ბექა ვარდოსანიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ჰომოფობიური განცხადებებით გამორჩეული აქტივისტი და ბლოგერი ბექა ვარდოსანიძე 2 იანვარს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

პირად ფეისბუკ გვერდზე ჩართული ლაივიდან ინფორმაცია გაავრცელა ვარდოსანიძის თანამოაზრემ, ანტივაქსერული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორმა და ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარემ ზვიად ტომარაძემ.

ვარდოსანიძეს ედავებოდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (სამართალდამცველის სიტყვიერი შეურაცხყოფა) დარღვევას, რაც იწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ვარდოსანიძის ადვოკატი თემურ ლომიძე აცხადებდა, რომ დაკავების წინ, მათ ეგონათ, პოლიციაში იმყოფებოდნენ ჟურნალისტ ქეთი თუთბერიძის მიერ შეტანილი განცხადების გამო, თუმცა ლომიძის თქმით, პოლიციის უფროსმა განუმარტა, რომ ბექა ვარდოსანიძე დააკავეს პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო

„დაკავების შემდეგ შევიტყვეთ, რომ გუშინ გამომძიებელ ქალბატონს პოლიციაში დასაბარებლად ბექასთვის დაურეკავს, რაზეც ბექას მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა (ეს შევიტყვეთ პოლიციელებისგან, ამაზე კომენტარს ბექა გააკეთებს, როცა გათავისუფლდება)“, - წერდა „ფეისბუკის“ პირად გვერდზე ზვიად ტომარაძე.

რაც შეეხება ჟურნალისტ ქეთი თუთბერიძესთან დაკავშირებულ საქმეს, კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ 27 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ქეთი თუთბერიძის მიმართ მუქარისშემცველი განცხადებების და შევიწროების ფაქტები რეალურ საფრთხეებს შეიცავს.

ბექა ვარდოსანიძის ადვოკატს თემურ ლომიძეს იმედი აქვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ დააჯარიმებენ - გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 11 იანვარს გახდება ცნობილი.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებები და სასწაულები

🔵"ომიკრონი" 144 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 105 საქართველოს მოქალაქეა, 39 უცხო ქვეყნის - ამირან გამყრელიძე

🔵2022 წლის პირველი „კოვიდ-ამბები“ რა თქმა უნდა, კარგი ამბებით უნდა დავიწყო - გიორგი ფხაკაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752042538

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი მსოფლიოს წამყვანი BPO კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვ...

მარიამ ქვრივიშვილ

1752039471

საზოგადოება

საგამოძიებო სამსახურმა ივნისის თვეში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის რვა ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2025 წლის ივნისის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,...

უაქციზო სიგარეტი

1752038619

საზოგადოება

ლევან რატიანი: თორნიკე რიჟვაძის სუნთქვის პარამეტრები მკვეთრად არის გაუმჯობესებული, თუ ასე გაგრძელდა, პაციენტი ალბათ რამდენიმე დღეში მოიხსნება მართვითი სუნთქვიდან

თორნიკე რიჟვაძე ამ დრომდე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება, თუმცა შეინიშნება დადე...

ლევან რატიანი

1752037395

ახალი ამბები

გორში 20 წლის ახალგაზრდა დაჭრეს

გორში, რკინიგზის სადგურის დასახლების ტერიტორიაზე 20 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. დაშავებული სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შინა...

ზოგადი

1752037180

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: უკვე გაცვეთილია ყველა რეზოლუცია, სადაც იწერება, რომ თურმე ბატონი სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და უნდა გავათავისუფლოთ

უკვე გაცვეთილია ყველა რეზოლუცია, სადაც იწერება, რომ თურმე ბატონი სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და უნდა გავათავისუფლოთ, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევ...

ლევან მაჭავარიანი