სულხან თამაზაშვილი: ჩემი მიზანია, რომ კეთილდღეობა და შესაძლებლობები, რომელიც იქმნება აჭარაში, თანაბრად გადანაწილდეს ადგილობრივ მოსახლეობაზე

დღეს კურორტ ბეშუმში „შუამთობის“ დღესასწაული გაიმართა. დღესასწაული ადგილობრივებს და სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა მიულოცა.
„ჩემთვის საამაყოა, რომ დღეს პირველად მომეცა შესაძლებლობა „შუამთობის“ სახალხო დღესასწაული თქვენთან ერთად აღვნიშნო. ბედნიერებაა, რომ დღეს ამდენი ადამიანი შეიკრიბა. ეს იმის დასტურია, რომ ჩვენ შევძელით და გადავარჩინეთ ყველაზე მნიშვნელოვანი - ჩვენი ტრადიციები. ეს სწორედ თქვენი დამსახურებაა.
მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი და ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მაღალმთიანი აჭარის განვითარება. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით, ტურისტული პოტენციალის მაქსიმალური ათვისებით ჩვენ შევძლებთ, მაღალმთიანი აჭარიდან შეწყდეს მიგრაცია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი რეგიონის, ჩვენი მაღალმთიანი აჭარის განვითარებას. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ჩვენი საამაყო მემთეურების მნიშვნელოვანი როლი.
მათ თავდაუზოგავი შრომით და საოცარი ენერგიით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ბარის მხარდაჭერასა და განვითარებაში.
ჩემს მთავარ მიზანს წარმოადგენს ის, რომ კეთილდღეობები და შესაძლებლობები, რომელიც იქმნება აჭარაში თანაბრად გადავანაწილოთ ჩვენს მოსახლეობაზე. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამას ერთობლივად შევძლებთ“, - განაცხადასულხან თამაზაშვილმა.
1754133603
ახალი ამბებიპროკურატურა: ნინო დათაშვილის ფსიქოლოგიური ესპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით
საქართველოს პროკურატურა ნინო დათაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. განცხადების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე, დაცვის მხარემ წარადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის...
1754131331
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე: სპეკულაციები, რა თქმა უნდა, არ შეწყდება იმიტომ, რომ მთლიანად ანაკლიის გარშემო ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმიანობა იყო სპეკულაციასთან დაკავშირებული
ანაკლიის საქმეზე ვაშინგტონის არბიტრაჟში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მარცხი კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. როგორც ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომ...
1754131287
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: გასაკვირი არ არის ის ფაქტიც, რომ ხაზარაძის მეუღლის სახელზე არსებული ქონებით სარგებლობს გერმანიის ელჩი - რა გადასახადებზეა საუბარი! ხაზარაძე თავის ხალხს სთხოვდა 1,5მლრდ დოლარს, ჯიბიდან ამოიღეთ და მომეცითო
მამუკა ხაზარაძემ არჩევნები წააგო, ქართული სასამართლო წააგო, ევროპული სასამართლო წააგო, ამერიკული სასამართლო წააგო. ანუ, საითაც გაიქცა, ყველგან წაიქცა, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულ...
1754131240
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი გერმანიის ელჩის მიერ ხაზარაძისგან ფართის ქირავნობაზე: ინტერესთა კონფლიქტის და მიკერძოებულობის კვალს ტოვებს. კონკრეტულ ეჭვებს ბადებს რამდენად კანონიერია ქირავნობის აქტიც
ეს გარკვეულწილად სწორედ გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტის და მიკერძოებულობის კვალს ტოვებს, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გე...
1754131197
საზოგადოებაპრემიერი: „გლობალურ ომის პარტიას“, რასაც ამერიკელები უწოდებენ Deep State-ს, სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა, მათ შორის, ევროპელებს დაუკარგონ პიროვნული იდენტობა, ჩვენ ვიცავთ ამ პროპაგანდისგან ქართულ საზოგადოებას
„გლობალურ ომის პარტიას“, რასაც ამერიკელები უწოდებენ Deep State-ს, სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა, მათ შორის, ევროპელებს დაუკარგონ პიროვნული იდენტობა, - განუცხადა ჟურნალისტე...