ილია საბაძე: მაქვს პატივი, რომ კიდევ ერთხელ წარმოვადგენდე „ქართულ ოცნებას“ და ჩემს წალკელებთან ერთად, გავაგრძელო მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ზრუნვა

„მაქვს პატივი, რომ კიდევ ერთხელ წარმოვადგენდე „ქართულ ოცნებას“ და ჩემს წალკელებთან ერთად, გავაგრძელო მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ზრუნვა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წალკის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ილია საბაძემ განაცხადა, რომელიც მმართველმა გუნდმა მეოთხე ვადით წარადგინა.
მოქმედმა მერმა ისაუბრა მისი მუშაობის პერიოდში მუნიციპალიტეტში განხორციელებულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოზე, მათ შორის, გზების, საბავშვო ბაღების და სკოლების აშენებისა და რეაბილიტაციის შესახებ.
„ჩემი მუშაობის პერიოდში დაიგო 117 კმ საგზაო ინფრასტრუქტურა, დარჩენილია 9 სოფლის გზების აღდგენითი სამუშაოები. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ამასაც დავასრულებთ და საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად იქნება დასრულებული მუნიციპალიტეტში.
2014 წლამდე, ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა ქალაქ წალკაში 25 ბავშვის ოდენობით, ამჟამად მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 9 საბავშვო ბაღი 365 აღსაზრდელით, სექტემბრის თვეში კი, იგეგმება ორი საბავშვო ბაღის გახსნა დაბა თრიალეთში და სოფელ კაბურში.
2023 წელს მუნიციპალიტეტში აშენდა ორი ახალი სკოლა და 16-ე საჯარო სკოლას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. ამჟამად, მიმდინარეობს ორი საჯარო სკოლის მშენებლობა სოფელ აიაზმაში და სოფელ საბეჭისში“, - განაცხადა ილია საბაძემ.
1755289266
მსოფლიოთეთრმა სახლმა ტრამპისა და პუტინის ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - „მშვიდობის ძიებაში“
თეთრმა სახლმა სოციალურ ქსელ X-ის გვერდზე დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მოლაპარაკებების დაწყებამდეა გადაღებული. ფოტოს თან ახლავს წარწერა: „მშვიდობის ძიებაში“....
1755287618
მსოფლიოდონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა მოლაპარაკებები დაიწყეს
დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა მოლაპარაკებები დაიწყეს. ტრამპის გვერდით სხედან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ხოლო პუტინის გვერდით - რუსეთის საგარე...
1755285714
მსოფლიოქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა დაიწყო
ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა დაიწყო. თეთრი სახლის ცნობით, რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები ალასკაზე „სამი სამზე“ ფორმატით გაიმართება. აშშ-ის მხრიდან შეხვედრ...
1755284452
მსოფლიორუსეთის სამთავრობო თვითმფრინავი, რომელშიც ვლადიმირ პუტინი იმყოფება, ქალაქ ანკორიჯში დაეშვა
რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავი, რომელშიც ვლადიმირ პუტინი იმყოფება, ქალაქ ანკორიჯში დაეშვა. ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ალასკის ქალაქ ანკორიჯში დღეს გაიმართება. რუსული დელეგაცია პუტინის გარდა აშშ-ში...
1755284042
საზოგადოებამსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში: სურამის შემოვლითი გზის გახსნით ვაღიარებთ, რომ თანამედროვე, უსაფრთხო ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს მგზავრების და ტვირთის ტრანსპორტირებას, ქმნის სამუშაო ადგილებს
„საქართველოს გეოგრაფია ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს ანიჭებს დაკავშირებადობას, საგზაო მარშრუტებს, ახალი საბაზრო მიმართულებების განვითარებას და მოქალაქეების წვდომას დასაქმების და სახელმწიფო სერვისებზე“,...