომე ზურაბიშვილი არის გაშიფრული აგენტი, რომლის ყველა ნაბიჯი არის მიმართული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და მისი ყველა ნაბიჯი ემსახურება უცხოელი პატრონების დავალებების შესრულებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას.

სოზარ სუბარმა ზურაბიშვილის შანსებიც შეაფასა იმ შემთხვევაში, თუ ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის მხრიდან მერობის კანდიდატი იქნება.

„იქნება თუ არა მერობის კანდიდატი, ცოტა მეეჭვება, რომ ოპოზიცია ამაზე შეთანხმდეს. თუ იქნება, ეს იქნება იდეალური, რადგან სალომე ზურაბიშვილი არის დამარცხების ფორმულა. ყველა ჯერზე, სადაც კი იყო, ის იყო მარცხის ფორმულა.

2014 წელს თვითმმართველობის არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობის შედეგი ის იყო, რომ მან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით ნახევარი პროცენტი მოაგროვა და საქართველოს ვერც ერთ საკრებულოში, ვერც ერთი კანდიდატი ვერ გაიყვანა.

დღესაც სალომე ზურაბიშვილი იქნება დამარცხების ფორმულა ოპოზიციისთვის, მითუმეტეს, რომ ოპოზიციაც კარგად ხედავს, რომ მისგან ვერ გამოვიდა ის გამაერთიანებელი ფიგურა, რომლის გამოძერწვასაც მისგან მისი უცხოელი პატრონები ცდილობდნენ“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752439612

მსოფლიო

სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ აშშ უახლოეს დღეებში უკრაინას იარაღის რეკორდულ მარაგს მიაწვდის

აშშ უახლოეს დღეებში უკრაინას იარაღის რეკორდულ მარაგს მიაწვდის, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ამერიკელმა სენატორმა აღნიშნა, რომ ყველა უნდა და...

სენატორი ლინდსი

1752436102

მსოფლიო

საუთენდის აეროპორტში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა

ლონდონის საუთენდის აეროპორტში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ესექსის პოლიციამ მომხდარს „სერიოზული ინციდენტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ადგილზე მუშაობენ. „საღამოს 4 საათამდე ცოტა ხნით ადრე შეგვატყობინ...

 მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა

1752432827

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ე.წ. ლიდერები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშები მათთვის იყო ფარატინა ფურცელი, ახლა გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე ეუთო/ოდირის მოწვევა მნიშვნელოვანი და გამწყვეტიც კი არის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეუთო/ოდირის დასკვნასა და ოპოზიციის ლიდერების ამ დასკვნის მიმართ დამოკიდებულებ...

 რატი იონათამიშვილი

1752430947

მსოფლიო

ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ღაზის სექტორში დაიღუპა ათი ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი, რომლებიც წყლის რიგში იდგნენ

 ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ღაზის სექტორში დაიღუპა ათი ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი, რომლებიც წყლის ჭურჭლის შესავსებად რიგში იმყოფებოდნენ. დაბომბვის შედეგად კიდევ 16-მა ადამიანმა სხეულის და...

ღაზაღაზა

1752427883

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: ქალბატონი დანიგანის წასვლის შემდგომ გაკეთებული ეს ბოლო ინტერვიუ და გარკვეული განცხადებები ემსახურებოდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კიდევ უფრო დამძიმებას და სპეკულაციური თემების გაჩენას

 ქალბატონი დანიგანის წასვლის შემდგომ გაკეთებული ეს ბოლო ინტერვიუ და გარკვეული განცხადებები ემსახურებოდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კიდევ უფრო დამძიმებას და სპეკულაციური თემების გაჩენას. ეს რა თქმა...

ირაკლი ქადაგიშვილი