2022 წლის პირველი „კოვიდ-ამბები“ რა თქმა უნდა, კარგი ამბებით უნდა დავიწყო - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში „ომიკრონის“ შესახებ დამაიმედებელ ინფორმაციას აქვეყნებს.
„2022 წლის პირველი "კოვიდ-ამბები", რა თქმა უნდა, კარგი ამბებით უნდა დავიწყო.
ქვემოთ მოცემული გრაფიკა აჩვენებს ლონდონის რეანიმაციული საწოლების მდგომარეობას 2013 წლიდან დღემდე. ლურჯი ფერის გრაფიკა არის შარშანდელი მდგომარეობა (როცა ვაქცინაცია არ იყო იანვარ-თებერვალში) და დღევანდელი მდგომარეობა ასახულია შავი გრაფიკით, სადაც ნათლად ჩანს, რომ ვაქცინაცია მუშაობს.
დიახ, კოვიდის ომიკრონის აფეთქება კი არის ლონდონში, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი (71% ორჯერ ვაქცინირებული და 51% ბუსტერით ვაქცინირებული) იცავს ადამიანებს რეანიმაციაში მოხვედრისგან. ეს არის ფაქტი.
ბუსტერდოზები 70%-ით იცავს ჰოსპიტალიზაციისგან (საავადმყოფოში არ მოხვდებით)/
კოვიდის ომიკრონის ვარიანტი, დელტასთან შედარებით, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს და დამძიმება/საავადმყოფოში გადაყვანა/მკურნალობა 3-ჯერ ნაკლებია ანუ დელტა ვარიანტის დროს 50 ინფიცირებული ადამიანიდან 9 ადამიანს სჭირდებოდა ჰოსპიტალში გადაყვანა სამკურნალოდ, ომიკრონის დროს კი მხოლოდ 3 ადამიანს თუ დასჭირდება ჰოსპიტალიზაცია.
გახსოვდეთ, ომიკრონი არის კორონა ვირუსი და პოსტკოვიდური მდგომარეობა ისევ გამოწვევად რჩება ყველასთვის, ვინც გადაიტანა კორონა სიმპტომურად (გამოხატულად ჩანდა, რომ ავად იყავით - სიცხე, სურდო, კუნთების ტკივილი, კანზე გამონაყარი და ა. შ.), თუ უსიმპტომოდ (არაფერი გაწუხებდათ, მხოლოდ ტესტმა აჩვენა, რომ კორონათი ინფიცირებული ხართ).
დაიცავით საკუთარი თავი, დაიცავით თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები და ყველაფერი კარგად იქნება.
კოვიდის დამარცხება შესაძლებელია საკმაოდ მარტივად, პირველ რიგში, გამოიყენეთ ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი პირბადე:
გამოიყენეთ სამედიცინო (ქირურგიული) პირბადე ან
ამერიკაში N95 (United States NIOSH-42CFR84)
ევროპაში - FFP2 (Europe EN 149-2001)
ჩინეთში - KN95 (China GB2626-2006)
ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში - P2 (Australia/New Zealand AS/NZA 1716:2012)
კორეაში - Korea 1st class (Korea KMOEL - 2017-64)
იაპონიაში - DS2 (Japan JMHLW-Notification 214, 2018)
ბრაზილიაში - PFF2 (ABNT/NBR 13.698-2011 – Brazil)
ზემოთ ჩამოთვლილი პირბადეები არის თქვენი საუკეთესო თავდაცვის საშუალებები.
ვაქცინაციას რაც შეეხება, ამჟამად ყველაზე ეფექტური ვაქცინებია: პფაიზერი/ბიონტეკი და მოდერნა.
აიცერით აუცილებლად მე-3 დოზით (ბუსტერი) და ამით კოვიდისგან დაცულობის უფრო დიდი შანსი გექნებათ.
ბუსტერი ამცირებს ჰოსპიტალიზაციას (საავადმყოფოში მიხვედრას) 70%-ით.მაქსიმალურად დაიცავით დისტანცია
იყავით პოზიტიურად განწყობილი,
ყველაფერი კარგად იქნება,
ჯანმრთელობას გისურვებთ“, - წერს გიორგი ფხაკაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ასევე საინტერესოა:
🔵 2022 შესაძლოა პანდემიის დასრულების წელი იყოს - ჯანმოს ხელმძღვანელის დამაიმედებელი პროგნოზი
🔵 მეუფე სტეფანე თავის კელიაში გონდაკარგული იპოვეს
1792127915
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი რომში გრძელდება
შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი რომში გრძელდება - ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე დღეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორის...
1792126388
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ ლიდერთა სამიტზე დღეს სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ ლიდერთა სამიტზე დღეს სიტყვით გამოვა. ირაკლი კობახიძე სესიის ფარგლებში ბ...
1792097721
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი, ზის ტელევიზიაში და პოლიტიკური პარტიის სახელით გველაპარაკება
„ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება. გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა. ის არის აგენტი, ზის ტელევიზიაში და პოლიტიკური პარტიის სახელით გველაპარაკება. აგენტი მელ...
1792096590
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე
„არის ციფრები, რასაც ვერავინ გაექცევა. მათივე ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევა შეგვიძლია ვნახოთ დღის 11 საათზე და 4 საათში რასას [იუკნევიჩიენე] ფუჭი რეზოლუცია, სადაც აცხადებენ სააკაშვილს პოლიტპატიმრ...
1792094526
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის
„ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ...



























