ზარქუა: რეგიონებში გასვლა ნიშნავს კარდაკარ, სოფელ-სოფელ სიარულს, ოპოზიციამ კი დარბაზი დაიქირავა, ასი სკამი დადგა და ისიც ვერ შეავსეს, სწორია, უნდა დაიმალონ, მათ სალაპარაკო არაფერი აქვთ
„რეგიონებში გასვლა კარდაკარ, სოფელ-სოფელ და მუნიციპალიტეტებში სიარულს ნიშნავს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ოპოზიციამ დარბაზი დაიქირავა, ასი სკამი დადგა და ისიც ვერ შეავსეს. ჟურნალისტები კი დარბაზიდან გამოყარეს, რათა არ ენახათ, რაც ხდებოდა“, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, „ოპოზიციის ალიანსის“ წარმომადგენლებს სალაპარაკო არაფერი აქვთ.
„რადიკალებისთვის მორიგი ტრანში ჩამოვიდა და ამ უსამშობლოებს გაერთიანება დაავალეს, რასაც ცოცხალი თავით არ აკეთებდნენ. კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, - ახალი სახეები ვართო, არადა, იქ არის „ჩახდილი“ ჯაფარიძე, ბოკერია, სააკაშვილი. წინასაარჩევნოდ ამას „გვტენიდნენ“, მაგრამ ახლა ახალი დაფინანსება მოუვიდათ, გააერთიანეს და სკამებს ვერ იყოფენ. მათ შორის აღზევებაა „კარენოი“და „ნეონაცების“ გაერთიანების. ლიდერად ლუზერი ბელადი არ უნდათ, გიჟს ეძახიან, ალბათ – სამართლიანადაც.
ახლა „ჩერგოს“ უნდა, პირველი იყოს, მაგრამ ავიწყდება, რომ ბოკერიას მეუღლეა, რომელიც ტირანიისა და სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი იდეოლოგი იყო. გრანტი აიღეს და როგორ უნდა „გააპრავონ“? ამიტომ რეგიონებში გასვლა მოიგონეს. რეგიონებში გასვლა კარდაკარ, სოფელ-სოფელ და მუნიციპალიტეტებში სიარულს ნიშნავს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. დარბაზი დაიქირავეს, ასი სკამი დადგეს და ისიც ვერ შეავსეს.
ჟურნალისტები კი დარბაზიდან გამოაგდეს, რათა არ ენახათ ის, რაც ხდებოდა. ვის ატყუებენ? - სწორია, უნდა დაიმალონ. სალაპარაკო არაფერი აქვთ. ბოკერიასგან, გვარამიასგან ქვეყნის სასარგებლო რა უნდა მოისმინო? ერთმანეთს ატყუებენ და ჩვენც ამით ვერთობით. სერიოზულად რა გიპასუხოთ?“ - განუცხადა ზარქუამ ჟურნალისტებს.
1777554567
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6916 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6920 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1777554567
საზოგადოებაპარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს - კომისია დასკვნას 1 მაისს წარადგენს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, ნავთობკომპანიების მონაწილეობით, საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის...
1777552876
ახალი ამბებივოლსკი: ოპოზიციაში ერთმანეთს უპირისპირდებიან, ვის შეუძლია, საქართველო მეტად დააზიანოს, ეს ადამიანები ქვეყნის დანგრევის ამოცანას მიმართავენ, რასაც აღარც მალავენ
ოპოზიციაში ერთმანეთს უპირისპირდებიან იმაზე, ვის შეუძლია, საქართველო მეტად დააზიანოს. ეს ადამიანები ქვეყნის დანგრევის ამოცანას მიმართავენ და ამას აღარც მალავენ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე...
1777551400
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მშვიდობა არ არის შემთხვევითობა, მშვიდობა არის შედეგი, ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი
„მშვიდობა არ არის შემთხვევითობა. მშვიდობა არის შედეგი. ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი. სწორედ ასეთ პირობებში...
1777550474
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩვენი ძალა მხოლოდ იარაღში არ არის, ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული მოქალაქისთვის
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს - დღეს, რომელიც სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას, ეროვნული ღირსების განცდას და მომავალზე პასუხისმგებლობას. ეს დღე არის პატივისც...



























