დავით ჩიხელიძე: აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ევროპისთვის დამახასიათებელი შეშფოთება გამოთქვა, მაგრამ აშშ-ის შეშფოთება საქმეში ვერ კონვერტირდა, რაც საფუძვლიან ეჭვებს აჩენს, რომ „დიფ სთეითი“ აშშ-ში ძალებს იკრებს და არსად წასულა!

გერმანიაში პარტიის ფაქტობრივი აკრძალვის ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ევროპისთვის დამახასიათებელი შეშფოთება გამოთქვა, გერმანიაში არსებულ ვითარებას შეფარვითი ტირანიაც კი უწოდა, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე.
ჩიხელიძის თქმით, სამწუხაროდ აშშ-ს შეშფოთება საქმეში ვერ კონვერტირდა , რაც საფუძვლიან ეჭვებს აჩენს, რომ „დიფ სთეითი“ აშშ-ში ძალებს იკრებს და ის არსად წასულა.
„ევროპული ქვეყნები დემოკრატიისთვის სახიფათო ქმედებებს განაგრძობენ, გერმანიაში, ფედერალური სადაზვერვო სამსახურის მიერ მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად იქნა აღიარებული, რაც დიქტატურისთვის დამახასიათებელი ქმედებაა, აღნიშნული სამწუხაროდ არა ერთჯერადი აქტი, არამედ ევროპისთვის დამახასიათებელი, მანკიერი რეალობაა.
ევროპის ქვეყნებისთვის მიუღებელია ყველა ის პარტია, რომელიც გლობალური ომის პარტიის პოლიტიკას ეწინააღმდეგება, რეალურად დიფ სთეითი საკუთარი ძალაუფლების შეზღუდვას ვერ ეგუება, დიფ სთეითი დემოკრატიის სახელით, დემოკრატიის განგმირვას ცდილობს!
საფრანგეთში, რამდენიმე კვირის უკან ოპოზიციის ლიდერს და საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების უმთავრეს კანდიდატს, არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს, ანალოგიურად განვითარდა მოვლენები რუმინეთში, სადაც არჩევნების შედეგები გააუქმეს და ოპოზიციონერ კანდიდატს ასევე აუკრძალეს არჩევნებში მონაწილეობა.
აკრძალვების რეალური მიზეზი ოპოზიციური პარტიების სიძლიერე და მათ მიერ დადგენილი დღის წესრიგის შეცვლის საფრთხე წარმოადგენდა.
გერმანიაში პარტიის ფაქტობრივი აკრძალვის ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ევროპისთვის დამახასიათებელი შეშფოთება გამოთქვა, გერმანიაში არსებულ ვითარებას შეფარვითი ტირანიაც კი უწოდა, მაგრამ.... სამწუხაროდ აშშ-ს შეშფოთება საქმეში ვერ კონვერტირდა , რაც საფუძვლიან ეჭვებს აჩენს, რომ დიფ სთეითი აშშ-ს ძალებს იკრებს და ის არსად წასულა! ის რაც გერმანიაში მოხდა, შემდგარი ფაქტია, ასევე შემდგარი ფაქტია აშშ-ს რბილად რომ ვთქვათ არაადეკვატური ქმედება, რომელიც აშშ-ს სისუსტედ და დიფ სთეითის სიძლიერედ უნდა მივიჩნიოთ?“ - წერს დავით ჩიხელიძე.
1746295333
საზოგადოებალევან მურუსიძე: დარწმუნებული ვარ, სასამართლო იქნება მტკიცე. ეს სანქციები ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. რაც მეტი ზეწოლა იქნება სასამართლო სისტემაზე, უფრო მედგრად იდგება
რეალური მიზეზი ის კი არ არის, რომ ვიღაცას კორუფცია აინტერესებს, რეალური მიზეზი არის, რომ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდათ, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, ლევან მურ...
1746292522
საზოგადოებაზურა ხიზანიშვილი და სალომე ღვინიაშვილი ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ზურა ხიზანიშვილი და მისი მეუღლე სალომე ღვინიაშვილი ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერის...
1746290616
საზოგადოებაალექსანდრე ჩივაძე: სამწუხაროდ, ჩემს გვერდზე აღარ არიან დიდი ფეხბურთელები, მთელი მწვრთნელთა პლეადა. ჩვენ, ვეტერანები ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე ვდგავართ და დიდი იმედი მაქვს, რომ ბიჭები დიდ წარმატებას მიაღწევენ
სამწუხაროდ, ჩემს გვერდზე აღარ არიან დიდი ფეხბურთელები, მთელი მწვრთნელთა პლეადა, - განუცხადა ჟურნალისტებს ვეტერანმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ჩივაძემ მის 70 წლის საიუბილეო საღამოზე. ალექსანდრე ჩივაძის თქმ...
1746288065
საზოგადოებადედაქალაქის მერმა ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, ალექსანდრე ჩივაძეს 70 წლის იუბილე მიულოცა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, თბილისის „დინამოს“ გამორჩეული კაპიტნის, ალექსანდრე ჩივაძის საიუბილეო საღამოს დაესწრო და ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს 70 წლის იუბილე მიულოცა. კახა კალაძემ მოწვეულ სტუმრებ...
1746286625
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ალექსანდრე ჩივაძის განსაკუთრებული წვლილია, დღეს ჩვენი ფეხბურთი რომ ასეთი წარმატებულია, მადლობა მას ყველაფრისთვის, რაც ქართული ფეხბურთისა და ქვეყნისთვის გააკეთა
საფეხბურთო ისტორიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ქვეყანას ჰქონდეს მდიდარი საფეხბურთო ისტორია და ამ ისტორიის შექმნაში ალექსანდრე ჩივაძეს აქვს განსაკუთრებულზე განსაკუთრებული წვლილი შეტანილი, - განა...