"ომიკრონი" 144 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 105 საქართველოს მოქალაქეა, 39 უცხო ქვეყნის - ამირან გამყრელიძე

31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 144 შემთხვევაა დადასტურებული.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა  ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,„ომიკრონის“ 144 დადასტურებული შემთხვევიდან 4 ინფიცირებულის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მისი განმარტებით, ოთხივე მათგანს თანმხლები დაავადება აქვს და ჰოსპიტალიზაცია კოვიდის სიმძიმით არ იყო გამოწვეული.

„ყველა შემთხვევა მსუბუქი გახლავთ, აქედან 12 არის 18 წლამდე ბავშვი და მოზარდი. მთლიანად 144-დან მხოლოდ 4 იყო ჰოსპიტალიზებული, ისიც სხვა თანმხლები დაავადების გამო, მათი ჰოსპიტალიზაცია არ იყო გამოწვეული კოვიდის სიმძიმით. საშუალო ასაკი 144 ადამიანში სადღაც 37-38 წელია. 144-დან 105 არის საქართველოს მოქალაქე, 39 უცხო ქვეყნის. მათგან 70% არის სრულად ვაქცინირებული“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში „ომიკრონის“​ ცირკულაცია თანდათანობით იმატებს და დადასტურებულ შემთხვევებზე დაახლოებით სამჯერ მეტია.

„144 არის ლაბორატორიულად დადასტურებული იმ საეჭვო შემთხვევათა რაოდენობიდან, რომელიც ჩვენთან იგზავნება. თუ 10 დღის წინ გამოგზავნილ შემთხვევებში ორში ან სამში დასტურდებოდა „ომიკრონი“, ახლა 30 გამოვლენილი შემთხვევიდან ნახევარზე მეტში დასტურდება. ეს ნიშნავს, რომ „ომიკრონის“​ ცირკულაცია ქვეყანაში თანდათანობით იმატებს. როდესაც ვსაუბრობთ 144 ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევაზე, რეალურად შემთხვევები მეტია, რამეთუ რეალურად ხდება მხოლოდ PCR ნიმუშების კვლევა. სწრაფი ტესტით დადგენილ დადებით შემთხვევაში ლაბორატორიულად ეჭვს ვერ მივიტანთ. ამიტომ, ჩემი გადმოსახედიდან ცირკულაცია 144 შემთხვევაზე სამჯერ მეტია“, - აღნიშნა, ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 796 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 291 პაციენტი, 45 კი გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵2022 წლის პირველი „კოვიდ-ამბები“ რა თქმა უნდა, კარგი ამბებით უნდა დავიწყო - გიორგი ფხაკაძე  

🔵მეუფე სტეფანე თავის კელიაში გონდაკარგული იპოვეს

🔵,,უფალმა შეუნდოს მათ, ვინც სხვა ეკლესიის ტერიტორიას ეპოტინება!" - ალექსანდრიის პატრიარქი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750176638

საზოგადოება

საქართველოს საელჩო ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

 ირანში საქართველოს საელჩო ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში საელჩოს ცხელი ხაზის მეშვეობით დაუკავშირდნენ. საელჩო სოციალურ ქსელში საკონტაქტო ინფორმაციას ავრცელებს. „...

საქართველო ირანში

1750175000

მსოფლიო

გერმანიის კანცლერი: ეს არის ბინძური სამუშაო, რასაც ისრაელი ჩვენ ნაცვლად აკეთებს

 ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის ფონზე გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ისრაელს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა. „ეს არის ბინძური სამუშაო, რასაც ისრაელი ჩვენ ნაცვლად აკეთებს. ჩვენც ამ რეჟიმის მსხვ...

ფრიდრიხ მერცი

1750173803

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: უსაფრთხო, მშვიდი გარემოს შენარჩუნება დღეს გამოწვევაა ჩვენი რეგიონისთვის, რაშიც საპარლამენტო დიპლომატიას გადამწყვეტი როლი აქვს

 შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ვიზიტი შეაჯამა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის, რაშიც მნიშვნელოვან როლ...

შალვა პაპუაშვილ

1750171893

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ძალიან დიდი ანგარიშით მოვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში

„როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაალაგონ გარე უფროსებმა, ჩვენ ძალიან დიდი ანგარიშით მოვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გა...

ლევან მაჭავარიანი

1750170106

ახალი ამბები

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებით კომისიაში საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბულინგის თემაზე შეხვედრა გაიმართა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და კომისიის წევრი ეკა სეფაშვილი ბულინგის თემაზე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს,...

 მარიამ ლაშხი