23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

 რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, პრაქტიკული მიდგომა გამოიჩინოთ. ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ რეალობას მოსწყდეთ. ნუ აჩქარდებით, მშვიდად იმუშავეთ და სასურველი შედეგის მიღწევას შეძლებთ. ურთიერთობისთვის რთული დღეა, ამიტომ გირჩევთ, მნიშვნელოვანი საუბარი ან დისკუსია სხვა დროისთვის გადადოთ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ – უახლოეს დღეებში ენერგია აუცილებლად დაგჭირდებათ.

კურო

კუროსთვის ხელსაყრელი დღეა. საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არასოდეს შეგეპაროთ და ნებისმიერ რთულ ამოცანას გაუმკლავდებით. შესაფერისი დროა შერიგებისა და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. რთულ სიტუაციებში შეეცადეთ შექმნილი გარემოების მიხედვით იმოქმედოთ და კომპრომისი იპოვოთ. არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევით ვიღაცის საიდუმლო გაიგოთ, რასაც ბევრი ემოცია და განცდა მოჰყვება.

ტყუპები

ემოციურად რთული და დაძაბული დღეა. ახლობელ ადამიანებს შორის მოსალოდნელია კონფლიქტი და დაპირისპირება, ამიტომ გირჩევთ ურთიერთობები შეზღუდოთ და კამათში არ ჩაერთოთ. ეცადეთ, თქვენი ყოველი სიტყვა და მოქმედება წინასწარ გათვალოთ, რომ შემთხვევითი ფრაზით ან შენიშვნით ვიღაც არ შეურაცხყოთ. სჯობს, ახალი ინიციატივები სამომავლოდ გადადოთ.

კირჩხიბი

რთული დღეა. გინდათ თუ არა, გარშემო მყოფთა აზრების გათვალისწინება, გარემოებებთან ადაპტირება და კომპრომისული გადაწყვეტილებების პოვნა მოგიწევთ. სამსახურში შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს, რის გამოც მეტი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო რბილი და დამთმობი იყოთ, რომ ურთიერთობა არ გააფუჭოთ. საღამოს საოჯახო საქმეების კეთება დამშვიდების და ძალების აღდგენის საშუალებას მოგცემთ.

ლომი

ამ დღეს ცვალებად სიტუაციასთან ადაპტაცია და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული საკითხების მოგვარება მოგიწევთ. ეცადეთ, სიზარმაცის შეტევების გაუმკლავდეთ, რაც გეგმების განხორციელებაში ხელს გიშლით. შესაფერისი დღეა ოჯახური საკითხების მოგვარებისა და სერიოზული საუბრისთვის. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ეცადეთ, მიხვდეთ, რაზე სურთ თქვენი გაფრთხილება ვარსკვლავებს.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ თავშეკავება გამოიჩინოთ და ახლობელ ადამიანთან კამათს მოერიდოთ. ეცადეთ, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისთვის დრო გამონახოთ, სახლის საფუძვლიანი დასუფთავება და მიმდინარე საქმეების დასრულება მოახერხოთ. თუ ურთიერთობაში პრობლემები გაქვთ, ახლა ხელსაყრელი დროა მათ მოსაგვარებლად.

სასწორი

შესაძლოა, მცირე უსიამოვნებების გამო, გეგმების შეცვლა და თქვენთვის უცნობი საქმის კეთება მოგიწიოთ. იღბალი თქვენს მხარესაა, ასე რომ, შეგიძლიათ ნებისმიერი პრობლემა სწრაფად და ეფექტიანად მოაგვაროთ. ამ დღეს წარსული წყენა და უსიამოვნება არ უნდა გაიხსენოთ. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა ბევრ ენერგიას გართმევთ, ეს შესანიშნავი დღეა მეგობრებთან შესახვედრად.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/23-noembris-astrologiuri-prognozi-4515

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1732285710

სპორტი

ერთა ლიგის პლეი-ოფში ეროვნული ნაკრების მეტოქე სომხეთი იქნება - ცნობილია შეხვედრის თარიღი

ერთა ლიგის პლეი-ოფში ჩვენი ნაკრების მეტოქე სომხეთი იქნება. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდი აქვეყნებს:  ერთა ლიგის B/C დივიზიონების პლეი-ოფის პირველ შეხვედრას სტუმრად 20 მარ...

საქართველოს ნაკრები

1732282835

საზოგადოება

კესარიას მკვლელობაში ბრალდებულის ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია -  დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ ჩაწერა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. ბექა ჯაიანი ლევან სამხარაულის სახელობი...

 ერთად ცხოვრობდნენ, როგორც ოჯახი

1732281314

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7384 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7433 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ააა

1732277140

ახალი ამბები

ჟირაფი გადაშენების საფრთხის წინაშე დგას

ჟირაფების პოპულაცია საგანგაშოდ სწრაფი ტემპებით მცირდება, ამის მიზეზი, ბრაკონიერობა, ურბანიზაცია და გვალვაა, რომელიც მსოფლიო კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.  აშშ-ის თევზისა დ...

ჟირაფი

1732274021

საზოგადოება

„ეს ყოფილა ყველაზე დიდი ბედნიერება და ბრძოლას ყოველთვის ჰქონია აზრი“ - 23-წლიანი ლოდინის შემდეგ, წყვილს ვაჟი შეეძინა

დაჩი გრძელიძე, რომელიც „ფერომედის“ სამშობიაროში დაიბადა. დაჩი მშობლების ნანატრი შვილია – 41 წლის თეა ბირბიჩაძე და მისი მეუღლე შვილს 23 წლის განმავლობაში ელოდებოდნენ.  ახალშობილი და დედა თავს კარგად გრ...

ქალი და შვილი