ნიუ-იორკის შტატის ასამბლეამ 26 მაისი ნიუ-იორკის შტატში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა

ქ. ნიუ იორკში, ჰარვარდის კლუბში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს გენერალურმა საკონსულომ უმასპინძლა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ. გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას და ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე.
უწყების ცნობით, საქართველოს გენერალურ საკონსულოს საზეიმოდ გადაეცა ნიუ-იორკის შტატის ასამბლეის საკანონმდებლო რეზოლუცია, რომლითაც 26 მაისი აღიარებული იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ ნიუ-იორკის შტატში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი დავით ბაქრაძე, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უცხოელ მისიათა ნიუ-იორკის რეგიონალური ოფისის დირექტორი კეტლინ იგენი, ნიუ-იორკში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების ელჩები და გენერალური კონსულები, ადგილობრივი ხელისულფლების ორგანოების, მათ შორის, ქ. ნიუ-იორკის მერიის წარმომადგენლები და ქვინსის რაიონის ვიცე-პრეზიდენტი, სავაჭრო-სამრეწველო პალატების პრეზიდენტები და ქართული კულტურული ცენტრების ხელმძღვანელები.
1756875866
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეებში საქართველოში
სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ამინდის ცვლილებას ვარაუდობენ. ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. რაც შეეხება ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში 23-28 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში...
1756843965
მსოფლიოტრამპი: რამდენიმე კვირის წინ ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პუტინთან - თუ არაფერი გამოვა, ჩვენ განსხვავებულ პოზიციას დავიკავებთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რამდენიმე კვირის წინ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან „ძალიან კარგი შეხვედრა“ ჰქონდა. „რამდენიმე კვირის წინ ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პუტინ...
1756843393
საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტო: აღმოსავლეთ საქართველოში შეინიშნება მყარი ნაწილაკების ზრდა ატმოსფერულ ჰაერში, რაც განპირობებულია უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით
„2 სექტემბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა ატმოსფერულ ჰაერში. აღნიშნული პროცესი ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთ-აღმოსა...
1756841024
საზოგადოებაპარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა განიხილა
პარლამენტმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შე...
1756838842
მსოფლიომარკ რუტე: რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ევროპის ყველა ქვეყნისთვის
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ევროპის ყველა ქვეყნისთვის. რუტემ ასევე ახსენა ბოლოდროინდელი ინციდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავთან დაკავშირე...