როგორ შეგიძლიათ მიიღოთ იტალიის მოქალაქეობა

იტალიის ტერიტორიაზე ქართველ ემიგრანტთა რაოდენობის შესამჩნევი მატებისა და საკითხისადმი გაზრდილი ინტერესის გამო, გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის აქვს უფლება მიიღოს აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობა. იტალიის მოქალაქეობის მიღება არც ისე მარტივი და საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ამ სტატიაში გაგაცნობთ, თუ რა შემთხვევაში გასცემს იტალია მოქალაქეობას და რა რეკვიზიტებია საჭირო.

პირველი და ყველაზე ბუნებრივი მოტივი, მოქალაქეობის დაბადების ადგილის მიხედვით მიღებაა და ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მშობელი მაინც არის იტალიის მოქალაქე. დაბადების ადგილის მიხედვით ბავშვს ენიჭება იტალიის მოქალაქეობა არაიტალიელი მშობლების შემთხვევაშიც, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ბავშვის მშობლების ვინაობა უცნობია, ან მიატოვეს და არც ერთი ქვეყნის მოქალაქედ არ ფიქსირდება. ასევე ბავშვს აქვს უფლება მიიღოს იტალიის მოქალაქეობა, თუ მას იშვილებს იტალიის მოქალაქე სანამ პირს 18 წელი შეუსრულდება.

ახლა, გადავიდეთ მთავარ საკითხზე. რა შემთხვევაში შეუძლია მიიღოს მოქალაქეობა ზრდასრულმა უცხოელმა. იტალიის კანონმდებლობის მიხედვით, არსებობს ორი გზა: ეს შეიძლება მოხდეს იტალიის მოქალაქესთან ქორწინების საშუალებით და მეორე - ჩაწერის მიხედვით.

ამგვარად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც დაქორწინებულია იტალიის მოქალაქეზე, შეუძლია მოითხოვოს იტალიის მოქალაქეობა: ქორწინებისა და თანაცხოვრების ორი წლის თავზე, მაგრამ თუ წყვილს ჰყავს საერთო შვილი, თუნდაც აყვანილი, მაშინ ქორწინების ერთი წლის თავზე. თუ პირი ცხოვრობს საზღვარგარეთ, მაგრამ წყვილს ჰყავს საერთო შვილი , განცხადება მოქალაქეობის მიღების თაობაზე შეიძლება გაკეთდეს, ქორწინებიდან 18 თვის შემდეგ, შვილის არ ყოლის შემთხვევაში - სამი წლის თავზე. რა თქმა უნდა, ამ პერიოდის განმავლობაში წამოწყებული არ უნდა იყოს სამართლებრივი საქმე გაყრის შესახებ.

რაც შეეხება მოქალაქეობის მიღების უფლებას ჩაწერის მიხედვით, შეუძლია პირს, რომელიც დაბადებულია იტალიაში და ცხოვრობს ლეგალურად ბოლო სამი წლის განმავლობაში; ასევე წარმოშობით იტალიელს, რომელიც დაიბადა და ცხოვრობდა სხვა ქვეყანაში, მაგრამ იტალიაში ლეგალურად ცხოვრობს ბოლო სამი წლის განმავლობაში; სრულწლოვან პირს, რომელიც შვილად იქნა აყვანილი იტალიის მოქალაქის მიერ და ლეგალურად ცხოვრობს იტალიის ტერიტორიაზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში; დევნილის სტატუსის მქონე პირს, რომელიც ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრობს ბოლო ხუთი წელია და ბოლოს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც იტალიაში ლეგალურად ცხოვრობს ბოლო ათი წლის განმავლობაში.

განცხადების გაკეთება ხდება ონლაინ, შემდეგ მისამართზე https://cittadinanza.dlci.interno.it და ბოლო ცვლილებებით, აუცილებელია გქონდეთ SPID (ციფრული იდენტობის საჯარო სისტემა).

