პრემიერი: „გლობალურ ომის პარტიას“, რასაც ამერიკელები უწოდებენ Deep State-ს, სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა, მათ შორის, ევროპელებს დაუკარგონ პიროვნული იდენტობა, ჩვენ ვიცავთ ამ პროპაგანდისგან ქართულ საზოგადოებას

 „გლობალურ ომის პარტიას“, რასაც ამერიკელები უწოდებენ Deep State-ს, სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა, მათ შორის, ევროპელებს დაუკარგონ პიროვნული იდენტობა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, რაც თქვა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ეს არის იმის გამოხატულება, რომ ეს პროპაგანდა სრულად მხარდაჭერილია დღევანდელი ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან.

„თქვენ ხედავდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როგორ ცდილობდა რადიკალური ოპოზიცია, NGO-ები, რომ რაღაცნაირად სასაცილოდ აეგდოთ ეს თემა, რასაც ჰქვია „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი. ისინი ამბობდნენ, რომ თითქოს აქ რისკები და პრობლემები არ არსებობს, თუმცა ხედავთ, რა ტენდენციებია მთელი ევროპის მასშტაბით, იგივე, რაც შეეხება ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობას, რაც შეეხება სქესის შესახებ პასპორტში ჩანაწერების მარტივად გადაკეთებას, ერთნაირსქესიანთა წყვილების მიერ არასრულწლოვნების შვილად აყვანას და ა.შ. ყველა მიმართულებით არის კატასტროფული ვითარება ევროპის მასშტაბით. თითქმის, აღარ დარჩა ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც ეს ყველაფერი უკვე დანერგილი არ არის. ეს ყველაფერი ხდება დაჟინებული მოთხოვნით ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ეს ყველაფერი მეტყველებს რაზე, რომ არსებობს კონკრეტული ხაზი, ვისაც ვუწოდებთ „გლობალურ ომის პარტიას“ და ამერიკელები უწოდებენ Deep State-ს, ამ ძალას სურს, რომ მთლიანად დააკარგვინოს ევროპას საკუთარი იდენტობა, მათ შორის, ევროპელებს დაუკარგონ პიროვნული იდენტობა.

სტატისტიკა არის შემაშფოთებელი. ახალგაზრდა თაობაში უკვე 20%-ს გადააჭარბა ერთნაირსქესიანთა წყვილების რაოდენობამ, შესაბამისი ორიენტაციის მქონე ადამიანების რაოდენობამ. ეს არის პროპაგანდის შედეგი, გამუდმებული, დაჟინებული პროპაგანდის შედეგი. ჩვენ ვიცავთ ამ პროპაგანდისგან ქართულ საზოგადოებას. რაც თქვა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ეს არის იმის გამოხატულება, რომ ეს პროპაგანდა არის სრულად მხარდაჭერილი, სამწუხაროდ, დღევანდელი ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ საზოგადოებებს ვერ იცავენ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, ან არ იცავენ, გააჩნია სად რა შემთხვევაა და უნდათ, რომ ეს ყველაფერი გადმოიტანონ საქართველოზეც. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ რისკები და პრობლემები არის სერიოზული, პროპაგანდას აქვს თავისი ძალა, ამიტომ უნდა დავუპირისპირდეთ მას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754131331

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე: სპეკულაციები, რა თქმა უნდა, არ შეწყდება იმიტომ, რომ მთლიანად ანაკლიის გარშემო ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმიანობა იყო სპეკულაციასთან დაკავშირებული

 ანაკლიის საქმეზე ვაშინგტონის არბიტრაჟში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მარცხი კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. როგორც ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1754131287

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: გასაკვირი არ არის ის ფაქტიც, რომ ხაზარაძის მეუღლის სახელზე არსებული ქონებით სარგებლობს გერმანიის ელჩი - რა გადასახადებზეა საუბარი! ხაზარაძე თავის ხალხს სთხოვდა 1,5მლრდ დოლარს, ჯიბიდან ამოიღეთ და მომეცითო

 მამუკა ხაზარაძემ არჩევნები წააგო, ქართული სასამართლო წააგო, ევროპული სასამართლო წააგო, ამერიკული სასამართლო წააგო. ანუ, საითაც გაიქცა, ყველგან წაიქცა, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულ...

გურამ მაჭარაშვილი

1754131240

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი გერმანიის ელჩის მიერ ხაზარაძისგან ფართის ქირავნობაზე: ინტერესთა კონფლიქტის და მიკერძოებულობის კვალს ტოვებს. კონკრეტულ ეჭვებს ბადებს რამდენად კანონიერია ქირავნობის აქტიც

 ეს გარკვეულწილად სწორედ გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტის და მიკერძოებულობის კვალს ტოვებს, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გე...

ირაკლი ქადაგიშვილი

1754129247

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ევროპელი ელჩი როდესაც კადრულობს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას

ევროპელი ელჩი როდესაც ასეთ რამეს კადრულობს, რომ ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა იმ ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში...

ირაკლი კობახიძე

1754128325

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილი: ჩემი მიზანია, რომ კეთილდღეობა და შესაძლებლობები, რომელიც იქმნება აჭარაში, თანაბრად გადანაწილდეს ადგილობრივ მოსახლეობაზე

 დღეს კურორტ ბეშუმში „შუამთობის“ დღესასწაული გაიმართა. დღესასწაული ადგილობრივებს და სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა მიულოცა. „ჩემთვის საამაყოა, რომ დღეს პირველად მომეცა შეს...

სულხან თამაზაშვილი