ალენ ბერსე - ახლა დიალოგის მომენტია, სწორედ ამიტომ მქონდა ცოტა ხნის წინ კონტაქტი პრემიერ კობახიძესთან და ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზეც არსებობს ასეთი შესაძლებლობა

„არსებობს მკაფიო განცხადება საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ, მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს გარკვეული კანონების ევოლუცია, რაც ჩვენში შეშფოთებას იწვევს. ზუსტად ის მომენტია, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ კონტაქტზე, გვქონდეს დიალოგი“, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
ბერსემ არ გამორიცხა, რომ ანტალიაში შეხვედრის შემდეგ პრემიერთან დიალოგის შესაძლებლობა ჰქონდეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზეც.
„როგორც იცით, ჩემთვის და ევროპის საბჭოსთვის სამხრეთ კავკასია მართლაც მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია სტაბილურობა, მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში. ასევე, შემიძლია აღვნიშნო, რას ვაკეთებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების წასახალისებლად, მხარდასაჭერად. დეკემბერში ვიყავი საქართველოში. არსებობს მკაფიო განცხადება საქართველოში ევროპული მომავლის შესახებ, მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს გარკვეული კანონების ევოლუცია, რაც ჩვენში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. ეს ნიშნავს, რომ ზუსტად ის მომენტია, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ კონტაქტზე, გვქონდეს დიალოგი და ვეცადოთ, ერთად ვიყოთ გამჭვირვალე. სწორედ ამიტომ მქონდა ცოტა ხნის წინ კონტაქტი პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან. ბოლო შეხვედრა, ასევე, ანტალიაში იყო. შევთანხმდით, რომ ერთად შევიმუშავებდით სტრუქტურირებულ დიალოგს ყველა ამ საკითხის მოსაგვარებლად და აქაც, ახლა შეიძლება გვქონდეს შესაძლებლობა, პირდაპირ განვიხილოთ ეს საკითხი პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან“, – განაცხადა ალენ ბერსემ.
1747418668
ახალი ამბებიამინდი კვლავ გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ მოსახლეობას სოციალური ქსელით აფრთხილებს. 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 18 მაისის დღის ბოლოდან...
1747417039
ახალი ამბებიოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ასევე, შეიცვლებასაზოგ...
1747414597
სპორტითბილისში საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი ჩატარდა
თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი გაიმართა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. საქართელოს ნაკრებს საკმაოდ სერიოზული დანაკლისი ჰქონდა – გიორგი...
1747414364
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: მითი საქართველოს არჩეული ხელისუფლების არაღიარების შესახებ დასრულებულია - ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ ევროპელი პოლიტიკოსების მეგობრული და თბილი დამოკიდებულება
მითი საქართველოს არჩეული ხელისუფლების არაღიარების შესახებ დასრულებულია! ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი მედიის საშუალებები საკუთარ თავს და საკუთარ ამომრჩეველს ატყუებს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძ...
1747412985
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: კონკრეტული დიპლომატების დასწრება სასამართლო სხდომაზე არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში, ეს პრინციპულად მიუღებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის
„დიპლომატს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს და მით უმეტეს, არ აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ალბანე...