გოჩა ქიმაძე: ამაყი ვარ, რადგან როგორც ჩანს, შევძელი წინა ოთხ წელიწადში მეკეთებინა ის, რაც ჩვენს ხალხს და ჩვენს მუნიციპალიტეტს სჭირდებოდა, თუ რამე გაკეთდა ადიგენში, მინიმუმ ორჯერ მეტი გაკეთდება, ვიდრე გაკეთდა გასული ოთხი წლის მანძილზე

„ამაყი ვარ იმიტომ, რომ როგორც ჩანს, მე შევძელი წინა ოთხ წელიწადში მეკეთებინა ის, რაც ჩვენს ხალხს და ჩვენს მუნიციპალიტეტს სჭირდებოდა. რაც მთავარი იყო, როგორც ჩანს, ხალხის ნდობა შევიძინე, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ეს კიდევ ნიშნავს იმას, რომ თუ რამე გაკეთდა ადიგენში, მინიმუმ ორჯერ მეტი გაკეთდება, ვიდრე გაკეთდა გასული ოთხი წლის მანძილზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ადიგენის მერობის კანდიდატმა გოჩა ქიმაძემ განაცხადა.
გოჩა ქიმაძემ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის, გამოყო თამარ მეფის ქუჩაზე საგამოფენო სივრცე და ტურისტული ცენტრი, სადაც სხვადასხვა აქტივობები იმართება.
გოჩა ქიმაძის თქმით, რაიონისთვის ამჟამად მთავარი გამოწვევა კულტურის სახლის მშენებლობაა, რომლის დასაწყებად განკარგულების გამოცემას ელოდებიან.
„აქ ერთი უბრალო, ჩვეულებრივი ფერდი იყო და გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა გადასახედი, სადაც ტურისტები მივიდოდნენ, შეიკრიბებოდნენ. ამ ოთხი წლის განმავლობაში რა აქტივობებიც გვქონდა, ერთ-ერთ იდეად, რომელიც ჩემი იდეა და პროექტი იყო, შემიძლია ამით ვიამაყო.
ამ ოთხი წლის მანძილზე დაახლოებით, 40 მილიონზე მეტი არის დახარჯული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. თითქმის აღარ დაგვრჩა სოფელი, სადაც ამ მხრივ გამოწვევა გვაქვს. რაც შეეხება გაზიფიცირებას, 14 სოფელი გვაქვს დარჩენილი, სადაც გაზი არ არის შეყვანილი. ამ 14 სოფლიდან, ორში უკვე მშენებლობა მიმდინარეობს. ჩვენი რაიონისთვის მთავარი გამოწვევა არის ის, რომ კულტურის სახლი არ აქვს რაიონს. პროექტი გამზადებულია, გადაწყვეტილებაც მიღებულია. ახლა დასაწყებად ველოდებით განკარგულების გამოცემას. იქნება მულტიფუნქციური, იქნება სპორტული დარბაზი, საცურაო აუზი, იქნება რამდენიმე დარბაზი, სადაც სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება“, - განაცხადა გოჩა ქიმაძემ.
1755284452
მსოფლიორუსეთის სამთავრობო თვითმფრინავი, რომელშიც ვლადიმირ პუტინი იმყოფება, ქალაქ ანკორიჯში დაეშვა
რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავი, რომელშიც ვლადიმირ პუტინი იმყოფება, ქალაქ ანკორიჯში დაეშვა. ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ალასკის ქალაქ ანკორიჯში დღეს გაიმართება. რუსული დელეგაცია პუტინის გარდა აშშ-ში...
1755284042
საზოგადოებამსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში: სურამის შემოვლითი გზის გახსნით ვაღიარებთ, რომ თანამედროვე, უსაფრთხო ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს მგზავრების და ტვირთის ტრანსპორტირებას, ქმნის სამუშაო ადგილებს
„საქართველოს გეოგრაფია ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს ანიჭებს დაკავშირებადობას, საგზაო მარშრუტებს, ახალი საბაზრო მიმართულებების განვითარებას და მოქალაქეების წვდომას დასაქმების და სახელმწიფო სერვისებზე“,...
1755283707
საზოგადოებაკობა მურადაშვილი: მეამაყება, რომ ჩემს დმანისელებს უკვე შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ყველა თემიდან და სოფლების 90%-დან უფასოდ ჩამოვიდნენ მიკროავტობუსებით ქალაქის ცენტრში, მიიღონ სხვადასხვა სახის სერვისები
„ეს ნდობა და ეს შესაძლებლობა მაძლევს საშუალებას, რომ ჩემი პოზიციიდან გავაკეთო უფრო მეტი სიკეთე, უფრო მეტად მოვემსახურო ჩემს ხალხს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა და მოქმედმა მერმა წ...
1755283206
მსოფლიოდონალდ ტრამპი ანკორიჯში ჩაფრინდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ალასკაზე ჩაფრინდა. იქ მან რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა უნდა გამართოს. როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, პუტინსა და ტრამ...
1755282083
საზოგადოებაპრემიერი გახარიას და „ლელოს“ წარმომადგენლების ბერლინში შეხვედრაზე: კაცი გაპარულია, იქ ჩააკითხეს, ჰქონდათ მოლაპარაკებები, სერიოზულიც არ არის ეს ყველაფერი, ეს სრულიად არაჯანსაღი ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით
ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული, რაც მთლიანობაში ძალიან კარგია, ჯანსაღი მიმართულებით ვითარდება პროცესები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. პრემიერ-მინისტ...