განაცხადის გასაკეთებლად საჭირო დოკუმენტაცია:

1. 16 ევროიანი საშემოსავლო მარკა, იგივე Marca da bollo

2. დაბადების მოწმობა, ნათარგმნი, აპოსტილით დამოწმებული და ლეგალიზებული იტალიის საელჩოს მიერ

3. ნასამართლობის ცნობა საქართველოდან, ასევე ნათარგმნი, დამოწმებული და ლეგალიზებული

შენიშვნა: თუ პირი ცხოვრობდა სხვა ქვეყნებში, აუცილებელია ნასამართლობის ცნობა ამ ქვეყნებიდანაც

4. პასპორტისა და პირადობის მოწმობის ასლები

5. იტალიაში ბინადრობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის (Permesso di soggiorno) ასლი, რომელსაც ვადა ჯერ არ გასვლია

6. იტალიაში ჩაწერის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ე.წ. Residenza-ს  სრული ისტორია

7. ავტოსერთიფიკატი ამჟამინდელი ოჯახური მდგომარეობისა და ნასამართლობის შესახებ, რომელიც შემდეგ გადამოწმდება ბაზაში პრეფექტურის მიერ

8. ბოლო სამი წლის შემოსავლები, იგივე 730, CUD, UNICO, იმის მიხედვით, თუ რა ტიპის სამსახურში მუშაობს პირი

შენიშვნა: ოჯახებში დასაქმებულმა პირებმა ასევე უნდა წარადგინონ ამონაწერი INPS-დან

9. იტალიური ენის სერტიფიკატი დონე B1. ეს არ ეხებათ იტალიაში მუდმივი ბინადრობის მქონე პირებს

10. გადახდის ქვითარი, 250 ევროს ოდენობით

რაც შეეხება ქორწინების მოტივით იტალიის მოქალაქეობის მოთხოვნას, ამ შემთხვევაში არ გეხებათ შემოსავლების დეკლარაციის წარდგენა, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილ საბუთებს ემატება ქორწინების მოწმობისა და მეუღლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები.

იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებასთან ერთად, გსურთ შეინარჩუნოთ საქართველოს მოქალაქეობაც, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებამდე, საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებთ თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. ამის შესახებ, განცხადება უნდა დაწეროთ იუსტიციის სახლში ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში, ხოლო თუ საზღვარგარეთ იმყოფებით, უნდა მიმართოთ საქართველოს საელჩოს საკონსულო განყოფილებას.

მოამზადა ნინა მამუკაძემ

ესეც დაგაინტერესებთ:

როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა იტალიაში და შეგვიძლია თუ არა ქართული მართვის მოწმობის კონვერტირება

არალეგალი მიგრანტებისთვის იტალიამ Green pass-ი დაუშვა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764932089

ახალი ამბები

კახა კალაძე: ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნაა

 ჯერ კიდევ 2012 წელს პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნებოდა ზრუნვა, ზრუნვა ადამიანებზე, ჩვენი ქვეყნის მოქ...

კახა კალაძე

1764932059

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი BBC-ს ფილმზე: ეს არის აბსურდის თეატრი, ცდილობენ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ

„ეს არის აბსურდის თეატრი, ცდილობენ საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარონ“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა BBC-ს ფილმთან დაკავშირებით....

დავით მათიკაშვილი

1764930923

საზოგადოება

პრემიერი: თუ 2012 წლამდე საცხოვრებელი მხოლოდ 19 000-მდე ოჯახს გადაეცა, 2012 წლის შემდეგ ჩვენ ეს რიცხვი გავაორმაგეთ და ბინა უკვე 42 000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დევნილ ოჯახებზე ზრუნვა გახდა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებ...

ირაკლი კობახიძე

1764930604

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და შემდგომ წლებში სახელმწიფო სასწავლებლებში, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და ეს ცვლილება ეტაპობრივად დაინერგება სახელმწიფო საუნივერსიტეტო სისტემაში

„ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და შემდგომ წლებში სახელმწიფო სასწავლებლებში, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავ...

ირაკლი კობახიძე /

1764930367

ახალი ამბები

პრემიერი - თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ, მომდევნო წლის გაზაფხულზე, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ჩაბარდება, აქ 2 426 დევნილი ოჯახი იცხოვრებს

„თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაც...

ირაკლი კობახიძე