იტალიელი სააკაშვილი - მატეო სალვინი და მისი ქალები

მატეო სალვინი ის იტალიელი პოლიტიკოსია, რა თქმა უნდა პრეზიდენტ სერჯო მატარელასა და პრემიერ მარიო დრაგის შემდეგ, რომელსაც იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა აბსოლუტური უმრავლესობა იცნობს და მუდმივი ინტერესის ობიექტია.

ქარიზმატულობის გამო, ქართველები მას ხშირად, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც ადარებენ. სალვინიც სააკაშვილის მსგავსად  პრემიერობას უმიზნებდა, ისიც დაუჯერებელი ენერგიულობით გამოირჩევა და მის წინააღმდეგაც სამართლებრივი საქმეა აღძრული. ამ ოდიოზურ პიროვნებას, პირადი ცხოვრებაც ასეთი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობისა და ვიცე-პრემიერის პოსტი დატოვა,სალვინი კვლავ აქტიურად არის ჩართული პოლიტიკაში და არც პირადი ცხოვრებისათვის დროის ნაკლებობას განიცდის. და მაინც, ვინ არიან ქალბატონები, რომლებიც პოლიტიკოსის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მისი მთავარი ქალები იყვნენ?

ფაბრიცია იელუცი

მატეო ფაბრიციასთან, თითქმის ათი წლის განმავლობაში, 2001-2010 წლებში იმყოფებოდა ქორწინებაში. ფაბრიცია ჟურნალისტია და წარმოშობით აპულიიდანაა. როგორც წყვილი თავის დროზე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, ქორწილში ‘’ნამდვილი ბრძოლა“ გაჩაღდა სამხრეთელებსა და ჩრდილოელებს შორის, რადგან სალვინი ჩრდილოეთ იტალიიდანაა. წყვილს საერთო შვილიც ჰყავს.

ჯულია მარტინელი

ფაბრიციასთან ოფიციალურად გაყრის შემდეგ, სალვინიმ ცხოვრება პოლიტიკოს ჯულია მარტინელის დაუკავშირა. როგორც სალვინის მეგობრები ამბობენ, ჯულია იდეალური იყო მატეოსთვის. 2012 წელს მათ გოგონა, მირტა შეეძინა, მაგრამ 2015 წელს წყვილი დაშორდა. ამას მარტინელისთვის წარმატებულ პოლიტიკურ კარიერაში ხელი არ შეუშლია.

ელიზა იზოარდი

სალვინის პარტნიორებიდან საზოგადოებისთვის ყველაზე კარგად ცნობილი, ყოფილი მოდელი და ტელესახე, ელიზა იზოარდია. მათი ურთიერთობა ერთი დიდი სკანდალი იყო და ყვითელი პრესის ფურცლებზეც ხშირად ხვდებოდნენ. გაუგებარი იყო რა აკავშირებდათ ერთმანეთთან პარტია „Lega nord-ის“ სახესა და ტელეწამყვანს, მაგრამ რომანმა ორ წელიწადზე მეტხანს გასტანა და 2018 წელს დასრულდა.

ფრანჩესკა ვერდინი

იზოარდთან დაშორების შემდეგ, სალვინი მარტო დიდხანს არ დარჩენილა. 2019 წელს ის საზოგადოების წინაშე ახალგაზრდა ფრანჩესკა ვერდინისთან ერთად გამოჩნდა. ფრანჩესკა ცნობილი ფლორენციელი ბიზნესმენისა და ყოფილი პარლამენტარის, დენის ვერდინის შვილია. მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა, წყვილი უკვე ორ წელზე მეტია ერთადაა და ძალიან ბედნიერებიც ჩანან. 

 

ავტორი ნინა მამუკაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752782862

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წერილზე: ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დაარღვია საქართველოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც სირცხვილია

ამ წერილიდან გავიგეთ ორი რამ: გავიგეთ რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტისთვის ვიზის აუცილებლობის შემოღება იყო 2010 წლის ხელშეკრულების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან და ფაქტია, რომ ევროკავშირმა...

შალვა პაპუაშვილი

1752782134

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეულებრივი მომენტია

წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და იქაური ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეუ...

შალვა პაპუაშვილ

1752782104

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება დეკემბერში. აგვისტო წერილში არ არის ნახსენები, ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ აწყობილია საარჩევნო კალენდარზე

ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება და ეს ხდება წესით დეკემბერში. ეს აგვისტო წერილში არ არის ნახსენები და ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აწყობილ...

შალვა პაპუაშვილი

1752782050

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: რობერ შუმანი ალბათ საფლავში ტრიალებს, როდესაც ხედავს რა ემართება ევროკავშირს ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ელიტის ხელში. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის სვლას საბჭოთა კავშირისკენ

სრულად ეწერება იმ პოლიტიკაში, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია აწარმოებს. ჩვენ სახელმწიფო მდივნისგან მოვისმინეთ კიდევაც განმარტება, რომ განსხვავებით წინა ადმინისტრაციისგან, ისინი აღიარებენ, რომ ყველა ქვეყ...

შალვა პაპუაშვილი

1752779680

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეზღუდვებს აწესებს სხვა ქვეყნების არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს შეზღუდვებს უცხოურ არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე, რითიც ის უარს ამბობს წლების განმავლობაში გამოყენებულ პრაქტიკაზე, რომელიც დემოკრატიული სტანდარტების...

: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი