ირაკლი კირცხალია: ოპოზიციის რეიტინგი განახევრებულია - 64-ვე მუნიციპალიტეტში, კიდევ ერთხელ, მეათედ, საიუბილეოდ, საბოლოოდ, დამარცხდებიან

ოპოზიციის რეიტინგი, ყველაზე მინიმუმ, განახევრებულია. 64-ვე მუნიციპალიტეტში, კიდევ ერთხელ, მეათედ, საიუბილეოდ, საბოლოოდ, დამარცხდებიან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „აქტუალური თემა“.
მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ საზოგადოება, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებს თვალს ადევნებს, ასევე პირდაპირ ეთერში დააკვირდება, თუ როგორ გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სარჩელის წარმოება, რომელსაც მმართველი გუნდი მათ წინააღმდეგ შეიტანს.
„განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ პერიოდში და წინასაარჩევნო რამდენიმეთვიან პერიოდში, როდესაც ჩვენმა საზოგადოებამ ნათლად ნახა, თუ როგორ მიმდინარეობდა მათი [ოპოზიციის] წინასაარჩევნო კამპანია, ველზე ვერ გადიოდნენ, ყველა ვნახეთ ის პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც ანტისამთავრობო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას, შემდეგ დიპლომატიური კორპუსის განცხადებები ამ ყველაფერთან, ან თუნდაც დუმილი. ყველამ ვნახეთ ის ბრძოლა და პირდაპირ სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა რუსთაველის გამზირზე და არამარტო. შემდეგ ყველამ ვნახეთ ის რაღაც ღიმილისმომგვრელი 300 და 400 000 ხმის, ასე ვთქვათ, გაყალბება. ჯერ 300 000 თქვეს, შემდეგ 300 000 ხმით გაყალბების შემთხვევაშიც კი „ქართული ოცნება“ გამოდიოდა გამარჯვებული. შემდეგ 400 000 ხმა, შემდეგ ეს რაღაც გაჟონილი ბიულეტენები, შემდეგ ქურქიანი ქალბატონები, რომლებიც თურმე ვიღაცას აიძულებდნენ, საარჩევნო უბნებზე ხმა მიეცათ „ქართული ოცნებისთვის“. ასეთი ტრაგიკომიკური ჟანრი შემოგვთავაზეს მათ და მათმა პატრონებმა. ამ ყველაფრის შემდეგ დარწმუნებული იყოს ჩვენი საზოგადოება და დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაზე მინიმუმ, მათი რეიტინგი განახევრებულია, თითოეული ამ დანაყოფის და თითოეული ამ ფლანგის.
რაც შეეხება ჩვენს გაცხადებულ გეგმებს, 64-ვე მუნიციპალიტეტში კიდევ ერთხელ, მეათედ, საიუბილეოდ, საბოლოოდ დამარცხდებიან. ამის შემდეგ საზოგადოება, როგორც დღეს აკვირდება, როგორ მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისია, პირდაპირ ეთერში დააკვირდება, თუ როგორ გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სარჩელის წარმოება, რომელსაც „ქართული ოცნება“ შეიტანს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალია.
1746272825
საზოგადოებამათიკაშვილი: რეიტინგ დაკარგული ოპოზიცია ერთმანეთს აბრალებს ამ დამარცხების და რეიტინგის დაკარგვის მიზეზებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მოიქცევა ისე, როგორც დაავალებენ. „რეიტინგ დაკარგული ოპოზიცია ერთმანეთს აბრალებს ამ დამარცხების და რეიტინგის დაკარგვის მიზეზებს...
1746272406
საზოგადოებადავით ჩიხელიძე: აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ევროპისთვის დამახასიათებელი შეშფოთება გამოთქვა, მაგრამ აშშ-ის შეშფოთება საქმეში ვერ კონვერტირდა, რაც საფუძვლიან ეჭვებს აჩენს, რომ „დიფ სთეითი“ აშშ-ში ძალებს იკრებს და არსად წასულა!
გერმანიაში პარტიის ფაქტობრივი აკრძალვის ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ევროპისთვის დამახასიათებელი შეშფოთება გამოთქვა, გერმანიაში არსებულ ვითარებას შეფარვითი ტირანიაც კი უწოდა, - წერს...
1746271798
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენი პოლიცია მოქმედებს გაცილებით მაღალი სტანდარტით, ვიდრე ისეთი წამყვანი ქვეყნის პოლიცია, როგორიც არის - საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი და აშშ
„ჩვენი პოლიცია მოქმედებს გაცილებით მაღალი სტანდარტით, ვიდრე ისეთი წამყვანი ქვეყნის პოლიცია, როგორიც არის - საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი და აშშ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარი...
1746268536
საზოგადოებავოლსკი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვაზე: საქართველოსთან ვავლებთ ხოლმე პარალელებს. ჩვენ „ნაცმოძრაობას“ ვუპირისპირდებით ფაქტებით, მათგან ერთიც იქნებოდა საკმარისი, ყოფილი წევრებისთვის აეკრძალათ სახელმწიფო სტრუქტურებში საქმიანობა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის მიერ მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარების ფაქტს მედიას...
1746265491
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: „ალტერნატივა გერმანიისთვის" არის ნამდვილად პატრიოტული ძალა და სწორედ ეს არ მოსწონს „დიფ სთეითს“, ვინაიდან ასეთი პატრიოტული ძალები მოქმედებენ თავიანთი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით, ისევე, როგორც „ქართული ოცნება“
ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. ახლა ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებაც ამასთან დაკავშირებით, ტირანია უწოდა ბატონმა რუბიომ ამ საქციელს, როდესაც ექსტრემისტულ პარტიად გამოაცხადეს „ალტერნატივა გ...