„ჩემთან თუ არ ხარ, ჩემი მტერი ხარ, ამაზე მეტი კომუნისტური ლოზუნგი არც გამიგონია და არც ვიცი“ - გია მურღულია ოპოზიციაზე
„ჩემთან თუ არ ხარ, ჩემი მტერი ხარ, ამაზე მეტი კომუნისტური ლოზუნგი არც გამიგონია და არც ვიცი“, – ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორმა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, გია მურღულიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„თუ ვინმეს სურვილი აქვს, თავისი თავი ევროპულ არჩევანთან გააიგივოს, მაშინ კეთილი უნდა ინებოს და კარგად გაიაზროს, ევროპა რას ნიშნავს და რა ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოს უნდა ისეთი ევროპა, რომელიც ამ ღირებულებებს განასახიერებს საუკუნეების განმავლობაში და არა ის წარმოდგენები, რომლებიც ხანდახან ფაქტებს ჩაანაცვლებენ ხოლმე. ჩვენი შეშფოთება, პირველ რიგში, იმან გამოიწვია, რომ ჩვენი არხის ჟურნალისტების მიმართ იყო გამოჩენილი ასეთი ძალადობრივი ამბები. ბუნებრივია, ჩვენ, ყველანი ერთად ვქმნიდით ამ ტექსტს და ვთქვით, რომ ჩვენ არ დავუშვებთ, პირველი არხის ჟურნალისტებს ასე მოექცნენ ან პირველ არხს ასე დაემუქროს ვინმე, ვინც გნებავთ, ის“, – განაცხადა მურღულიამ.
როგორც მურღულიამ აღნიშნა, ცესკო-ს თავმჯდომარისთვის საღებავის შესხმა იყო საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტი და ამის მომწონებელს საზოგადოებაში თავი საერთოდ არ გამოეყოფა.
„მოდით, დავარქვათ სახელები ამ მოვლენებს და ადამიანებს. ჩვენ ერთი საზოგადოება გვაქვს, ეს ყველაფერი უნდა გადავლახოთ და მივიდეთ რაღაც კონსენსუსამდე, მაგრამ როდესაც შენ ასეთ რამეს აქეზებ და საჯაროდ იწონებ, მით უმეტეს, ვაშაძე რომ მოუწოდებდა, ძალიან კარგი სიმბოლური ქმედებაა, სადაც გამყალბებელს ვნახავთ, მელანი შევასხათ სახეშიო, ეს რა არის?“, – განაცხადა მურღულიამ.
ამასთან, გია მურღულიამ აღნიშნა, რომ ბოლო დროს ხშირად ისმის მოწოდებები ქალაქის პარალიზებისკენ, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.
„პარალიზებას“ ხმარობენ ბოლო დროს ძალიან ინტენსიურად, ქალაქის ყველა წერტილს უნდა მოვედოთ ნელ-ნელა და ყველგან პარალიზებული უნდა იყოს მოძრაობაო. საზოგადოებას პოლიტიკოსი იმისთვის სჭირდება, რომ მან პრობლემები მოაგვაროს და არა იმისთვის, რომ ახალი პრობლემები შექმნას და ადამიანები შეაწუხოს, ხომ? ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება დიალოგით და იმ მექანიზმებით, რაც კულტურულმა კაცობრიობამ შეიმუშავა ამდენი ხნის განმავლობაში“, – განაცხადა გია მურღულიამ.
1732274021
საზოგადოება„ეს ყოფილა ყველაზე დიდი ბედნიერება და ბრძოლას ყოველთვის ჰქონია აზრი“ - 23-წლიანი ლოდინის შემდეგ, წყვილს ვაჟი შეეძინა
დაჩი გრძელიძე, რომელიც „ფერომედის“ სამშობიაროში დაიბადა. დაჩი მშობლების ნანატრი შვილია – 41 წლის თეა ბირბიჩაძე და მისი მეუღლე შვილს 23 წლის განმავლობაში ელოდებოდნენ. ახალშობილი და დედა თავს კარგად გრ...
1732267110
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
გარემოს ეროვნული სააგენტო, 22 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. meteo.gov.ge-ს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა დ...
1732263487
ახალი ამბები„ბედნიერებაა შენი შვილობა, ტკბილია შენგან წამოსული სიყვარული და ყოველთვის ვიამაყებ შენი დიდი გარდასახვით…“ – ნატალია ყიფშიძე მამას იუბილეს ულოცავს
მსახიობი გიორგი ყიფშიძე იუბილარია. იგი 47 წლის გახდა. ერთ-ერთი ვინც მას დაბადების დღე მიულოცა, მისი შვილი, ნატალია ყიფშიძეა. ნატალია მამასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და ემოცი...
1732260113
საზოგადოება„ბრალდებულმა სამ პოლიციელს ხის ჯოხით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა“ - პროკურატურა 19 ნოემბერს აქციაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს აქვეყნებს
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შ...
1732257243
საზოგადოებაეკა ამირეჯიბი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - „მადლობა სულ ყველაფრისთვის და მაპატიე, როცა კი არ ვყოფილვარ მართალი“
ტელეწამყვანი და მსახიობი ეკა ამირეჯიბი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს. მას მამა გარდაეცვალა. „მამა... რა სხვანაირი გახდა თვითონ ეს სიტყვაც გუშინდლის შემდეგ. მიყვარხარ, გვიყვარხარ და...