აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულები არიან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1997 წელს დაბადებული ა.თ., 2003 წელს დაბადებული ე.ჩ. და 2000 წელს დაბადებული დ.ი.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“. პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია მცირე ზომის ელექტრო სასწორი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.
აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1754296179
საზოგადოებასოზარ სუბარი: განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა თეა წულუკიანს, მისი გამოცდილება იყო ძალიან მნიშვნელოვანი - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მაღალპროფესიული, დასაბუთებული დასკვნა, თითოეული სიტყვის უკან დგას უამრავი ფაქტი და წყარო
ძალიან დიდი მუშაობა ჩატარდა კომისიის თითოეული წევრის, დამხმარე პერსონალის, აპარატის მხრიდან, მაგრამ, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ თეა წულუკიანს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დრო...
1754295756
საზოგადოებაშარმანაშვილი კომისიის დასკვნაზე: ჩვენს შემდგომ ვინც გააკეთებს ასეთ დასკვნას ამაზე ქვემოთ ვეღარ ჩამოვა, ეს თამასა უკვე ძალიან მაღალია, რაც ჩვენი სამართლებრივი და პოლიტიკური კულტურის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობის მქონეა
მართლა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი კომისიის თავმჯდომარის უზარმაზარ გამოცდილებას და მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი ტიპის დასკვნების სტანდარტმა აიწია. უკვე ჩვენს შემდგომ ვინც გააკეთებს ასეთ დასკვნას ამა...
1754295676
საზოგადოებასოზარ სუბარი: როდესაც ვუსმენდით დაზარალებულებს, ის საშინელება ისე ცოცხლდებოდა, რომ წარმოუდგენელი იყო ემოციის გარეშე მოსმენა - ადამიანური განცდა დაწერილ ტექსტში ვერ გადმოვა, მაგრამ ფაქტები ასახულია და ეს მნიშვნელოვანია
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...
1754294462
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი: ელდარ შენგელაიას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის, მან თავისი შემოქმედებით წარუშლელი კვალი დატოვა არა მხოლოდ კინემატოგრაფიაში, არამედ ქართულ კულტურაში
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო...
1754292882
საზოგადოებარიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
თბილისის მერიის ინფორმაციით, რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო, 5 აგვისტოს მგზავრებს ვერ მოემსახურება. „საბაგირო ჩვეულ რეჟიმში მუშაობას 6 აგვისტოს გა...