იტალიური დღესასწაულები და “ბადანტის” კუთვნილი დასვენების დღეები - გაიგეთ მეტი თქვენი უფლებების შესახებ!

კერძო სექტორსა და ოჯახებში დასაქმებულ პირებს (მომვლელი, ძიძა, მოახლე), ისეთივე შრომითი უფლებები აქვთ, როგორც სხვა სექტორებში დასაქმებულებს. მათ შორისაა საყოველთაო სადღესასწაულო დღეების გამოყენება, იქნება ეს რელიგიური, თუ ნაციონალური დღესასწაულები.
თქვენ სრული უფლება გაქვთ, ეს დღეები, თქვენი სურვილისამებრ გამოიყენოთ, რადგან გეკუთვნით როგორც დასვენება, ასევე ანაზღაურება, მაგრამ ოჯახში დასაქმებული პირების შემთხვევაში, ხდება ისე, რომ ოჯახი, დასაქმებულ პირს სადღესასწაულო დღეებშიც სთხოვს მუშაობას. ამ შემთხვევაში, დამსაქმებელმა დამატებით უნდა გადაგიხადოთ შესაბამისი ანაზღაურება, რომელიც განისაზღვრება სამუშაო კონტრაქტის ტიპის მიხედვით.
გთავაზობთ სადღესასწაულო, დასვენების დღეების სრულ სიას იტალიურად, ქართული შესატყვისით (ზოგიერთ შემთხვევაში, არა პირდაპირი თარგმანით, არამედ ქართული მნიშვნელობით).
1 იანვარი - Capodanno - ახალი წელი
6 იანვარი - Epifania – ნათლისღება
17 აპრილი (2022წ.) - Pasqua - აღდგომა (მოძრავი თარიღი)
18 აპრილი (2022წ.) – Lunedi del Angelo - მიცვალებულთა ხსენების დღე (დიდი ორშაბათი, მოძრავი თარიღი)
25 აპრილი - Festa della liberazione - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
1 მაისი - Festa dei lavoratori - მშრომელთა დღე
2 ივნისი - Festa della Repubblica - რესპუბლიკის დღე
15 აგვისტო - Ferragosto - ღვთისმშობლის მიძინების დღე
1 ნოემბერი - Tutti i santi - ყველა წმინდანის დღე
8 დეკემბერი - Festa dell’immacolata - ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დღე
25 დეკემბერი - Natale - შობა
26 დეკემბერი - Santo stefano - წმინდა სტეფანეს ხსენების დღე
ასევე, იმ ქალაქის მფარველი წმინდანის დღე, სადაც მუშაობთ.
მოამზადა ნინა მამუკაძემ
1755694099
ახალი ამბებიწყალმოვარდნები, ელჭექი და სეტყვა - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. გარემოს ეროვნული სააგენტოც ცნობით, 21 აგვისტოს ღამიდან დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ...
1755692506
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა სარფში 5 516 აბი არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატისა და 807 კაფსული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის მალულად შემოტანის ფაქტები გამოავლინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მალულად შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით...
1755689013
ახალი ამბები„დაამზადა და 2500 ლარის სანაცვლოდ გაასაღა 11 700 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადები“ - პროკურატურამ 1 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამო...
1755688007
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან განსხვავებით, არის პლატფორმები, სადაც საღად აფასებენ მოვლენებს, ეს მაძლევს იმედს, რომ იდეოლოგიურად მოტივირებული დეპუტატების განცხადებას რეალური შედეგები არ ექნება
„ღიმილის მომგვრელია, როდესაც ის ადამიანები აკეთებენ მსგავსი ტიპის შეფასებებს, რომლებიც გასული საპარლამენტო არჩევნების დღეებში და მომდევნო პერიოდებში პირდაპირ იყვნენ ჩართულნი არჩევნების და ხელისუფლების...
1755685048
ახალი ამბებიბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ
ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებენ. „ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართვ...