კობა მურადაშვილი: მეამაყება, რომ ჩემს დმანისელებს უკვე შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ყველა თემიდან და სოფლების 90%-დან უფასოდ ჩამოვიდნენ მიკროავტობუსებით ქალაქის ცენტრში, მიიღონ სხვადასხვა სახის სერვისები

„ეს ნდობა და ეს შესაძლებლობა მაძლევს საშუალებას, რომ ჩემი პოზიციიდან გავაკეთო უფრო მეტი სიკეთე, უფრო მეტად მოვემსახურო ჩემს ხალხს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა და მოქმედმა მერმა წალკის მუნიციპალიტეტში, კობა მურადაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, დმანისის მუნიციპალიტეტში განხორციელდა როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური პროექტები.
კობა მურადაშვილის თქმით, ის აპირებს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებები სრულად შეასრულოს, ხოლო, უპირველესი დაპირებაა ადგილობრივი ახალგაზრდების მუნიციპალიტეტში დატოვებასა და მათ განვითარებაზე ზრუნვა.
„მეამაყება, რომ ჩემს მოსახლეობას, ჩემს დმანისელებს, უკვე შეუძლიათ მუნიციპალიტეტის აბსოლუტურად ყველა თემიდან და სოფლების 90%-დან სრულიად უფასოდ ჩამობრძანდნენ მიკროავტობუსებით ქალაქის ცენტრში, მიიღონ სხვადასხვა სახის სერვისები და ისევ უფასოდ დაბრუნდნენ თავიანთ სოფლებში. განვახორციელეთ უამრავი პროექტი როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური მიმართულებით. შევძელით და ჩემს დმანისს, დმანისელებს უკვე მიეწოდება ახალი სასმელი წყალი, რომელიც ორმოწყარო-მაშავერას პროექტით არის. მოვახერხეთ ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალის პროექტის განხორციელება - ეს არის დმანისის ცენტრალური შემოსასვლელიდან ქალაქის ცენტრამდე მოსასვლელი მაგისტრალის სრული რეაბილიტაცია. მუშაობის პროცესში ისე გავიდა ოთხი წელი, რომ რაღაცების გაკეთება ვერ შევძელით და ვფიქრობ, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ის, რა პირობაც გვაქვს მიცემული მოსახლეობისთვის, იქნება ჩვენი გუნდის ნომერი პირველი დაპირება, რომ ადგილობრივი ახალგაზრდების მუნიციპალიტეტში დარჩენის და მათი განვითარების მიზნით, განხორციელდეს ის პროექტი, რომელსაც ელოდებიან ჩვენი ახალგაზრდები. ეს არის რა თქმა უნდა, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი და მათ ვაძლევ პირობას, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ეს პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა კობა მურადაშვილმა.
1755289266
მსოფლიოთეთრმა სახლმა ტრამპისა და პუტინის ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - „მშვიდობის ძიებაში“
თეთრმა სახლმა სოციალურ ქსელ X-ის გვერდზე დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მოლაპარაკებების დაწყებამდეა გადაღებული. ფოტოს თან ახლავს წარწერა: „მშვიდობის ძიებაში“....
1755287618
მსოფლიოდონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა მოლაპარაკებები დაიწყეს
დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა მოლაპარაკებები დაიწყეს. ტრამპის გვერდით სხედან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ხოლო პუტინის გვერდით - რუსეთის საგარე...
1755285714
მსოფლიოქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა დაიწყო
ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა დაიწყო. თეთრი სახლის ცნობით, რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები ალასკაზე „სამი სამზე“ ფორმატით გაიმართება. აშშ-ის მხრიდან შეხვედრ...
1755285501
საზოგადოებაილია საბაძე: მაქვს პატივი, რომ კიდევ ერთხელ წარმოვადგენდე „ქართულ ოცნებას“ და ჩემს წალკელებთან ერთად, გავაგრძელო მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ზრუნვა
„მაქვს პატივი, რომ კიდევ ერთხელ წარმოვადგენდე „ქართულ ოცნებას“ და ჩემს წალკელებთან ერთად, გავაგრძელო მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ზრუნვა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წალკის მუნიციპალიტეტის მერო...
1755284452
მსოფლიორუსეთის სამთავრობო თვითმფრინავი, რომელშიც ვლადიმირ პუტინი იმყოფება, ქალაქ ანკორიჯში დაეშვა
რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავი, რომელშიც ვლადიმირ პუტინი იმყოფება, ქალაქ ანკორიჯში დაეშვა. ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ალასკის ქალაქ ანკორიჯში დღეს გაიმართება. რუსული დელეგაცია პუტინის გარდა აშშ-ში...