ალექსანდრე დარახველიძე: შსს გამოხატავს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში - მზად ვართ, ავანაზღაუროთ მათი სამშობლოში დაბრუნებისთვის საჭირო ხარჯებიც კი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მზადყოფნას, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში, მათ შორის მზად ვართ, ავანაზღაუროთ აღნიშნული პირების სამშობლოში დაბრუნებისთვის საჭირო ხარჯებიც, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შესთავაზა რამდენიმე მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა და დაბრუნება უკრაინაში.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ მყოფი პირების შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები და ცდილობენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით.
პირველ რიგში, მოგახსენებთ, რომ ამ დროისათვის სასაზღვრო გამტარი პუნქტის, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში იმყოფება 87 პირი. სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ ეძლევათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან ყველა მათგანს აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებულნი არიან არაერთგზის - მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის. გარდა ამისა, მათ არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს.
შექმნილი ვითარების მოსაგვარებლად, რაც სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ მყოფ პირთა სამშობლოში დაბრუნებას გულისხმობს, ქართულმა მხარემ არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა როგორც საქართველოში უკრაინის საელჩოსთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით, ასევე, გამოყენებულ იქნა პოლიციის ატაშეების ქსელი, რომლის ფარგლებშიც კომუნიკაცია შედგა უკრაინაში საქართველოს პოლიციის ატაშესა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის.
ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შესთავაზა რამდენიმე მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა და დაბრუნება სამშობლოში - უკრაინაში. მათ შორის, ჩვენ მიერ შეთავაზებული იყო როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით, მოცემულ პირთა სამშობლოში დაბრუნების ვერსიები.
მიუხედავად ამისა, უკრაინული მხარე ამ დრომდე თავს იკავებს საზღვარზე მყოფ პირთა საზღვაო გზით დაბრუნების მექანიზმის გამოყენებაზე. ხოლო, დღემდე არ მიგვიღია საბოლოო, ოფიციალური დასტური ჩარტერული რეისით მათი სამშობლოში ორგანიზებულ დაბრუნებასთან დაკავშირებით. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე მსგავსი პირების გადაყვანის პრეცედენტები გვქონია - უკრაინული მხარის ჩართულობით, 2025 წლის ივნის-ივლისის პერიოდში, რუსეთის ფედერაციიდან მომავალი დაახლოებით 134 პირიდან, 37-მა პირმა საქართველო დატოვა მოლდოვის მიმართულებით, ხოლო 10-მდე პირმა სხვადასხვა მიმართულებით.
აღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით შესაძლებელია ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება. პროცესის ხელოვნური გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ უკრაინული მხარის სურვილია ეს ადამიანები ხანგრძლივი დროით დარჩნენ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, რათა შემდგომ ქართული მხარე იძულებული გახდეს ისინი დაუშვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ!
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ რამდენიმე დღის წინ „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი 15-მდე პირი შიმშილობდა – ყველა მათგანს სურდა, რომ პროტესტის ამ სახით ხმა მიეწვდინათ უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებისთვის, რათა უკრაინული მხარის მხარდაჭერითა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით, ნებისმიერი გზით დაბრუნდნენ სამშობლოში, უკრაინაში.
მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს, დაუყონებლივ მიიღონ ზომები საკუთარი მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მზადყოფნას განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში, მათ შორის მზად ვართ ავანაზღაუროთ აღნიშნული პირების სამშობლოში დაბრუნებისთვის საჭირო ხარჯებიც კი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო სამინისტროსთან და ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში, იღებს საჭირო ზომებს, რათა ერთი მხრივ დაცული იქნეს საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება და მეორე მხრივ დროულად მოხდეს ე.წ. „ნეიტრალურ ზონაში“ მყოფი პირების საკუთარ სამშობლოში დაბრუნება“, - განაცხადა დარახველიძემ.
1772351071
მსოფლიოკრწანისში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა
კრწანისში, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების საზეიმო ცერემონ...
1772349796
ახალი ამბებიირანში მალე შეიქმნება დროებითი ხელმძღვანელობის სტრუქტურა, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის პრეზიდენტი და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელები შევლენ - ხამენეის მთავარი მრჩეველი
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის, აიათოლა ალი ხამენეის მთავარი მრჩევლის ალი „ განცხადებით, მალე ირანში შეიქმნება დროებითი ხელმძღვანელობის სტრუქტურა, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის პ...
1772347620
ახალი ამბები„ბრალდებულები თაღლითური გეგმის მიხედვით პირის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 123 800 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ“ - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე - 1995 წელს დაბადებული ს.ო. და 1989 წელს დაბადე...
1772347392
ახალი ამბებიპოლიციამ თემქაზე ერთი პირის დაჭრის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით - 2011 წელს დაბადებული ნ.მ. და...
1772346903
მსოფლიოირანის ყოფილი შაჰის ვაჟი: ალი ხამენეის სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა აღსასრულს მიუახლოვდა
ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი სოციალურ ქსელში ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ალი ხამენეის სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად აღსას...































