ზურაბ პატარაძე: გვაქვს შესაძლებლობა ქობულეთში დავიწყოთ მასშტაბური, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ აქტივობასა და დამატებით შესაძლებლობებს

ქობულეთში მრავალფუნქციური კომპლექსის Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, თვითმმართველობების, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ინვესტორი კომპანიების - „არქისა“ და „ნექსთის“ დამფუძნებლები, ასევე Accor-ის ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში.

მასშტაბური საინვესტიციო პროექტი ქობულეთის საკურორტო ზონაში თანამედროვე ტურისტულ, საცხოვრებელ და რეკრეაციულ ინფრასტრუქტურას გააერთიანებს და როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, მსგავსი მასშტაბის საინვესტიციო პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

„დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ქობულეთში დავიწყოთ მასშტაბური, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა. როდესაც ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, ეკონომიკის დივერსიფიკაცია ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. აღნიშნულ პროექტს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ აქტივობასა და დამატებით შესაძლებლობებს ქობულეთისა და მთლიანად რეგიონისთვის. სასიხარულოა, რომ აჭარა სულ უფრო მეტად ხდება საერთაშორისო ინვესტორების ინტერესის ცენტრი და მზად ვართ თითოეულ მათგანთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

პროექტის საინვესტიციო მოცულობა 300 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. კომპლექსი მოიცავს სასტუმრო, საკონფერენციო, სპორტულ-გამაჯანსაღებელ და დასასვენებელ ინფრასტრუქტურას.

სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსის არქიტექტურულ კონცეფციაზე საერთაშორისო კომპანია Chapman Taylor-ის მადრიდის ოფისმა იმუშავა. პროექტი საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის, Swissôtel-ის სახელით განხორციელდება. Swissôtel Accor-ის საერთაშორისო სასტუმრო ბრენდია, რომელიც მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში 40-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს.

საზეიმო ცერემონიის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ინვესტორებმა პროექტის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780504987

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: პირველად გახდა ქართველი ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხალხს კვარას წარმატების საერთო სიხარულში თავისი სიხარულის წილი აქვს, შენ კი მიდიხარ და ზაბარნიზე, ან სხვებზე ესაუბრები, მოგისმენს ამ საკითხზე ხალხი? - არა

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი „ტვ პირველის“ ჟურნალისტის ვიკა ბუკიას „ფეისბუკ“ სტატუსს ეხმიანება, რომელსაც გაზიარებული აქვს უკრაინელი...

თენგიზ შარმანაშვილი

1780503955

საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანად...

ნინო წილოსანი

1780500665

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი ამოცანაა, აჭარის ტურისტული პროდუქტი გახდეს ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულება

„ტურიზმის სექტორი განსაკუთრებული როლით გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში და დღევანდელი მონაცემებით, მას 9.5%-იანი წილი უკავია ეროვნულ ეკონომიკაში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარ...

მარიამ ქვრივიშვილი

1780500104

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: პროექტი Swissôtel Kobuleti Beach Resort ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად დინამიკურად იზრდება საქართველოში ტურიზმის სექტორი და რამდენად ჯანსაღია საინვესტიციო გარემო

„დღევანდელი დღე სიმბოლურია და ასევე მნიშვნელოვანი, რადგან ნათლად წარმოაჩენს, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი განჭვრეტადი, საიმედო და ინვესტორებისთვის მეგობრული გარემო მათ სტიმულს აძლევს, ასეთი მსხვილი ინ...

მარიამ ქვრივიშვილი

1780499855

საზოგადოება

სალომე სამადაშვილი: არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არ მოუტანია არანაირი შედეგი, გარდა ოპოზიციის დაზიანებისა

საარჩევნო ბოიკოტს არასდროს და არავინ მსოფლიოს ცივილიზებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში მხარს არ უჭერს მარტივი მიზეზით, არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არანაირი შედეგი გარდა ოპოზიციის დაზიანებისა არ...

სალომე სამადაშვილი