დავით ჩიხელიძე: Tbilis Open Air-ზე მომხდარი ინციდენტი სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა, ეს არის ქვეყნის მტრობა პატრიოტიზმის სახელით სადამდე დავეცით, საჯარო სივრცეში მოშარდვა აღტაცების ობიექტი გახდა - დაფიქრდით ვის თამაშს თამაშობთ

„Tbilis Open Air მომხდარი ინციდენტი სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა, ეს არის ქვეყნის მტრობა პატრიოტიზმის სახელით! ღონისძიების ერთ ერთმა მონაწილემ რუსეთის დროშას დააფსა, რაც თავის მხრივ პატრიოტიზმად და გმირობად ვერ ჩაითვალა, სამწუხაროა პუბლიკის დეგრადირების ხარისხი, რომელიც აღნიშნულ ფაქტს ოვაციით შეხვდა, ეს არის კარგი ინდიკატორი იმისა, თუ სადამდე დავეცით, საჯარო სივრცეში მოშარდვა აღტაცების ობიექტი გახდა,“ - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ჩიხელიძე წერს, „ვიღაცისთვის შესაძლოა ეს პატრიოტიზმის უმაღლესი გამოვლინება იყოს, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, იდიოტი და ჭკუასუსტია ის, ვისთვისაც დროშის მსგავსი ფორმით შეურაცხყოფა გმირობა ან პატრიოტიზმია, თუ ომი გსურთ და ასეთი მაგარი ტიპები ხართ, შეგიძლიათ უკრაინაში წახვიდეთ და იქ იომოთ!“
„Tbilis Open Air მომხდარი ინციდენტი სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა, ეს არის ქვეყნის მტრობა პატრიოტიზმის სახელით! ღონისძიების ერთ ერთმა მონაწილემ რუსეთის დროშას დააფსა, რაც თავის მხრივ პატრიოტიზმად და გმირობად ვერ ჩაითვალა, სამწუხაროა პუბლიკის დეგრადირების ხარისხი, რომელიც აღნიშნულ ფაქტს ოვაციით შეხვდა, ეს არის კარგი ინდიკატორი იმისა, თუ სადამდე დავეცით, საჯარო სივრცეში მოშარდვა აღტაცების ობიექტი გახდა, აღნიშნული ზუსტად ის მომენტია, როდესაც უნდა დავსვათ კითხვა სად ვართ და სად უნდა ვიყოთ! მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რომელმაც მომხდარი ფაქტის გამოძიების პირობა დადო.
რაც რა თქმა უნდა ნეგატიურად აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე და დეოკუპაციაზე, რომლისკენაც ჩვენი ქვეყანა იღვწის. ვიღაცისთვის შესაძლოა ეს პატრიოტიზმის უმაღლესი გამოვლინება იყოს, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, იდიოტი და ჭკუასუსტია ის, ვისთვისაც დროშის მსგავსი ფორმით შეურაცხყოფა გმირობა ან პატრიოტიზმია, თუ ომი გსურთ და ასეთი მაგარი ტიპები ხართ, შეგიძლიათ უკრაინაში წახვიდეთ და იქ იომოთ! ყოველი მსგავსი გამოხტომის და დაუფიქრებელი ნაბიჯის შემდეგ, საქართველოს მთავრობაზე წნეხი იზრდება, უარესდება არსებული რეალობა, რისი გამოსწორებაც დიდ ძალისხმევას და დროს მოითხოვს, დაფიქრდით ვის წისქვილზე ასხამთ წყალს და ვის თამაშს თამაშობთ!“- წერს დავით ჩიხელიძე.
1748354566
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ოპოზიციისთვის არ დაგვიძალებია მანდატების დატოვება, გარე უფროსებმა ასე დაავალეს და თვითონ ისინი არიან პასუხისმგებლები, რომ ოპოზიცია ქუჩაშია დარჩენილი
„ოპოზიციისთვის არ დაგვიძალებია მანდატების დატოვება, გარე უფროსებმა ასე დაავალეს და თვითონ ისინი არიან პასუხისმგებლები, რომ ოპოზიცია ქუჩაშია დარჩენილი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო...
1748353746
ახალი ამბებიპროკურატურამ ბათუმში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ბათუმში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძი...
1748352807
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7357 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7376 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1748351141
ახალი ამბებიქობულეთში 55 წლის კაცი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაიღუპა
ქობულეთში, ინერტული მასალის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში დასაქმებული 55 წლის კაცი სამუშაოს წარმოების დროს დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, დასაქმებული მძიმე ტექნიკას მართავდა, როდესაც მწყობრიდან გამო...
1748349676
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო დღეს ვულოცავ ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებსა და ამ სისტემის თითოეულ თანამშრომელს, თქვენ ჩვენი საზოგადოების ნამდვილი გმირები ხართ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო დღეს ულოცავს. „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო დღეს ვულოცავ...