იტალიური სამზარეულოს მეშვიდე კვირეული საქართველოში

იტალიური სამზარეულოს მეშვიდე კვირეული საქართველოში: სუფრის კულტურა, მდგრადი განვითარება, ინოვაცია და იტალიური სამზარეულოს ვარსკვლავის, მსოფლიოში სახელგანთქმული შეფმზარეულის, კარლო კრაკოს სტუმრობა.

ინფორმაციას, კვირეულის შესახებ „Ambasciata d'Italia a Tbilisi/იტალიის საელჩო საქართველოში“ ავრცელებს.

იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული საქართველოში ბრუნდება და იტალიური კულინარიული მემკვიდრეობის მრავალფეროვნებას, ტრადიციებს, გამორჩეულ აგროსასურსათო პროდუქციასა და ჩვენი შეფმზარეულების ოსტატობას წარმოგიდგენთ! კვირეული შესაძლებლობას მოგვცემს, შევიხედოთ იტალიურ ენო-გასტრონომიულ ტრადიციებში, შევეხოთ მათ მდიდარ ისტორიას და გავიცნოთ ახალი სახეები - გამორჩეული იტალიელი შეფმზარეულები, რომლებიც საქართველოს კვირეულის ფარგლებში ეწვევიან. იტალიური სამზარეულოს მეშვიდე კვირეულის პროგრამის მთავარი თემა მჭიდროდ უკავშირდება სუფრის კულტურასა და მდგრად განვითარებას (რაც ტრადიციულად აისახება იტალიისთვის დამახასიათებელ განსაკუთრებულ მიდგომაში ადამიანის ჯანმრთელობისა და პლანეტის დაცვის მიმართ) და, ასევე, ინოვაციებს, რომლებიც ჩვენ ხელთ არსებული ინგრედიენტების მრავალრიცხოვან კომბინაციებს დღითი დღე კიდევ უფრო ამდიდრებენ.

იტალიის საელჩო მოხარულია წარმოგიდგინოთ იტალიური სამზარეულოს ნამდვილი ვარსკვლავი, „მიშლენოსანი“ შეფმზარეული კარლო კრაკო, რომელიც თბილისს პირველად ეწვევა და იტალიის საელჩოსა და იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს სტუმრებს საავტორო კერძებს შესთავაზებს. იტალიელი მზარეული მევენახეობითა და მეღვინეობით განთქმულ საქართველოს რეგიონს, კახეთს ესტუმრება და საქართველოს სიამაყეს - ქართული ღვინის კულტურასა და უნიკალურ ტრადიციებს გაეცნობა.
"გასტრონომიული ცოდნის მნიშვნელობა მდგარი განვითარებისთვის: მეცნიერება, გემო და ბუნება" - ასეთი იქნება პოლენცოს გასტრონომიულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორის ანდრეა პიერონის საჯარო ლექცია, რომელიც ხვალ, 16 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ პოლენცოს გასტრონომიულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი საქართველოს გასტრონომიის ასოციაციიასთან ერთობლივად ახორციელებს პროექტს "Ark of Taste - Atlas of Georgia", რომლის მიზანია ქართული აგრო-სასურსათო მემკვიდრეობის წარმოჩენა და „სლოუ ფუდის“ ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი კვების კონცეფციის პოპულარიზაცია.

მსურველები შეძლებენ დაესწრონ კულინარიულ შოუს ორი ახალგაზრდა იტალიელი მზარეულის მონაწილეობით, რომელსაც „ბაზარი ორბელიანზე“ უმასპინძლებს. კულინარიული შოუ, რომლის მთავარი თემა კულინარიული კრეატიულობა და ინგრედიენტების კვებითი ღირებულებაა, ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს უნიკალურ გემოებს მიეძღვნება. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გემო გაუსინჯონ იტალიელი მზარეულების მიერ მომზადებულ გემრიელ კერძებს.

