შარმანაშვილი ოპოზიციაზე: ადგილობრივი არჩევნების კიდევ ერთი ბოიკოტი მათთვის თვითგანადგურების ტოლფასი იქნება

 „ჩვენ არა გვაქვს იმ ადამიანებთან საქმე, რომლებიც რაღაცას ჯინაზე აკეთებენ, ან თავისი მოსაზრებით სწორად აკეთებენ, ან არასწორად აკეთებენ - ეს არის ხალხი, რომელიც პირდაპირ ასრულებს ინსტრუქციებს. ამიტომ გვიძნელდება ჩვენ მათთან ურთიერთობა, ამიტომ კარგავს მათთან ურთიერთობა აზრს“, - ამის შესახებ ოპოზიციაზე საუბრისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, თუკი ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, პოლიტიკურად საბოლოოდ განადგურდებიან.

„აქ მთავარი ის არის, რომ მათი პატრონები, ვინც დავალებებს იძლევიან, ისინი დარწმუნდნენ და დარწმუნდებიან ჩვენდამი ასეთი დამოკიდებულების უპერსპექტივობაში. შესაბამისად, მოუვათ დირექტივები მათ ადგილობრივ აგენტურას, რომ შესაბამისად მოიქცნენ და პირველი ნაბიჯი ზუსტად ეს იქნება. რა თქმა უნდა, კიდევ ერთი ბოიკოტი ადგილობრივი არჩევნებისა მათთვის საბოლოო განადგურების ტოლფასი იქნება და არა ჩვენი მხრიდან განადგურების, არამედ თვითგანადგურების.

„დიფ სთეითი“ ნუ წარმოგიდგენიათ ისე, რომ ცალმხრივად მოქმედებდეს, ისინი საკმაოდ სერიოზული და გავლენიანი ძალები არიან. შეიძლება როლები გადაუნაწილონ - რაღაც ნაწილს უთხრან, თქვენ წადით და მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, მეორე ნაწილს - თქვენ გააგრძელეთ რადიკალობანას თამაშიო და დაიტოვონ რაღაც პლაცდარმი სამომავლოდ, რომ თუ საჭირო გახდება, რევოლუციური სიტუაცია შექმნან საქართველოში, ან არეულობა შემოიტანონ. ვნახავთ როგორ გადააჯგუფებენ, მაგრამ ფაქტი ერთია - მათ რომ ერთი პატრონი ჰყავთ, უკვე ძალიან ნათლად დადასტურდა. ისეთი ადამიანები შეკრიბეს ერთად, რომლებიც გუშინ ერთმანეთს მიწაში დებდნენ, ერთმანეთს ბრალს დებდნენ რაღაც წარმოუდგენელ დანაშაულებში და დღეს ისინი ერთად არიან.

ჩვენთვის მთავარი არის გავყვეთ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ძირითადად ვექტორს, რომელმაც აქამდე მოგვიტანა მშვიდობა და აქამდე მოგვიტანა კეთილდღეობის ზრდა. ეს არის ჩვენთვის მთავარი და ვისაც უნდა ამაში მონაწილეობის მიღება, კარი ღიაა, ხოლო ვისაც არ უნდა, რაც უნდა ის უკეთებია, ჩვენ მათ ვერ გამოვეკიდებით და საფლავში ვერ ჩავყვებით“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747667809

საზოგადოება

ვახტანგ ცინცაძე: ევროკომისიის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს ეკონომიკის ზრდა, სწორი ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა, ასევე უმუშევრობის შემცირების ტენდენციები

 ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ 2024 წელს საქართველოს ჰქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელმაც 9. 4% შეადგინა. დოკუმენტში ასევე საუბარია იმ სწორ ეკონომი...

ვახტანგ ცინცაძე

1747662626

საზოგადოება

დავით ჩიხელიძე: „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ აქციების ნაწილი გაიყიდა, ეს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ქსელის მიერ დაგეგმილი სვლაა. ბანკების აქციების მყიდველი „ბლექ როქია“, რომელიც გლობალური ძალების მთავარი ფინანსური მხარდამჭერია

ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ აქციების ნაწილი გაიყიდა, ეს ერთი შეხედვით უწყინარი ტრანზაქცია, რეალურად, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი ქსელის მიერ დაგეგმილი სვლაა, რომლის...

დავით ჩიხელიძე

1747662580

საზოგადოება

გენადი არველაძე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის გენერალურ მდივანს, კურტ ჯაგერს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (European Free Trade Association - EFTA) გენერალურ მდივანს, კურტ ჯაგერს შეხვდა. სამინისტრო...

გენადი არველაძე

1747660288

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7406 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7415 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტა

1747659766

საზოგადოება

ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში ეკონომიკის 9,4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2025-2026 წლისთვის კი 5-6%-იანი ზრდაა მოსალოდნელი

ევროკომისიამ ევროპის ეკონომიკური პროგნოზი გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2024 წელს საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 9,4% შეადგინა. ანგარიშის მიხედვით, ზრდის მთავარი ფაქტორები იყო კერძო და სახე...

ეკონომიკური ზრდა