რევაზ სოხაძე: გზისპირა დასახლებებს უნდა შევძინოთ ახალი განვითარების პერსპექტივა და ფუნქცია

სურამის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ყურადღება გაამახვილა მაგისტრალური გზების გასწვრივ არსებულ დასახლებულ პუნქტებზე. მისი თქმით, მათ განვითარების ახალი შესაძლებლობები უნდა მიეცეთ.

„მაგისტრალური გზები ხშირად გვერდს უვლიან დასახლებულ პუნქტებს, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ ისინი რეგიონული განვითარების მიღმა დარჩნენ. ასეთი დასახლებები აღარ უნდა დარჩნენ მხოლოდ გზის გასწვრივ არსებულ გეოგრაფიულ ნიშნულებად — ისინი უნდა იქცნენ დანიშნულების ადგილებად. საჭიროა ვიფიქროთ მათთვის ახალი ფუნქციის მინიჭებაზე და განვითარებაზე“ — განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მაგისტრალური გზები მხოლოდ ფიზიკური ინფრასტრუქტურა არ არის — ისინი ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და რეგიონული გაძლიერების, საერთაშორისო როლის ზრდისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის განმტკიცების სტრატეგიული ინსტრუმენტია.

მისი განცხადებით, თანამედროვე მაგისტრალების მშენებლობას პირდაპირი სარგებელი მოაქვს როგორც ქვეყნისთვის, ისე მოქალაქეებისთვის: მცირდება ტვირთების გადაადგილებისა და მგზავრობის დრო და ხარჯები; იზრდება ტურისტული და საინვესტიციო მიმზიდველობა; ძლიერდება კავშირი საზღვაო პორტებსა და სასაზღვრო პუნქტებთან; მყარდება საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლი რეგიონული ვაჭრობისა და მრავალმხრივი ეკონომიკური კავშირებისთვის და რაც ყველაზე მთავარია, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებით, უმჯობესდება მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755287618

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა მოლაპარაკებები დაიწყეს

დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა მოლაპარაკებები დაიწყეს. ტრამპის გვერდით სხედან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ხოლო პუტინის გვერდით - რუსეთის საგარე...

დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმ

1755285714

მსოფლიო

ქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა დაიწყო

ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა დაიწყო. თეთრი სახლის ცნობით, რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები ალასკაზე „სამი სამზე“ ფორმატით გაიმართება. აშშ-ის მხრიდან შეხვედრ...

დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინი

1755285501

საზოგადოება

ილია საბაძე: მაქვს პატივი, რომ კიდევ ერთხელ წარმოვადგენდე „ქართულ ოცნებას“ და ჩემს წალკელებთან ერთად, გავაგრძელო მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ზრუნვა

„მაქვს პატივი, რომ კიდევ ერთხელ წარმოვადგენდე „ქართულ ოცნებას“ და ჩემს წალკელებთან ერთად, გავაგრძელო მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ზრუნვა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წალკის მუნიციპალიტეტის მერო...

ილია საბაძე

1755284452

მსოფლიო

რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავი, რომელშიც ვლადიმირ პუტინი იმყოფება, ქალაქ ანკორიჯში დაეშვა

რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავი, რომელშიც ვლადიმირ პუტინი იმყოფება, ქალაქ ანკორიჯში დაეშვა. ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ალასკის ქალაქ ანკორიჯში დღეს გაიმართება. რუსული დელეგაცია პუტინის გარდა აშშ-ში...

რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავი

1755284042

საზოგადოება

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში: სურამის შემოვლითი გზის გახსნით ვაღიარებთ, რომ თანამედროვე, უსაფრთხო ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს მგზავრების და ტვირთის ტრანსპორტირებას, ქმნის სამუშაო ადგილებს

„საქართველოს გეოგრაფია ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს ანიჭებს დაკავშირებადობას, საგზაო მარშრუტებს, ახალი საბაზრო მიმართულებების განვითარებას და მოქალაქეების წვდომას დასაქმების და სახელმწიფო სერვისებზე“,...

როლანდ პრაის