სასტუმრო და რესტორაციის სფეროებში მომუშავე კომპანიებისთვის გაიმართება იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ICE-ITA) თბილისის წარმომადგენლობასთან ერთობლივად ორგანიზებული ღონისძიება “Limoncello Party”: tasting iconic Italian spirits”, რომელიც მთელ მსოფლიოში სახელმოხვეჭილ და ყველასთვის საყვარელ იტალიურ ლიქიორს, "Limoncello"-ს მიეძღვნება.

კვირეული დასრულდება დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის მიერ ორგანიზებული და უკვე ტრადიციად ქცეული გამოფენა-კონკურსის ,,მაკარონის ხელნაკეთობები“ დასკვნითი ღონისძიებით, რომელიც მოიცავს კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოებას წამახალისებელი პრიზებით.

იტალიის საელჩო საქართველოში სარგებლობს შემთხვევით და მადლობას უხდის ყველა იმ საჯარო თუ კერძო პირსა და კომპანიას, იტალიური სამზარეულოს მეშვიდე კვირეულის ფარგლებში გამართული მრავალფეროვანი ღონისძიებების ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის. ეს წვლილი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული საზოგადოების სიმპათიას იტალიური სამზარეულოსადმი. იტალიური სამზარეულო ხომ მხოლოდ კვებას არ ნიშნავს, ეს გამორჩეული იტალიური გემოა - კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, ცხოვრების სტილი და შესანიშნავი შესაძლებლობები სურსათის სფეროში ბიზნეს ოპერატორებისთვის.
თვალყური ადევნეთ ჩვენს ინიციატივებს სოც. ქსელების მეშვეობით!
 

VII Settimana della Cucina Italiana in Georgia: tra convivialità, sostenibilità e innovazione, con la partecipazione di una vera e propria icona della cucina italiana nel mondo, lo chef stellato Carlo Cracco.
L’incredibile varietà del patrimonio culinario d’Italia, dalle tradizioni ai prodotti, passando per l’inimitabile eccellenza dei nostri Chef, torna in Georgia in occasione della Settimana della Cucina italiana, giunta alla settima edizione. L’obiettivo è quello di offrire al pubblico una speciale “finestra” sulla ricchissima storia e tradizione italiana in ambito eno-gastronomico, con nuovi, straordinari interpreti, che visiteranno la Georgia nell’occasione. Un programma sostenuto da un filo conduttore che abbina i concetti chiave di “convivialità e sostenibilità” – segno dell’attenzione tradizionalmente attribuita dall’Italia alla salute delle persone e alla tutela del pianeta – all’attenzione sulle “innovazioni” che arricchiscono giorno per giorno le combinazioni di ingredienti e sapori a nostra disposizione.

In tale cornice, l’Ambasciata d’Italia è lieta di annunciare che una vera e propria icona della cucina italiana, lo Chef stellato Carlo Cracco, si recherà a Tbilisi per la prima volta e offrirà agli ospiti dell’Ambasciata e dell’Agenzia ICE-ITA un “Signature Menu” all’insegna delle eccellenze culinarie d’Italia. Come segno di attenzione verso l’altrettanto unico patrimonio enologico della Georgia, e le sue antichissime tradizioni di vinificazione – legittima fonte di orgoglio per il Paese – lo Chef visiterà nell’occasione la regione vinicola del Kakheti, alla scoperta delle radici profonde della cultura enologica georgiana.
L’importanza dei “saperi gastronomici per lo sviluppo sostenibile, tra scienza, gusto e natura", sarà al centro della Lectio Magistralis – che si terrà domani, 16 novembre, presso la Biblioteca Parlamentare Nazionale di Tbilisi – curata dal Prof. Andrea Pieroni dell’Università di Scienze Gastronomiche di Pollenzo, già partner dell’Associazione Gastronomica della Georgia e impegnata, mediante il progetto “Ark of Taste”, nella valorizzazione del patrimonio agro-alimentare georgiano e nella promozione del concetto fondamentale di Slow Food, profondamente intrecciato ai temi della sostenibilità ambientale, dell’”impatto zero” delle produzioni e della sovranità alimentare.

