გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რა უნდა იყოს საქართველოს სტრატეგიული ამოცანა? - პასუხობს ექსპერტი

უკრაინაში ომის დაწყებამ მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა. გლობალური ეკონომიკა, პანდემიის შემდეგ, კრიზისის დაძლევის ფონზე, ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. ნავთობპროდუქტების ფასების რეკორდულად ზრდის გამო, სამომხმარებლო პროდუქტები ძვირდება და საზოგადოებაში მღელვარება მატულობს. Exclusivetv.ge-სთან საუბრისას ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძე აღნიშნა, რომ გლობალური ეკონომიკა დაახლოებით 2%-ით შემცირდება, თუმცა საქართველოს აქვს რესურსი, რომ კრიზისი ადვილად დაძლიოს.

- რა  გავლენას იქონიებს უკრაინის ომი  გლობალურ ეკონომიკაზე? 

- უკრაინის კრიზისი არის ახალი გამოწვევა არამარტო ქართული ეკონომიკისთვის, არამედ გლობალური ბაზრისთვისაც. საერთაშორისო გათვლებით, მათ შორის გაეროს შეფასებით იგივე მსოფლიო ბანკის ვარაუდით, ეს ომი ზეგავლენას მოახდენს გლობალური ეკონომიკის ზრდის შემცირებაზე, დაახლოებით 2 პროცენტზეა საუბარი. 

- რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ნავთობის ფასის ზრდა? 

- ნავთობის ფასების რეკორდული ზრდა დაკავშირებულია მიწოდების ჯაჭვების წყვეტასთან, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ზეგავლენას ახდენს სამომხმარებლო ფასებზეც, იმიტომ რომ ნავთობის ფასების ზრდა აძვირებს ტრანსპორტს, აძვირებს ლოგისტიკას. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი არამხოლოდ ნავთობის, არამედ სხვა სტრატეგიული ნედლეულის მიმწოდებელიცაა, მაგალითად, ხორბლის, რომელიც გაძვირდება ყველა მონაცემით და სხვა ბევრი ფაქტორია, რაც განაპირობებს სამომხმარებლო კალათის გაძვირებას არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. სანქციების დაწესებამდე ევროპას რუსეთის გავლით მიეწოდებოდა აზიური ტვირთი, ფაქტობრივად, ახლა ხდება მიწოდების ჯაჭვის გადაწყობა, ამან გამოიწვია დეფიციტი ბევრი მიმართულებით. 

- რამდენად ვართ დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე და რა გავლენა შესაძლოა იქონიეს სანქციებმა მიუხედავად იმისა შეუერთდება თუ  არა ამას საქართველო? 

- უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი არასწორ შეფასებას აკეთებს, ჩვენთან საწვავის შემოტანა საკმაოდ დივერსიფიცირებულია. საქართველოში, რუსეთის წილი, საწვავის მოწოდებაში არის 16 %. ძირითადი მომწოდებლები არიან რუმინეთი (52%-ი), ბულგარეთი (28%-ი) და აზერბაიჯანი. ჩვენ არ ვართ დამოკიდებული რუსეთზე, გვქონდა დაბალანსებული მოწოდებისა და ექსპორტის საკითხი. სანქციები, რომელიც რუსეთს დაუწესეს, გარკვეულწილად ჩვენც შეგვეხება იმ თვალსაზრისით, რომ შემცირდება ფულადი გზავნილები, ექსპორტზე გვექნება პრობლემა. ეს გარკვუელწილად ჩვენს ეკონომიკაზეც აისახება, მაგრამ ექსპორტის გადაწყობა და ევროპის ბაზარზე გატანა შეგვიძლია, ოღონდ ეს ვერ მოხერხდება სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე. შეგვიძლია, აშშ-შიც გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია, ასევე ჩინეთში, მაგრამ ეს ყველაფერი დაკავშირებულია შემოსავლების შემცირებასთან და გარკვეულ ხარჯებთან. მარტო ცალკეული მწარმოებლები ამას ვერ გააკეთებენ. 

-  რას ფიქრობთ პერსპექტივაზე, რომელიც შესაძლოა მიმდინარე მოვლენების ფონზე  სასარგებლოდ გამოიყენოს  საქართველომ?

- საჭიროა დაიწყოს მოლაპარაკება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ამოქმედდეს. სხვა ბაზრებზე გასვლა - ეს უნდა იყოს ქვეყნის სტრატეგიული ამოცანა. რუსეთის იზოლაციამ საერთაშორისო ეკონომიკური პროცესებიდან დააყენა სერიოზული პრობლემა აზიური ტვირთის ჩრდილოეთის დერეფნის ალტერნატივის ძიებაზე, ანუ ეს ალტერნატიული დერეფანი გადის საქართველოზე, სხვათა შორის, ეს არის აბრეშუმის გზა და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შანსი ამ პერიოდში აზიური ტვირთის დიდი ნაწილი გადმოვამისამართოთ საქართველოში. ეს ყველაზე მოკლე გზაა, სხვათა შორის, თუმცა, ჩვენ შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება დაგვჭირდება. ვგულისხმობ, სატრანსპორტო დერეფნის გამტარიანობას და ეს არის პოზიტიური, თუ შეიძლება პოზიტივი დავარქვათ, საკმაოდ დიდ შემოსავლებს მოუტანს ქვეყანას მომავალში.

- რამდენად არის საქართველო  მზად გაუმკლავდეს არსებულ კრიზისს? 

- რაც შეეხება საქართველოს, წინასწარი პროგნოზით ძალიან კარგი დასაწყისი გვქონდა წელს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. იანვარ-თებერვალში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა ეს გარკვეულწილად დაეხმარება საქართველოს, რომ ჩვენ გლობალური ეკონომიკური შეფერხების მიუხედავად შევინარჩუნოთ ზრდის კარგი ტემპი.

ესაუბრა ელენე ფერაძე

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714829025

მსოფლიო

რუსეთმა ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იძებნება. შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა, იუწყება „რია-ნოვოსტი“. ინფორმაციაში ა...

ზელენკსი

1714827186

ახალი ამბები

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია და სა...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1714822469

ახალი ამბები

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. მორწმუნეებმა ქრისტიანული სამყაროს ყველაზე დიდი სასწაული კიდევ ერთხელ იხილეს. ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიიდან იერ...

წმინდა ცეცხლი

1714818067

საზოგადოება

„ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ, რომელი მართლმსაჯულებით და უფლებით არბევ მორალურად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს?“ - თორნიკე ნაროზაული

პოეტი თორნიკე ნაროზაული აქციის მონაწილეების მხრიდან საზოგადოების წევრების და მათ შორის, ცნობადი სახეების მიმართ ბულინგის და ზეწოლის შემთხვევებს ეხმიანება. პოეტი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს,...

თორნიკე ნაროზაული

1714815767

სოციალური მედია

„ეს კანონი მხოლოდ მიზეზია, რაზედაც შეძელით და მოტყუებით გამოიყვანეთ ხალხი, ზუსტად იცოდით რაზე აენთებოდა ახალგაზრდების გულები“ - ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ: „იცით რატომ ვერ გიტანთ ხალხი, რატომ ვეღარ მობრუნდებით? რატომ არ დავუ...

მომღერალი ზურა ხაჩიძე