გურამ მაჭარაშვილი: გასაკვირი არ არის ის ფაქტიც, რომ ხაზარაძის მეუღლის სახელზე არსებული ქონებით სარგებლობს გერმანიის ელჩი - რა გადასახადებზეა საუბარი! ხაზარაძე თავის ხალხს სთხოვდა 1,5მლრდ დოლარს, ჯიბიდან ამოიღეთ და მომეცითო

 მამუკა ხაზარაძემ არჩევნები წააგო, ქართული სასამართლო წააგო, ევროპული სასამართლო წააგო, ამერიკული სასამართლო წააგო. ანუ, საითაც გაიქცა, ყველგან წაიქცა, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.

იგი გამოეხმაურა გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერის მიერ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერ, მამუკა ხაზარაძის ოჯახისგან სახლის დაქირავების ფაქტს.

„ასეთი გამოთქმა არსებობს, შენ არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო - რამდენჯერმე ვუთხარით, რომ დაანებოს პოლიტიკას თავი, რადგან არ არის მაგის საქმე, იმიტომაც სამწუხაროდ, აღმოჩნდა იქ, სადაც დღეს არის. ისიც თავისი ნებით. ამიტომ, ასეთი ადამიანისგან, რომელსაც პოლიტიკა არ ესმის, მაგრამ მაინც თავს არ ანებებს და შესაბამისად, აღმოჩნდა უცხოური ძალების აგენტურის შემსრულებელი, გასაკვირი არ არის ის ფაქტიც, რომ მისი მეუღლის სახელზე არსებული ქონებით სარგებლობს გერმანიის ელჩი და ზოგადად, უცხოური ძალები. რა გადასახადებზეა საუბარი! ხაზარაძე თავის ხალხს თხოვდა 1,5მლრდ დოლარს, ჯიბიდან ამოიღეთ და მომეცითო. მართალია, ყველა სასამართლომ უთხრა, აქეთ 7 მლნ დოლარი აქეთ გადაუხადე შენს სახელმწიფოსო“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მეორე დღეა გერმანიის საელჩო და ხაზარაძეები დუმილს ინარჩუნებენ. კითხვები, რომლითაც მათ „ქრონიკამ“ მიმართა, თბილისში ყავლაშვილის ქუჩაზე, 750 კვადრატული მეტრი ფართობის სახლს უკავშირდება, რომელშიც გერმანიის ელჩი ცხოვრობს და მამუკა ხაზარაძის მეუღლის საკუთრებაა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754131331

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე: სპეკულაციები, რა თქმა უნდა, არ შეწყდება იმიტომ, რომ მთლიანად ანაკლიის გარშემო ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმიანობა იყო სპეკულაციასთან დაკავშირებული

 ანაკლიის საქმეზე ვაშინგტონის არბიტრაჟში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მარცხი კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. როგორც ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1754131240

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი გერმანიის ელჩის მიერ ხაზარაძისგან ფართის ქირავნობაზე: ინტერესთა კონფლიქტის და მიკერძოებულობის კვალს ტოვებს. კონკრეტულ ეჭვებს ბადებს რამდენად კანონიერია ქირავნობის აქტიც

 ეს გარკვეულწილად სწორედ გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტის და მიკერძოებულობის კვალს ტოვებს, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გე...

ირაკლი ქადაგიშვილი

1754131197

საზოგადოება

პრემიერი: „გლობალურ ომის პარტიას“, რასაც ამერიკელები უწოდებენ Deep State-ს, სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა, მათ შორის, ევროპელებს დაუკარგონ პიროვნული იდენტობა, ჩვენ ვიცავთ ამ პროპაგანდისგან ქართულ საზოგადოებას

 „გლობალურ ომის პარტიას“, რასაც ამერიკელები უწოდებენ Deep State-ს, სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა, მათ შორის, ევროპელებს დაუკარგონ პიროვნული იდენტობა, - განუცხადა ჟურნალისტე...

ირაკლი კობახიძე

1754129247

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ევროპელი ელჩი როდესაც კადრულობს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას

ევროპელი ელჩი როდესაც ასეთ რამეს კადრულობს, რომ ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა იმ ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში...

ირაკლი კობახიძე

1754128325

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილი: ჩემი მიზანია, რომ კეთილდღეობა და შესაძლებლობები, რომელიც იქმნება აჭარაში, თანაბრად გადანაწილდეს ადგილობრივ მოსახლეობაზე

 დღეს კურორტ ბეშუმში „შუამთობის“ დღესასწაული გაიმართა. დღესასწაული ადგილობრივებს და სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა მიულოცა. „ჩემთვის საამაყოა, რომ დღეს პირველად მომეცა შეს...

სულხან თამაზაშვილი