Aperto al pubblico locale, nella cornice del Bazar Orbeliani di Tbilisi, sarà offerto un inedito “Cookshow” dedicato alla dieta mediterranea, con la partecipazione di due giovani chef italiani, che si proporrà di coniugare la creatività in cucina con l’attenzione rivolta al valore nutrizionale degli ingredienti, oltre ovviamente al fantastico gusto tutto italiano delle pietanze offerte al pubblico ai margini dello spettacolo (nel contesto dell’abbinata degustazione).

Nell’ambito della componente dell’iniziativa tradizionalmente riservata alle bevande, ai professionisti del settore alberghiero e della ristorazione, nel contesto di un’iniziativa co-organizzata con il Desk di Tbilisi dell'Agenzia ICE-ITA, si terrà un evento dedicato al Limoncello, delizioso liquore italiano, conosciuto e amato in tutto il mondo, dal titolo “Limoncello Party”: tasting iconic Italian spirits”.

Per il gran finale: un evento dal retrogusto artistico, a coronamento del tradizionale concorso "Opere di pasta", organizzato dal Comitato di Tbilisi della Società Dante Alighieri con il sostegno dell’Ambasciata d’Italia e volto a premiare la creatività di giovani artisti georgiani, mediante l’esposizione delle migliori sculture di pasta. I vincitori riceveranno, come segno di riconoscimento per la creatività e l’estro artistico (con una materia prima molto particolare), premi rappresentativi dell’eccellenza del Made in Italy.

L’Ambasciata d'Italia in Georgia si avvale dell’occasione per ringraziare tutti i soggetti pubblici e privati che hanno contributo all’organizzazione di un così ricco menu di eventi nell’ambito della VII Settimana della Cucina. A testimonianza dell’amore con cui il pubblico georgiano guarda alla cucina italiana – non solo in termini prettamente alimentari, ma come forma di patrimonio culturale, e vero e proprio stile di vita – e delle opportunità per gli operatori economici nel settore. Il tutto, lungo il filo conduttore dello Straordinario Gusto italiano, the “Extraordinary Italian Taste”.

Continua a seguire i nostri profili social per non perderti gli highlights delle nostre iniziative!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1734760568

მსოფლიო

გერმანიის საახალწლო ბაზრობაზე ტერაქტი მოხდა - არიან დაღუპულები

გერმანიის ქალაქ მაგდებურგში მოწყობილ საახალწლო ბაზრობაზე ტერაქტი მოხდა. როგორც გერმანული გამოცემა Spiegel წერს, ავტომობილი ხალხით სავსე მოედანზე შევარდა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ოფიციალუ...

საახალწლო ბაზრობაზე

1734725129

ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

 რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?   ვერძი წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ნებისმიერ საქმეში ინიციატივას იჩენთ, კოლეგებს საკუთარ ცოდნას უზია...

ზოდიაქო - ჰოროსკოპი

1734720482

ჰოროსკოპი

„მალე მოკრებილი ძალით ინათებს და მაცხოვარი დაიბადება!“ - გიორგი ლობჯანიძე 21 დეკემბრის მზებუდობაზე

21 დეკემბერს მზე ტოვებს აქტიურ, ენერგიულ და ცეცხლოვან მშვილდოსანს და გადადის თხის რქაში ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და სტაბილურ ნიშანში. ეს ყველაფერი კი სიტუაციას დაამშვიდებს და მოიმატებს პასუხისმგებლობა ად...

ეზოტერიკოსი

1734719150

საზოგადოება

ცესკო - ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო

„26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო - ამ ფაქტს ადასტურებს ეუთო/ოდირის მიერ დღეს გამოქვეყნებული დასკვნა, რომლითაც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში (90% და მეტი)...

საარჩევნო ადმინისტრაცია ცესკო

1734716701

სოციალური მედია

ნანუკა გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე ქორწინების 7 წლის იუბილეს აღნიშნავენ

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი, რომელიც რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში აქტიურია. მისი პირადი ცხოვრება საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. მას ქმარი ბიზნესმენი ნიკა ნაყოფი...

ნანუკა გოგიჩაიშვილი