გიორგი ვოლსკი: აქვს თუ არა საფუძველი, მაგალითად ჯო უილსონს, რომ დაგვაბრალოს ტერორისტული აქტივობები? - არა. იმავენაირად არ აქვს უფლება ევროკავშირის ნებისმიერ სტრუქტურას, რომ საქართველოს ხელისუფლებას არაევროპული და პრორუსული უწოდოს

აქვს თუ არა საფუძველი, მაგალითად, ჯო უილსონს, რომ დაგვაბრალოს ტერორისტული აქტივობები? - არა. იმავენაირად არ აქვს უფლება ევროკავშირის ნებისმიერ სტრუქტურას, რომ საქართველოს ხელისუფლებას არაევროპული და პრორუსული უწოდოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკიმ.

მან ზოგადად მიმოიხილა ის პროცესები, რომელიც 2022 წლიდან საქართველოსთან მიმართებით ვითარდება.

„კიდევ უფრო კონკრეტული გახდა ის, რაზეც ადრე ვსაუბრობდით - გერმანიის კანცლერის მხრიდან, სახელისუფლებო რგოლების მხრიდან არაერთხელ იყო გაცხადებული, რომ მათი დაპირისპირება რუსეთთან გარდაუვალია, თუმცა სხვანაირად ფიქრობს ის ოპოზიცია, რომელიც უკვე მათზე პოპულარულია. გერმანიისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში განვითარდეს დაპირისპირების ის ხარისხი, რომელიც მათ რუსეთის შემაკავებელ ფაქტორად წარმოუდგენიათ. რადგან არ ემორჩილები - შესაბამის პასუხს გაძლევენ. ეს იმ სცენარის ერთ-ერთი მონაკვეთია, რომელიც 2022 წლიდან შემოგვთავაზა ბრიუსელმა - ანუ არ დგები ცალ ფეხზე? ზუსტად იმას მიიღებ, რასაც ახლა ვხედავთ. ავიღოთ კაია კალასის, მარტა კოსის, კუბილუისის განცხადება, „ბიბისის“ თემა; აქვს თუ არა საფუძველი, მაგალითად, ჯო უილსონს, რომ დაგვაბრალოს ტერორისტული აქტივობები? - არა. იმავენაირად არ აქვს უფლება ევროკავშირის ნებისმიერ სტრუქტურას, რომ საქართველოს არაევროპული და პრორუსული ხელისუფლება უწოდოს.

ვეუბნებით, რომ თანხა შემოიტანეთ რამდენჯერმე და ეს თანხა ვიხილეთ რუსთაველზე. ერთი კაცი დაისაჯა და ისიც სალომე ზურაბიშვილმა გაათავისუფლა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს წვავდა. ეს მოხდა და მოდით, შევთანხმდეთ იმაზე, რომ მომავალში თქვენი თანხა როცა შემოვა, თქვით, რისთვის შემოგაქვთ. მაყურებელს უნდა შევახსენოთ: შალვა პაპუაშვილთან იყვნენ მსხვილი დამფინანსებლები და თქვეს, რად გინდათ ამ კანონის მიღება - რატომ გავიწვიეთ პირველად ის კანონი გახსოვთ და ოპოზიციაში დაიწყეს, აი, შეეშინდათ, უკან გაიწვიეს... მაგრამ, რომ შევამჩნიეთ, რომ არათუ იკლო, არამედ იმატა ინტენსივობამ შავი ფულის შემოტანის, სხვადასხვა აქტივობის დაფინანსების, მაშინ მივიღეთ კანონი, ისეთი, როგორც არაერთ დასავლურ ქვეყანაშია მიღებული. გადახედეთ კვლევებს, სტატისტიკებს და დაინახავთ, რომ იმ სტანდარტების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს ევროპის შემადგენლობაში, ჩვენ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე წინ ვართ პროევროპულობის თვალსაზრისით. როცა შენ ეს ფაქტი გაქვს და ამის საპირისპირო განცხადება გაქვს მარტა კოსის, ან თუნდა გერმანიის კანცლერის, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ბუდობს სხვა გეგმა, კონსპირაცია, რომელიც იმ სცენარის ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს მარიონეტული გაერთიანება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780507819

ახალი ამბები

არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურების, გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შენახვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

უმწეობის გამოყენებით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების, არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ხასიათის და გარყვნილი ქმედების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ...

პროკურატურაა

1780507044

საზოგადოება

გვარამია გეგელიაზე: თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლას, მეც მითარგმნონ, შემთხვევით მარტო „ლელო“ რომ არ შებრუნდეს და არ დაიღუპოს ქართული „ზომიერი“ პოლიტიკური სპექტრი და პროცედურული დემოკრატია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ტრამპის ადმინისტრაციამ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება პირდაპირ დაუკავშირეს საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებას და ირანთან და ჩ...

ნიკა გვარამია

1780504987

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: პირველად გახდა ქართველი ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხალხს კვარას წარმატების საერთო სიხარულში თავისი სიხარულის წილი აქვს, შენ კი მიდიხარ და ზაბარნიზე, ან სხვებზე ესაუბრები, მოგისმენს ამ საკითხზე ხალხი? - არა

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ტვ პირველის“ ჟურნალისტის ვიკა ბუკიას „ფეისბუკ“ სტატუსს ეხმიანება, რომელსაც გაზიარებული აქვს უკრაინელი...

თენგიზ შარმანაშვილი

1780503955

საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანად...

ნინო წილოსანი

1780500665

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი ამოცანაა, აჭარის ტურისტული პროდუქტი გახდეს ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულება

„ტურიზმის სექტორი განსაკუთრებული როლით გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში და დღევანდელი მონაცემებით, მას 9.5%-იანი წილი უკავია ეროვნულ ეკონომიკაში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარ...

მარიამ ქვრივიშვილი