"იტალიაში ბინას ვერ ვქირაობ, რადგან უცხოელი ვარ"

იტალიაში დაბადებული, წარმოშობით ეგვიპტელი ტასნიმ ალი, პირად „ინსტაგრამ“ გვერდზე წუხილს გამოთქვამს, რომ საკუთარი წარმომავლობის გამო, ბინის დაქირავებას ვერ ახერხებს. ტასნიმი არეცოში დაიბადა და რომში ცხოვრობს, მაგრამ ძალიან უჭირს იმ რეალობასთან შეგუება, რომელშიც აღმოჩნდა. გოგონას თქმით, როგორც კი უძრავი ქონების აგენტი, ან ბინის მეპატრონე მისი უცხოური წარმომავლობის შესახებ იგებს, საქმე წინ აღარ მიდის.
„სანამ აგენტს ჩემს სახელს და გვარს არ ვეტყვი, მანამდე ყველაფერი კარგადაა და ბინაც თავისუფალია, მაგრამ საკმარისია გვარი გაიგონ, მომენტალურად აღმოჩნდება ხოლმე, რომ ბინა გაქირავებულია. გარდა ამისა, „ვოთსაფიდან“ ჩემი ფოტოს წაშლაც მომიწია, რომელზეც ჩადრით ვიყავი, რადგან მესიჯებზეც კი არ მპასუხობდნენ“.
იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ფაქტი ერთეული შემთხვევა არ არის, ExclusiveTV-მ კომენტარი, იტალიური უძრავი ქონების ერთ-ერთ სააგენტოს წარმომადგენელს სთხოვა. პიროვნებამ ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, მაგრამ ჩვენთან საუბრისას ფაქტი დაადასტურა და პრობლემის არსის ახსნაც სცადა.
„ძალიან ვწუხვარ გოგონას გამო, მაგრამ ამ შემთხვევაში რასიზმი, ან დისკრიმინაცია მინდა გამოვრიცხო. ეს არის ბიზნესი. ბინის მეპატრონეებს ძალიან ხშირად ხვდებათ პრობლემები უცხოელებთან დაკავშირებით, რადგან არც ისე იშვიათად, ისინი ქირის საფასურს ვერ, ან არ იხდიან. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა ღამით გაპარულან და რამდენიმე თვის გადაუხდელი ქირა და კომუნალური გადასახადები ვალად დაუტოვებიათ. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, უცხოელები ხშირად ოჯახებით, მცირეწლოვანი ბავშვებით ქირაობენ ბინას. ეს ძალიან დელიკატური თემაა, რადგან თვეობით ქირის გადაუხდელობის შემთხვევაშიც კი, მეპატრონე, ბინის დაცლას ვერ მოითხოვს, რადგან იტალიის კანონმდებლობის მიხედვით, მცირეწლოვანის გამოსახლება და ქუჩაში დატოვება შეუძლებელია. კიდევ ვიმეორებ, ნუ შევხედავთ ამას როგორც დისკრიმინაციის გამოხატულებას. უძრავი ქონების მფლობელები, ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ“.
მოამზადა ნინა მამუკაძემ
1755694099
ახალი ამბებიწყალმოვარდნები, ელჭექი და სეტყვა - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. გარემოს ეროვნული სააგენტოც ცნობით, 21 აგვისტოს ღამიდან დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ...
1755692506
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა სარფში 5 516 აბი არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატისა და 807 კაფსული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის მალულად შემოტანის ფაქტები გამოავლინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მალულად შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით...
1755689013
ახალი ამბები„დაამზადა და 2500 ლარის სანაცვლოდ გაასაღა 11 700 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადები“ - პროკურატურამ 1 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამო...
1755688007
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან განსხვავებით, არის პლატფორმები, სადაც საღად აფასებენ მოვლენებს, ეს მაძლევს იმედს, რომ იდეოლოგიურად მოტივირებული დეპუტატების განცხადებას რეალური შედეგები არ ექნება
„ღიმილის მომგვრელია, როდესაც ის ადამიანები აკეთებენ მსგავსი ტიპის შეფასებებს, რომლებიც გასული საპარლამენტო არჩევნების დღეებში და მომდევნო პერიოდებში პირდაპირ იყვნენ ჩართულნი არჩევნების და ხელისუფლების...
1755685048
ახალი ამბებიბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ
ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებენ. „ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართვ...