როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა იტალიაში და შეგვიძლია თუ არა ქართული მართვის მოწმობის კონვერტირება

შესაძლებელია თუ არა საქართველოში აღებული მართვის მოწმობის გამოყენება იტალიის ტერიტორიაზე და როგორ ავიღოთ იტალიური მართვის მოწმობა?

ჟენევის კონვენციის თანახმად, არის მთელი რიგი ქვეყნებისა, რომელ ქვეყნებში აღებული მართვის მოწმობა იტალიაშიც მოქმედია, მაგრამ საქართველო ამ ქვეყნების სიაში ჯერჯერობით არ შედის. რამდენიმე წლის წინ, დღის წესრიგში დადგა უკრაინისა და საქართველოს საკითხი ამ მიმართულებით, მაგრამ საბოლოოდ, გადაწყვეტილება არ მიღებულა.

მთავარ მოტივად, კვალიფიკაციის სტანდარტების შეუთავსებლობა, მართვის მოწმობის აღების რეგულაციებსა და წესებში სხვაობა ივარაუდება. მაგ: საქართველოში პრაქტიკის გამოცდა, სპეციალურად მოწყობილ შემოსაზღვრულ მოედანზე ბარდება, ხოლო იტალიასა და ევროპის რიგ ქვეყნებში ჩვეულებრივ სამანქანო გზებზე, ავტობანზე, ტრაფიკში და ა.შ.

საქართველოში აღებული მართვის მოწმობის გამოყენება, იტალიაში პირველი რეზიდენციდან, ანუ საცხოვრებელ მისამართზე ოფიციალურად ჩაწერიდან, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ, რის შემდეგაც, მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება თავიდან მოგიწევთ. შეგახსენებთ, რომ ჩაწერის დასარეგისტრირებლად აუცილებელია იტალიაში ბინადრობის ნებართვის დამადასტურებელი საბუთი (Permesso di soggiorno)

არსებობს ასევე საერთაშორისო მართვის მოწმობა, მაგრამ ტერმინმა „საერთაშორისო“, შეცდომაში არ შეგიყვანოთ. ამ ტიპის საბუთი მხოლოდ ტურისტული და სატრანზიტო მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ.

თუ იტალიაში მართვის მოწმობის აღება გადაწყვიტეთ, ამისათვის ორი გზა არსებობს. პირველი შედარებით ეკონომიურია, მაგრამ ყველაფრის დამოუკიდებლად ორგანიზება მოგიწევთ, მეორე გზა ავტოსკოლაში რეგისტრაციაა.

თუ პირველი, დამოუკიდებელი გზა აირჩიეთ, გამოცდის თეორიულ ნაწილში თავად უნდა მოემზადოთ, რის შემდეგაც დარეგისტრირდებით საცხოვრებელი ქალაქის მიხედვით შესაბამის ცენტრში „Motorizzazione“.

თეორიისა და პრაქტიკის გამოცდების ჩასაბარებლად დაგჭირდებათ შემდეგი დოკუმენტაცია:

შევსებული ბლანკი TT2112,

პირადობის დამადასტურებელი მოწმობა,

სამედიცინო ბარათი (Tessera sanitaria),

ბინადრობის უფლების დამადასტურებელი ბარათი (Permesso di soggiorno), ან თუ ვადაგასულია მისი განახლების ქვითარი (Ricevuta),

ორი ფოტოსურათი,

სამედიცინო ცნობა, რომელსაც ოჯახის ექიმი გასცემს,

აგრეთვე ოკულისტის მიერ გაცემული ცნობა (გაითვალისწინეთ, რომ ოკულისტი, მსგავსი ცნობის გასაცემად, ავტორიზებული უნდა იყოს), პლუს 16-ევროიანი საფოსტო მარკა (Marca da bollo),

24 და 16-ევროიანი გადახდის ქვითრები,

ასევე ყველა საბუთის ასლი ორ ეგზემპლარად.

ამის შემდეგ, დანიშნავთ თეორიულ  გამოცდას „Motorizzazione“-ში. გამოცდის ხანგრძლივობაა 30 წუთი. პასუხი უნდა გასცეთ 40 შეკითხვას და მხოლოდ 4 შეცდომის დაშვების უფლება გაქვთ. თეორიული გამოცდის გადალახვის შემდეგ, გადმოგეცემათ მანქანით დროებითი მოძრაობის უფლება „Foglio rosa“, რომელსაც აქვს 6 თვიანი ვადა, რაც საშუალებას მოგცემთ მოემზადოთ პრაქტიკული გამოცდისთვის და თუ გადაწყვტთ რომ პრაქტიკული გამოცდისთვისაც დამოუკიდებლად მოემზადოთ, მანქანის მართვისას, ავტომობილში უნდა იმყოფებოდეს მეორე პირი, რომელსაც მანქანის მართვის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება აქვს და ამას მართვის მოწმობის ვადებით ადასტურებს.

აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ პრაქტიკის გამოცდაზე გასასვლელად სავალდებულოა მანქანის მართვის 6 პრაქტიკული გაკვეთილის სერტიფიკატი, ანუ აღნიშნული გაკვეთილები რომელიმე ავტოსკოლის ინსტრუქტორთან შეგიძლიათ გაიაროთ, რომელიც დაადასტურებს, რომ თქვენ გამოცდაზე გასასვლელად მზად ხართ. ამის შემდეგ დაბრუნდებით „Motorizzazione“-ში და დანიშნავთ გამოცდის თარიღს. ჩაბარების შემთხვევაში, გამომცდელი გამოცდის დასრულებისთანავე გადმოგცემთ მართვის მოწმობას.

თუ ფიქრობთ, რომ მეორე ვარიანტი აირჩიოთ, მაშინ უნდა მიმართოთ რომელიმე ავტოსკოლას, რომელიც უზრუნველჰყოფს თეორიულ გაკვეთილებს, სასწავლო მასალით მომარაგებას, ოკულისტისა და გამოცდების თარიღების დანიშვნას, ავტოსკოლაშივე გაივლით მანქანის მართვის გაკვეთილებს, მათ შორის სერთიფიცირებულებსაც. საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი იგივეა.

და მაინც რა თანხებთანაა დაკავშირებული იტალიაში მართვის მოწმობის აღება? საშუალოდ ეს თანხა 1100-დან 1300 ევრომდე მერყეობს. ხარჯი დამოკიდებულია იმაზე, თუ პრაქტიკის რამდენი გაკვეთილი დაგჭირდებათ და რამდენჯერ მოგიწევთ გამოცდის ჩაბარება, რადგან გამოცდაზე განმეორებით გასვლის შემთხვევაში, რეგისტრაციის თანხას თავიდან იხდით.

გისურვებთ წარმატებებს!

ავტორი: ნინა მამუკაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794377905

ახალი ამბები

„უკანონოდ მოიპოვა და მობილურ ტელეფონში ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოს, რაც უკანონოდ გაავრცელა“ - დაკავებულია 1 პირი

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატ...

დაკავება დაკავება

1794377250

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: იმდენად ცნობილია ის ანტიკონსტიტუციური მასშტაბი, რაც ამ ხუთ პარტიას გააჩნია, რომ ვფიქრობ, არ უნდა გაუჭირდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება

„იმდენად ცნობილია ის ანტიკონსტიტუციური მასშტაბი, რაც ამ ხუთ პარტიას გააჩნია, რომ ვფიქრობ, არ უნდა გაუჭირდეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღება“, - განუცხადა ჟურნა...

დავით მათიკაშვილი

1794376041

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: მოპასუხე მხარე ცდილობს, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართლებრივი პროცესი შოუში გადაიზარდოს, რადგან არავითარი მტკიცებულება არ აქვთ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვისას ოპოზიცია, სამართლებრივი არგუმენტების წარდგენის ნაცვლად, პროცესის პოლ...

არჩილ გორდულაძე

1794374955

საზოგადოება

11 ნოემბერს თურქეთში მიმდინარე გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა

თურქეთში მიმდინარე გაეროს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სიტყვით გამოვა. მანამდე კი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკ კოლეგას შეხვდა. განიხილეს საქართ...

მიხეილ ყაველაშვილი

1794373047

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ნოემბერს საქართველოში

11 ნოემბერს, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +16 გრადუსი დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქშია ნავარაუდევი, ხოლო ყველ...

ამინდი